მარცხენა ხელის წესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარცხენა ხელის წესი: I — გამტარში გამავალი დენის მიმართულება; B — მაგნიტური ველის ინდუქციის მიმართულება; F — ველის მხრივ გამტარზე მოქმედი ძალის მიმართულება.

მარცხენა ხელის წესი — წესი რომელსაც იყენებენ მაგნიტურ ველში მოთავსებულ დენიან გამტარზე მოქმედი მაგნიტური ძალის მიმართულების დასადგენად.

ამ წესის თანახმად, თუ მარცხენა ხელისგულს ისე მოვათავსებთ რომ გაშვერილი ოთხი თითის მიმართულება ემთხვეოდეს დენის მიმართულებას, ხოლო მაგნიტური ველის ძალწირები ხელისგულში შედიოდნენ, მაშინ დახრილი ცერის მიმართულება გვიჩენებს გამტარზე მოქმედი ძალის მიმართულებას. მარცხენა ხელის წესის გამოყენებისას მაგნიტურ ველში მოძრავ ელექტრონზე ან უარყოფით იონზე მოქმედი ძალის განსაზღვრისათვის აუცილებელია იმის გათვალისწინება, რომ ელექტრონის მოძრაობის მიმართულება ელექტრული დენის საყოველთაოდ მიღებული პირობითი მიმართულების საწინააღმდეგოა. მარცხენა ხელის წესი განსაზღვრავს ლორენცის ძალის მაგნიტური ძალის მიმართულებას.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]