შინაარსზე გადასვლა

მარტოობის ასი წელიწადი (სერიალი)

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„მარტოობის ასი წელიწადი“
ჟანრი მაგიური რეალიზმი
რეჟისორი ალექს გარსია ლოპესი, ლაურა მორა
პროდიუსერი ხოსეპ ამოროსი
სცენარის ავტორი ხოსე რივერა, ნატალია სანტა, კამილა ბრუგესი, ალბატროს გონსალესი, მარია კამილა არიასი
ეფუძნება გაბრიელ გარსია მარკესის „მარტოობის ასი წელიწადი“
ტექსტს კითხულობს ხესუს რეიესი
როლებში

კლაუდიო კატანიო, დიეგო ვასკესი, მარლეიდა სოტო, ვინია მაჩადო, ლორენ სოფია, ხანერ ვილარეალი, აკიმა, მორენო ბორხა

რუჯერო პასკვარელი
კომპოზიტორი კამილო სანაბრია, ხუანჩო ვალენსია
ოპერატორი პაულო პერესი, მარია სარასვატი ერერა
მონტაჟი ირენე ბლეკუა, მიგელ შვერდფინგერი
მწარმოებელი კომპანია Dynamo
დისტრიბუტორი Netflix
გამოსვლის თარიღი 11 დეკემბერი 2024 – დღემდე
ხანგრძლივობა 59-68 წუთი
ქვეყანა კოლუმბია
ენა ესპანური

მარტოობის ასი წელიწადი (ესპ. Cien años de soledad) — კოლუმბიური სატელევიზიო სერიალი, რომელიც დაფუძნებულია გაბრიელ გარსია მარკესის 1967 წლის ამავე სახელწოდების რომანზე. სერიალი შედგება 16 ეპიზოდისგან. Netflix-ზე პირველი რვა ეპიზოდი 2024 წლის 11 დეკემბერს გამოვიდა.[1]

„მარტოობის ასი წელი“ - საგამოფენო სტენდი
  • დიეგო ვასკესი - ხოსე არკადიო ბუენდიას როლში
  • მარკო ანტონიო გონსალესი ოსპინა - ახალგაზრდა ხოსე არკადიო ბუენდიას როლში
  • მარლეიდა სოტო - ურსულა იგუარანის როლში
  • სუსანა მორალესი კანიასი - ახალგაზრდა ურსულას როლში
  • ედგარ ვიტორინო - ხოსე არკადიოს როლში
  • ტიაგო პადილია - ბავშვი ხოსე არკადიოს როლში
  • ანდრიუს ლეონარდო სოტო - თინეიჯერი ხოსე არკადიოს როლში
  • კლაუდიო კატანიო - პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას როლში
  • ხერონიმო ეჩევერია მონსალვე - ბავშვი აურელიანოს როლში
  • ხერონიმო ბარონ ლიენცოვა - მოზარდი აურელიანოს როლში
  • სანტი ვასკესი - თინეიჯერი აურელიანოს როლში
  • ლორენ სოფია - ამარანტას როლში
  • ლუნა რუისი ხიმენესი - ახალგაზრდა ამარანტას როლში
  • აკიმა - რებეკას როლში
  • ნიკოლ მონტენეგრო სანჩესი - ახალგაზრდა რებეკას როლში
  • ხანერ ვილარეალი - არკადიოს როლში
  • ხუან ედუარდო ფლორიდო - ახალგაზრდა არკადიოს როლში
  • ვინია მაჩადო - პილარ ტერნერას როლში
  • მორენო ბორხა - მელკიადესის როლში
  • რუჯერო პასკვარელი - პიეტრო კრესპის როლში
  • ჰელბერ სეპულვედა ესკობარი - პრუდენციო აგილარის როლში
  • ხაირო კამარგო - აპოლინარ მოსკოტეს როლში
  • ჟაკლინ არენალი - ლეონორ მოსკოტეს როლში
  • კრისტალ აპარისიო - რემედიოს მოსკოტეს როლში
  • ელა ბეკერა - პეტრონილას როლში
  • სალვადორ დელ სოლარი - გენერალ მონკადას როლში
კლაუდიო კატანიო - პოლკოვნიკ აურელიანო ბუენდიას როლის შემსრულებელი
დიეგო ვასკესი - ხოსე არკადიო ბუენდიას როლის შემსრულებელი
ვინია მაჩადო - პილარ ტერნერას როლის შემსრულებელი

2019 წლის მარტში Netflix-მა „მარტოობის ასი წელიწადის“ უფლებები შეიძინა.[2] აღსანიშნავია, 2014 წელს ავტორმა, გაბრიელ გარსია მარკესმა, გარდაცვალებამდე უარი განაცხადა რომანის უფლებების გაყიდვაზე, რადგან მას არ სჯეროდა, რომ მხატვრული ფილმის დროის შეზღუდვები საკმარისი იქნებოდა რომანის ადაპტაციისთვის.[3][4] საბოლოოდ, სერიალი გადაიღეს გაბრიელ გარსია მარკესის ოჯახის მხარდაჭერით. მათ მოითხოვეს, რომ სერიალი გადაეღოთ კოლუმბიაში, ესპანურ ენაზე კოლუმბიელი მსახიობების მონაწილეობით.[5] პროდიუსერებმა მოიძიეს გადაღებებისთვის რამდენიმე ლოკაცია, მათ შორის კალი, ვილიავისენსიო, ხირარდოტი, სანტა-მარტა და ბარანკილია.[6]

