მარტოკბილასებრნი
| მარტოკბილასებრნი | |||||||||||||||
|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
|
მარტოკბილა | |||||||||||||||
|
თეთრი ვეშაპი | |||||||||||||||
| მეცნიერული კლასიფიკაცია | |||||||||||||||
| |||||||||||||||
| ლათინური სახელი | |||||||||||||||
| Monodontidae (J. E. Gray, 1821) | |||||||||||||||
| |||||||||||||||
მარტოკბილასებრნი,[1] ნარვალისებრნი[1] (ლათ. Monodontidae) — ზღვის ძუძუმწოვართა ოჯახი ვეშაპისნაირთა რიგისა. აერთიანებს ორ თანამედროვე სახეობას: მარტოკბილას ანუ ნარვალს (Monodon monoceros) და თეთრ ვეშაპს (Delphinapterus leucas). აქვთ მაღალი და მომრგვალებული შუბლი, არ გააჩნიათ ზურგის ფარფლი, ფარფლ-თათები მოკლე და მომრგვალებულია, კუდის ფარფლი უკანა კიდეზე ამოკვეთილი. თეთრ ვეშაპს თითო ყბაზე 8–10 კბილი აქვს, მარტოკბილას კი სულ ორი (ზედა ყბაზე), მამრს ერთი (თითქმის ყოველთვის მარცხენა) და იშვიათად ორივე კბილი შეიძლება წინ გამოეზარდოს სპირალური ეშვის სახით, რომლის სიგრძე 2,5 მეტრამდე აღწევს. მარტოკბილა რუხი ფერისაა შავი ლაქებით, ზრდასრული თეთრი ვეშაპი კი სრულად თეთრი ან მოთეთროა. ორივე სახეობის ზრდასრული ინდივიდის სიგრძე დაახლოებით 6 მეტრს აღწევს. იკვებებიან ფსკერის და პელაგიური თევზებით, ასევე კიბოსნაირებით. გავრცელებული არიან არქტიკის წყლებში, შედიან ჩრდილოეთის პოლარული წრის შიგნით მდებარე დიდ მდინარეებში.[2]
ტაქსონომია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ოჯახი Monodontidae, მარტოკბილასებრნი
- გვარი †Haborodelphis
- Haborodelphis japonicus
- გვარი † Denebola
- Denebola brachycephala
- ქვეოჯახი Delphinapterinae
- გვარი Delphinapterus
- Delphinapterus leucas, თეთრი ვეშაპი
- გვარი †Casatia
- Casatia thermophila
- გვარი Delphinapterus
- ქვეოჯახი Monodontinae
- გვარი † Bohaskaia[3]
- Bohaskaia monodontoides
- გვარი Monodon
- Monodon monoceros, მარტოკბილა
- გვარი † Bohaskaia[3]
- გვარი †Haborodelphis
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ 1.0 1.1 Monodontidae — ინგლისურ-ქართული ბიოლოგიური ლექსიკონი.
- ↑ Allaby, Michael (2020) A dictionary of zoology, 5th ed., Oxford: Oxford university press. ISBN 9780198845089.
- ↑ Jorge Vélez-Juarbe & Nicholas D. Pyenson (2012). „Bohaskaia monodontoides, a new monodontid (Cetacea, Odontoceti, Delphinoidea) from the Pliocene of the western North Atlantic Ocean“. Journal of Vertebrate Paleontology. 32 (2): 476–484. Bibcode:2012JVPal..32..476V. doi:10.1080/02724634.2012.641705. S2CID 55606151.