ადა მარშანია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მარშანია, ადა)
Jump to navigation Jump to search
ადა მარშანია
დაბადების თარიღი 1 ივლისი, 1961 (1961-07-01) (59 წლის)
დაბადების ადგილი სოხუმი, საქართველოს სსრ, სსრკ
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ეროვნება ქართველი
რელიგია მართლმადიდებელი
პარტია „საქართველოს პატრიოტთა ალიანსი“
საქმიანობა იურისტი, პოლიტიკური მოღვაწე
მამა ლორიკ მარშანია

ადა მარშანია (დ. 1 ივლისი, 1961, სოხუმი, საქართველოს სსრ) — ქართველი იურისტი და პოლიტიკური მოღვაწე. საქართველოს 4 მოწვევის (1992, 1995, 1999, 2016) პარლამენტის წევრი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადა მარშანია დაიბადა 1961 წლის 1 ივლისს, სოხუმში. 1983 წელს დაამთავრა ჟდანოვის სახელობის ლენინის ორდენისა და შრომის წითელი დროშის ორდენოსანი ლენინგრადის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი. 1983–1986 წლებში იგი იყო უმაღლესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეების კოლეგიის კონსულტანტი. 1986–1996 წლებში იყო საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის სამართლისა და ეკონომიკის ინსტიტუტის მეცნიერ-თანამშრომელი. ადა მარშანია არის აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი 1995 წლიდან. 1992-1995 წლებში იყო საქართველოს მე-3 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „11 ოქტომბერი“. 1995-1999 წლებში იყო საქართველოს მე-4 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „აფხაზეთის დეპუტაცია“. 1999 -2004 წლებში იყო საქართველოს მე-5 მოწვევის პარლამენტის წევრი პარტიული სიით, საარჩევნო ბლოკი „საქართველოს მოქალაქეთა კავშირი“. 2016 წლიდან არის საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქცია „საქართველოს პატრიოტები“-ს წევრი. 2019 წლის 19 თებერვლიდან არის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრი. 2019 წლის 11 მარტიდან არის მე-9 მოწვევის პარლამენტის ფრაქციის „პატრიოტთა ალიანსი და სოციალ-დემოკრატები“ თავმჯდომარის მოადგილე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]