მარწყვა-ბალახი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარწყვა-ბალახი
Potentilla clusiana
Potentilla clusiana
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  მცენარეები
განყოფილება:  ფარულთესლოვნები
კლასი:  ორლებნიანნი
რიგი:  Rosales
ოჯახი:  ვარდისებრნი
გვარი:  მარწყვა-ბალახი
ლათინური სახელი
Potentilla

მარწყვა-ბალახი (ლათ. Potentilla) — მცენარეთა გვარი ვარდისებრთა ოჯახისა. მრავალწლოვანი, იშვიათად ორ- ან ერთწლოვანი ბალახები და ბუჩქბალახებია.

500-მდე სახეობა გავრცელებულია მთელ დედამიწაზე, უმეტესად კი ჩრდილოეთ ამერიკაში. საქართველოში 30 სახეობაა. მათგან 2 — საქართველოს ენდემია, (გვხვდება აფხაზეთსა და სვანეთში). 15-მდე — კავკასიისა.

სახეობათა უმრავლესობა იზრდება ალპური სარტყლის მდელოებსა და ნიშალებზე, ნაწილი კი გვხვდება ქვიან, თიხნარ ფერდობებზე, ტყის პირებსა და ბუჩქნარებში, მთის ქვედა სარტყლიდან მოკიდებული ალპურ სარტყლამდე. კარგი დეკორატიული მცენარეა ლათ. Potentilla divina, რომელიც კავკასიის დასავლეთ რაიონებში კირქვიან კლდეებზე იზრდება. ლათ. Potentilla erecta შეიცავს მთრიმლავ ნივთიერებებს, ფისსა და წებოს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]