მარცვლეულის ჩრჩილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარცვლეულის ჩრჩილი

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ფეხსახსრიანები
კლასი:  მწერები
რიგი:  ქერცლფრთიანები
ოჯახი:  Gelechiidae
გვარი:  Sitotroga
სახეობა:  მარცვლეულის ჩრჩილი
ლათინური სახელი
Sitotroga cerealella (Olivier, 1789)
სინონიმები
სია
  • Alucita cerealella (Olivier, 1789)
  • Anacampsis cerealella (Olivier, 1789)
  • Aristotelia ochrescens (Meyrick in Caradja & Meyrick, 1938)
  • Butalis cerealella (Olivier, 1789)
  • Epithectis palearis (Meyrick, 1913)
  • Gelechia arctella (Walker, 1864)
  • Gelechia cerealella (Olivier, 1789)
  • Gelechia (Sitotroga?) coarctatella (Zeller, 1877)
  • Gelechia melanarthra (Lower, 1900)
  • Œcophora granella (Latreille, 1829)
  • Syngenomictis aenictopa (Meyrick, 1927)
  • Tinea hordei (Kirby & Spence, 1815)
  • Ypsolophus granellus (Kirby-Spence)

მარცვლეულის ჩრჩილი, სიმინდის ჩრჩილი (ლათ. Sitotroga cerealella) — მწერი ქერცლფრთიანების რიგისა. ფართოდაა გავრცელებული საქართველოში. მისი სიგრძე გაშლილი ფრთებით 11–16 მმ-ია. ფერად ჟანგისფერი ყვითელია, ფრთები და თავი დაფარულია თეთრი ქერცლით. წინა ფრთების წამახვილებულ ბოლოში ორი ლაქა ახასიათებს. უკანა, წვეროსკენ ამონაკვთულ ფრთებზე აქვს ნაცრისფერი ფოჩები. ზამთარს ატარებს საწყობებში, ბეღლებსა და სასიმინდეებში, ძირითადად პეპლის ფაზაში. დებს 50–150 ცალს კვერცხს, სიმინდის ტაროებზე, ხორბლის, შვრიის, ჭვავისა და წიწიბურას თავთავებზე. ემბრიონული განვითარება მნიშვნელოვნადაა დამოკიდებული ჰიდროთერმულ პირობებზე და 4-დან 28 დღემდე გრძელდება. ახლადგამოჩეკილი მატლი იჭრება მარცვალში, მიყვება მას საწყობში და იქვე ამთავრებს განვითარებას, რის შემდეგაც ხდება დაჭუპრება. მანამდე მატლი ღრღნის პეპლის გამოსაფრენ ხვრელს და აბლაბუდის ძაფისაგან იკეთებს დასაჭუპრებელ აკვანს ხვრელის კედლებში. 10–12°C-ზე მატლი გადადის დიაპაუზაში, 10–11%-იანი ტენიანობის შემთხვევაში მისი დიდი ნაწილი იღუპება. მავნებელი წელიწადში დაახლოებით 4–6 თაობას იძლევა. ჩრჩილის მატლები იკვებებიან აღნიშნული სასოფლო-სამეურნეო კულტურათა მარცვლებით, რის შედეგადაც პროდუქცია კარგავს როგორც საწარმოო, ისე კვებით ღირებულებას.[1]

ებრძვიან სხვადასხვა მეთოდით: ბეღელში შენახვამდე მარცვალში არეგულირებენ ტენიანობას (< 14%) ან წმენდენ მექანიკურ სანიავებელ მანქანებში, იყენებენ პესტიციდებსაც.[1]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 ლობჟანიძე მზაღო, ტყებუჩავა ზაირა, სასოფლო-სამეურნეო კულტურების ძირითადი მავნებლები და მათთან ბრძოლის ღონისძიებები, თბ.: საქართველოს სახელმწიფო აგრარული უნივერსიტეტი, 2009. — გვ. 13.