მარუშიანები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

მარუშიანები (მარუშისძენი) — დასავლეთ საქართველოს წარჩინებული ფეოდალური საგვარეულო X-XI საუკუნეებში. ამ საგვარეულოს ეკუთვნოდა როგორც ჩანს, ქართლის ერისთავი 970-იან წლებში ივანე მარუშისძე (როგორც მარუში-ან-ი, ისე მარუშის ძე ნაწარმოებია კაცის სახელისაგან — მარუში). მარუშიანთა საგვარეულოდან წარმოიქმნა დასავლეთ საქართველოს დიდი საგვარეულოები: ვარდანისძენი და დადიანები. ამის შემდეგ მარუშიანი, როგორც სახელი, დარჩა ვარდანისძეთა გვარში. ცნობილია 2 მარუშიან ვარდანისძე: XII საუკუნის 80-იან წლებში და XIII-XIV საუკუნეების მიჯნაზე (სახელი მარუშიანი XIII-XIV საუკუნეებში გვხვდება დასავლეთ საქართველოს სხვა საგვარეულოებშიც: აფაქისძეებში, ფალქოზისძეებში და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • შოშიაშვილი ნ., ქსე, ტ. 6, გვ. 463, თბ., 1983