მარუხი (მწვერვალი)
მარუხი | |
---|---|
კოორდინატები: 43°21′38″ ჩ. გ. 41°24′05″ ა. გ. / 43.3606389° ჩ. გ. 41.4014500° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | გულრიფშის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 3806 მ |
ქედი | აფხაზეთის კავკასიონი |
მარუხი — მწვერვალი საქართველოში, აფხაზეთის ავტონომიურ რესპუბლიკაში, გულრიფშის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს აფხაზეთის კავკასიონის მთავარ ქედზე. სიმაღლე 3806 მ. აგებულია პალეოზოური გრანიტოიდებით. დამახასიათებელია გლაციალურ-ნივალური ლანდშაფტი. მარუხის აღმოსავლეთით აღმართულია მცირე მარუხის მწვერვალი (3550 მ). გზა ადის მდინარე ჩხალთის ხეობიდან (სამხრეთ მხარეს) და მდინარე მარუხის ხეობიდან (ჩრდილოეთ მხარეს).
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- უთმელიძე მ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 463.