ვიკიციტატა
„როგორც კინორეჟისორისთვის და როგორც კოლუმბიელისთვის, ეს იყო პატივი და უზარმაზარი გამოწვევა. ყოველთვის ვცდილობდი, გამეგო განსხვავება ლიტერატურულ და აუდიოვიზუალურ ენას შორის. უნდა შემძლებოდა, მშვენიერების, პოეზიისა და სიღრმის მქონე სურათების შექმნა ისეთი ნაწარმოებისა, რომელმაც მთელ მსოფლიოზე იქონია გავლენა. ეს გავაკეთეთ რომანის მიმართ სიყვარულითა და პატივისცემის გრძნობით — რეჟისორი ლაურა მორა[7]

მსახიობების შერჩევა

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2022 წელს ჩატარდა ღია კასტინგი.[8] კასტინგის ჯგუფს უნდა აერჩია 25 მსახიობი მთავარი როლის შესრულებისათვის. მათ 10 000-ზე მეტი კანდიდატი ნახეს.[9] საბოლოოდ, არჩეული მსახიობების მხოლოდ 30% იყო პროფესიონალი.[10]

სერიალის პირველი ნაწილის გადაღება მიმდინარეობდა 2023 წლის მაისიდან დეკემბრამდე..[11] სერიალი მთლიანად კოლუმბიაშია გადაღებული, კერძოდ, ლა გუახირაში, მაგდალენაში, სესარში, კუნდინამარკასა და ტოლიმაში.[12][13] მაკონდოს ფიქციური ქალაქი აშენდა ალვარადოს მახლობლად 1,100 ადამიანის მიერ.[14] აღსანიშნავია, დროის მსვლელობის გამოსახვისათვის ქალაქის ოთხი ვერსია აშენდა.[11] პროდიუსერებმა ადგილობრივი ანტიკვარიატებიდან შეიძინეს ავეჯი. გარდა ამისა, და ადგილობრივმა ხელოსნებმა დეკორაციებისთვის ქსოვილები და ხელნაკეთობები დაამზადეს.[9] გადაღებას 600 ადამიანისაგან შემდგარი ჯგუფი კურიებდა. თითოეული მათგანი კოლუმბიიდან იყო.[15]

Netflix-ის განცხადებით, სერიალის წარმოებამ კოლუმბიის ეკონომიკისთვის 225 მილიარდი კოლუმბიური პესო (51.8 მილიონი აშშ დოლარი) მოიტანა.[16]

სერიალის მეორე ნაწილზე მუშაობა დაიწყო 2025 წლის თებერვალში.[17]

  1. Hudspeth, Christopher. (November 25, 2024) Everything You Need to Know About One Hundred Years of Solitude. Netflix.
  2. Spangler, Todd. (6 March 2019) Netflix to Adapt Gabriel García Márquez's 'One Hundred Years of Solitude' as Series. ციტირების თარიღი: 8 October 2024
  3. White, Peter. (6 March 2019) Netflix To Adapt Gabriel García Márquez's Literary Classic 'One Hundred Years of Solitude' Into Spanish-Language Series. ციტირების თარიღი: 8 October 2024
  4. Paternostro, Silvana. (22 May 2024) Bringing 'One Hundred Years of Solitude' to the Screen Took Decades—Here's Why. ციტირების თარიღი: 13 October 2024
  5. Machado, Yolanda (18 September 2024). 'One Hundred Years of Solitude' director discusses 'daunting task' of adapting the novel“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 8 October 2024.
  6. Guzmán, Julio César. (15 April 2024) Vea en imágenes el Macondo que Netflix construyó para 'Cien años de soledad' es. ციტირების თარიღი: 13 October 2024
  7. Franco, Maria Camila (8 October 2024). „One Hundred Years of Solitude premieres on December 11“ (პრეს-რელიზი). Netflix. ციტირების თარიღი: 4 December 2024.
  8. 'Cien años de soledad' tendrá serie en Netflix y el casting comenzó en el Caribe es (29 June 2022). ციტირების თარიღი: 13 October 2024
  9. 9.0 9.1 Clarke, Stewart. (18 October 2024) '100 Years Of Solitude' Images Give A Peek Into Netflix's Upcoming Adaptation Of The Gabriel García Márquez Classic. ციტირების თარიღი: 18 October 2024
  10. Vicencio, Miguel. (17 April 2024) Guía COMPLETA del reparto y personajes de la serie de Cien años de soledad es. ციტირების თარიღი: 13 October 2024
  11. 11.0 11.1 Kay, Jeremy. (7 September 2024) Why using Colombian talent was key for Netflix's adaption of 'One Hundred Years Of Solitude'. ციტირების თარიღი: 8 October 2024
  12. Rice, Lynette. (8 October 2024) '100 Years Of Solitude': Netflix Sets Premiere Date For Series Adaptation Of Gabriel García Marquez Novel. ციტირების თარიღი: 8 October 2024
  13. Holub, Christian (17 April 2024). 'One Hundred Years of Solitude' TV series gets first teaser trailer“. Entertainment Weekly. ციტირების თარიღი: 9 October 2024.
  14. Bergeson, Samantha. (17 April 2024) 'One Hundred Years of Solitude' Teaser: A Colombian Family Is Cursed After Discovering a Mythical Town. ციტირების თარიღი: 9 October 2024
  15. Lodderhose, Diana. (11 December 2024) International Disruptors: Director Alex García López Talks Pressure Of Bringing 'One Hundred Years Of Solitude' Adaptation To Screen & The Importance Of Showing Latin American Stories In A Different Light. ციტირების თარიღი: 11 December 2024
  16. Clarke, Stewart. (13 December 2024) Netflix Says Shooting 'One Hundred Years Of Solitude' Series In Colombia Delivered A $52 Million Boost To The Country's Economy. ციტირების თარიღი: 14 December 2024
  17. Keates, Emma. (11 February 2025) Netflix's One Hundred Years Of Solitude back in Macondo to film part 2. ციტირების თარიღი: 16 March 2025