მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარტყოფის გეოგრაფიული სტაციონარი
აბრევიატურა მგს
შეიქმნა 1965 წლის 19 მაისი
სტატუსი მოქმედი
ტიპი სასწავლო სამეცნიერო კვლევითი ცენტრი
მდებარეობა მარტყოფი
ენა ქართული

მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარითბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სასწავლო სამეცნიერო კვლევითი ბაზა. დაარსდა 1965 წელს 19 მაისს დოცენტი მელიტონ სანებლიძის ინიციატივით. მარტყოფის გეოგრაფიული სტაციონარი სასწავლო-სამეცნიერო ცენტრი მდებარეობს თბილისიდან 30 კილომეტრზე სოფელ მარტყოფის მიდამოებში — იმ ადგილზე სადაც თავმოყრილია აღმოსავლეთ საქართველოს თითქმის ყველა ლანდშაფტი. ამიტომ ეს ტერიტორია უნიკალურია, როგორც სტუდენტებისათვის პრაქტიკის ჩასატარებლად, ასევე სამეცნიერო-კვლევითი მუშაობისათვის. მარტყოფის სტაციონარზე ყოველწლიურად ივნისში პრაქტიკას გადიოდნენ თსუ-ს გეოგრაფიის სპეციალობის მეორე კურსის 80 სტუდენტი, ივლის-აგვისტოში კი თსუ-ს სოხუმის ფილიალის — 25, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის — 25 და თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტის — 15 სტუდენტი. ამის გარდა, მაისში ტარდება გაზაფხულის პრაქტიკა გარემოს დინამიკაში — 25 ბაკალავრი და მაგისტრანტი. ოქტომბერსა და იანვარში კი შემოდგომის და ზამთრის პრაქტიკა გეოგრაფ-მაგისტრებისათვის თარდებოდა.

მარტყოფის სტაციონარზე მიმდენარეობდა სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოები, რომელიც დაკავშირებულია ლანდშაფტების გრძელვადიანი მდგომარეობების შესწავლასთან. ასევე სპეციალური დაკვირვები მიმდენარეობდა იმაზე, თუ როგორ იცვლება ბუნება სტაციონარის მიდამოებში ადამიანის ზეგავლენის შედეგად. 2005 წლიდან 2012 წლამდე მარტყოფის სტაციონარი ჩართული იყო საერთაშორისო გეოგრაფიული კავშირის პროექტში: Geographical perspectives on sustainable development: Networking local area partnerships with teachers and young scientists, საიტზე celio-igu.educ.utas.edu.au. ამ პროექტის მთავარი მიზანია მოამზადოს სტუდენტები და მასწავლებლები მდგრადი განვითარების გეოგრაფიულ ასპექტებში. ამგვარად მარტყოფის სტაციანარი ერთ-ერთია მსოფლიოს ამ ქსელის 9 ცენტრიდან იყო. ამაში დიდი დამსახურება (მისი ინიციატივით) ეკუთვნის პროფესორ ნიკოლოზ ბერუჩაშვილს. დღეს, მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარის სტრუქტურა შეიცვალა.

მარტყოფის სტაციონარის მონაცემების საფუძველზე გამოქვეყნებულია 100-ზე მეტი სამეცნიერო სტატია, 7 სამეცნიერო კრებული, დაკვირვებების და კვლევების 5 ბიულეტენი და 1 დამხმარე სახელმძღვანელო ლანდშაფტური პრაქტიკა მარტყოფის სტსაციონარზე, 1993. სხვადასხვა დროს მარტყოფის სტაციონარზე მუშაობდა 30 თანამშრომელი. მათ შორის 3-მა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია (ნ. ბერუჩაშვილი, ე. ყვავაძე, გ. გოგიჩაიშვილი) და 7-მა საკანდიდატო დისერტაცია.

ნიკოლოზ ბერუჩაშვილის ხელმძღვანელობით, 1970-2005 წლებში მარტყოფის ფიზიკურ-გეოგრაფიული სტაციონარზე პრაქტიკა გაიარა: საქართველოდან — 2500-ზე მეტმა სტუდენტმა, ყოფილი საბჭოთა კავშირიდან — 450 სტუდენტმა, შორეული უცხოეთიდან — 90 სტუდენტმა.

უცხოეთიდან პრაქტიკა გაიარეს[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გეოგრაფ-მეცნიერები
რცხ. მეცნიერი ორგანიზაცია/თანამდებობა ქვეყანა
1 მილან კონეჩნი მსოფლიო კარტოგრაფიული ასოციაციის პრეზიდენტი ჩეხეთის დროშა
2 ოტო ბაუმე მიუნხენის გეოგრაფიის ინსტიტუტის დირექტორი გერმანიის დროშა
3 ანდრეი კუშლინი მსოფლიო ბანკის მთავარი ექსპერტი სატყეო პრობლემებში აშშ-ის დროშა
4 ხოსე მარტინესი ჰავანის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი კუბის დროშა
5 კირილ ჩისტიაკოვი სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი რუსეთის დროშა
6 ბორის ტკაჩოვი ტომსკის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი რუსეთის დროშა
7 აშოტ ხოეციანი ერევნის უნივერსიტეტის გეოგრაფიის ფაკულტეტის დეკანი სომხეთის დროშა
8 ჰაინო მეესენი ბერნის უნივერსიტეტის გეოგრაფიის კათედრის გამგე შვეიცარიის დროშა
9 მარი კლერ ჟეჟერი გრენობლის უნივერსიტეტის ლაბორატორიის გამგე საფრანგეთის დროშა
10 ვიტალი ბრატკოვი სტავროპოლის უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის და ეკოლოგიის კათედრის გამგე რუსეთის დროშა
11 ანატოლი მელნიკი ლვოვის უნივერსიტეტის ფიზიკური გეოგრაფიის კათედრის გამგე უკრაინის დროშა
12 გრიგორი ისაჩენკო სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ლანდშაფტური ლაბორატორიის გამგე რუსეთის დროშა
13 მარინა ფროლოვა სალამანკის უნივერსიტეტის ლანდშაფტური ლაბორატორიის გამგე ესპანეთის დროშა
14 ნიკოლა ტოდოროვი სოფიის უნივერსიტეტის ლანდშაფტური ლაბორატორიის გამგე ბულგარეთის დროშა
15 ვიტალი ხალატოვი მოსკოვის გეოგრაფიის ინსტიტუტის მეცნიერ-მუშაკი რუსეთის დროშა

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]