შინაარსზე გადასვლა

მარფორიო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარფორიო
Marforio
კოორდინატები 41°53′37″ ჩ. გ. 12°28′59″ ა. გ. / 41.8937500° ჩ. გ. 12.4832694° ა. გ. / 41.8937500; 12.4832694
მდებარეობა კაპიტოლიუმის ბორცვი, რომი, იტალია
ტიპი ქანდაკება
მასალა მარმარილო
თარიღდება I საუკუნე

მარფორიო[1][2][3] (იტალ. Marforio) — რომის ერთ-ერთი მოლაპარაკე ქანდაკება. მარფორიო მეგობრულ მეტოქეობას ინარჩუნებდა თავის ყველაზე თვალსაჩინო მეტოქესთან, პასკვინთან. როგორც დანარჩენი ხუთი „მოლაპარაკე ქანდაკების“ შემთხვევაში, პასკვინადები - უპატივცემულო სატირები, რომლებიც დასცინოდნენ საჯარო პირებს - განთავსებული იყო მარფორიოს გვერდით მე-16 და მე-17 საუკუნეებში.

ქანდაკება და მისი მდებარეობა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარფორიო არის დიდი, პირველი საუკუნის რომაული მარმარილოს ქანდაკება, რომელიც გამოსახავს მწოლიარე მდინარის ღმერთს ან ოკეანეს, რომელიც წარსულში სხვადასხვაგვარად იყო იდენტიფიცირებული, იუპიტერი, ნეპტუნი, ან ტიბრის გამოსახულება.[4] ჰუმანისტი ანდრეა ფულვიო იყო პირველი, ვინც ის მდინარის ღმერთად დაადგინა 1527 წელს.[5] მარფოი რომში ერთ-ერთი ღირსშესანიშნაობა იყო მე-12 საუკუნის ბოლოდან.[6] პოჯო ბრაჩოლინი წერდა მასზე, როგორც ანტიკური ხანიდან გადარჩენილ ერთ-ერთ ქანდაკებაზე,[7] და მე-16 საუკუნის დასაწყისში ის კვლავ სეპტიმიუს სევერუსის თაღთან ახლოს მდებარეობდა.[8]

ქანდაკების სახელის წარმოშობა დავის საგანია. ის აღმოაჩინეს გრანიტის აუზთან ერთად, რომელზეც წარწერა იყო „mare in foro“,[9] მაგრამ შესაძლოა მისი სახელი მომდინარეობდეს იმ ტერიტორიის ლათინური სახელიდან, სადაც ის აღმოაჩინეს (Martis Forum), ან მარიოლის ოჯახის სახელიდან, რომელსაც საკუთრება ჰქონდა მამერტინეს ციხესთან ახლოს, ასევე ფორუმთან ახლოს, სადაც ქანდაკება იდგა 1588 წლამდე.

პაპ სიქსტუს V-მ ქანდაკება გადაიტანა სან მარკოსის მოედანზე (რომში) 1588 წელს, შემდეგ კი კამპიდოლიოს მოედანზე 1592 წელს, სადაც ის ამშვენებს ჯაკომო დელა პორტას მიერ დაპროექტებულ შადრევანს ბაზილიკა, პალაცო დეი კონსერვატორის პირდაპირ. სახის ნაწილი, მარჯვენა ფეხი და მარცხენა ხელი აღდგენილი იქნა 1594 წელს. 1645 წელს, პალაცო ნუოვოს მშენებლობამ შადრევანი მის ეზოში მოაქცია.

  • Rendina, C., "Pasquino statua parlante”, ROMA ieri, oggi, domani, n. 20, February 1990.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. (1888) The Encyclopedia Britannic: Vol. XVIII. New York: Henry G. Allen and Co. 
  2. Jourdain, Eleanor F. (1921). Dramatic Theory and Practice in France. London: Longmans, Green, and Co. 
  3. von Hofmannsthal, Hugo (1975). Sämtichle Werke. S. Fischer. ISBN 9783107315178. 
  4. The restoration of his right hand, grasping a shell, was inspired by, and supported, the identification as Oceanus.
  5. Fulvio, Antiquitatis Urbis 1527, noted by Francis Haskell and Nicholas Penny, Taste and the Antique: The Lure of Classical Sculpture 1500-1900 (Yale University Press) 1981:259.
  6. Fulvio, Antiquitatis Urbis 1527, noted by Francis Haskell and Nicholas Penny, Taste and the Antique: The Lure of Classical Sculpture 1500-1900 (Yale University Press) 1981:259.
  7. Bracciolini, De varietate fortunae, written over a long period, ca 1430 to 1445.
  8. Haskell and Penny 1981:258.
  9. The black and white granite basin was shifted to form a fountain for watering cattle in the Campo Vaccino, as the Roman Forum had become; it was removed in 1818 to stand before one of the Horse Tamers on the Quirinal Hill, often known in the past as Alexander and Bucephalus (Haskell and Penny 1981:136, 258.