შინაარსზე გადასვლა

მარცვლეულის ხვატარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარცვლეულის ხვატარი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  ხვატრისებრნი
გვარი:  Apamea
სახეობა:  მარცვლეულის ხვატარი
ლათინური სახელი
Apamea sordens (Hufnagel, 1766)
სინონიმები
სია
  • Apamea basilinea
  • Apamea finitima
  • Hadena cinefacta
  • Noctua basilinea
  • Noctua nebulosa
  • Phalaena sordens

მარცვლეულის ხვატარი (ლათ. Apamea sordens) — მწერი ხვატრისებრთა ოჯახისა. ზრდასრული ხვატარი საკმაოდ დიდი ზომისაა და გაშლილი ფრთების ჩათვლით სიგრძეში 40 მმ-ს აღწევს. ზრდასრული მატლის სხეულის სიგრძე 28 მმ-მდეა და ამიტომ თავთავზე საკმაოდ კარგად შესამჩნევია. როგორც მინდვრად, ისე ბეღელში (საწყობებში) ძირითადად ბოლო თაობის მატლები იზამთრებენ. გამოზამთრებული მატლები გვიან გაზაფხულზე იწყებენ დაჭუპრებას. ჭუპრიდან გამოსული პეპელა მაშინვე იწყებს ფრენას. გამოფრენილი პეპლები რამდენიმე დღის შემდეგ ხორბლის, ქერის, ჭვავის თავთავებზე, ღეროებზე და ფოთლის ქვედა მხარეზე კვერცხის დებას იწყებენ. გამოჩეკიდან პირველი ორი კვირა მატლი თითქმის ფარულად ბუდობს მარცვალში, სადაც მარცვლის შიგთავსს რძის სიმწიფეში ანადგურებს, რის შედეგადაც მარცვლისაგან მხოლოდ კანი რჩება. წამოზრდილი მატლები ტოვებენ მარცვალს, გამოდიან გარეთ, ფოთლის უკან ხალთაში შეიჭრებიან, ანდა თავთავებს შორის თავსდებიან, დღისით იქ იბუდებენ, შებინდებიდან კი თავთავებში გროვდებიან და მარცვლებს გარედან ღრღნიან.[1]

მუხლუხი

მარცვლეულის ხვატართან საბრძოლველად იყენებენ სხვადასხვა ხერხს: თესლბრუნვას, სარეველა მცენარეებთან სისტემატურ ბრძოლას, მოსავლის დროულ და უდანაკარგო აღებას, ნაგერალასთან ბრძოლას, მცენარეთა ანარჩენების ნაკვეთიდან გამოტანას, დასილოსებას, მოხმარებას ან დაწვას, ნაწვერალის აოშვას, ნათესის დამატებით გამოკვებას, პესტიციდების გამოყენებას.[1]

  • Apamea sordens finitima (ადრე A. finitima)[2]
  • Apamea sordens cerivana (ალბერტა)
  • Apamea sordens sableana Mikkola, 2009
  1. 1.0 1.1 ლობჟანიძე მზაღო, ტყებუჩავა ზაირა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ძირითადი მავნებლები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები, თბ.: საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, 2009. — გვ. 11.
  2. Species Details Apamea sordens finitima. E.H. Strickland Entomological Museum (2007). ციტირების თარიღი: 8 ნოემბერი, 2020.