მარტორქისებრნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მარტორქა)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
მარტორქისებრნი
თეთრი მარტორქა თბილისის ზოოპარკში
თეთრი მარტორქა თბილისის ზოოპარკში
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო: ცხოველები
ტიპი: ქორდიანები
კლასი: ძუძუმწოვრები
რიგი: კენტჩლიქოსნები
ოჯახი: მარტორქისებრნი
ლათინური სახელი
Rhinocerotidae

მარტორქისებრნი (ლათ. Rhinocerotidae) — ძუძუმწოვრების ოჯახი კენტჩლიქოსნების რიგისა. მათი სხეულის სიგრძე 2,5-4 მ, სიმაღლე — 1-2 მ, მასა — 3 ტ (და მეტსად) აღწევს, აქვთ სქელი კანი, ცხვირზე 1 ან 2 რქა, მოკლე კისერი, მოკლე და სამთითიანი ფეხები. ფერად მუქი რუხია. მხედველობა სუსტი აქვთ, სმენა და ყნოსვა — კარგი. მოკლე მანძილზე გარბიან 40-45 კმ/სთ სისწრაფით. იკვებებიან მცენარეულობით. მაკეობა 17-18 თვემდე გრძელდება. შობენ თითო ნაშიერს, რომლის მასა 20-25 კგ. ცოცხლობენ 70 წლამდე. ზოგან მარტორქისებრთა ხორცს ჭამენ. გავრცელებული არიან აფრიკასა და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიაში. მარტორქისებრნის რაოდენობა ყველგან შემცირებულია და მათ იცავენ. ცნობილია 5 სახეობა, რომელთა შორის აღსანიშნავია ინდური მარტორქა (Rhinoceros unicornis), რომელიც გავრცელებულია აღმოსავლეთ ინდოეთსა და ნეპალში; თეთრი მარტორქა (Diceros simum), რომელიც ყველაზე დიდია მარტორქისებრთა შორის და აღმოსავლეთ და სამხრეთ აფრიკაში გვხვდება; შავი მარტორქა (Diceros bicornis), რომელიც ბინადრობს აღმოსავლეთ და ცენტრალურ აფრიკაში. მარტორქისებრნი ხშირად ჰყავთ ზოოპარკებში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]