შინაარსზე გადასვლა

მარტი 2005

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან მარტი, 2005)
<< მარტი >>
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვი
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
2005

2005 წლის მოვლენები:

იანვარი | თებერვალი | მარტი | აპრილი | მაისი | ივნისი | ივლისი | აგვისტო | სექტემბერი | ოქტომბერი | ნოემბერი | დეკემბერი

  • 1 მარტი - საქართველო ახალი სარკინიგზო ხაზის გახსნას გეგმავს. შპს "საქართველოს რკინიგზის", თურქეთისა და აზერბაიჯანის რკინიგზების წარმომადგენლებმა წინასწარ შეთანხმებას მოაწერეს ხელი. პირველ ეტაპზე ყარსი-ახალქალაქის მონაკვეთზე ახალი სარკინიგზო ხაზის მშენებლობა დაიგეგმა.
  • 2 მარტი
    • ბათუმში საპატრულო პოლიციის თანამშრომლები პროტესტის ნიშნად ხელფასს არ იღებენ. მათი პროტესტის მიზეზი შემცირებული ხელფასი გახდა.
    • სახელმწიფო მინისტრი კონფლიქტების მოგვარების საკითხებში გიორგი ხაინდრავა ყოვლად დაუშვებლად მიიჩნევს სამხრეთ ოსეთის დე-ფაქტო ხელისუფლების მოთხოვნით ცხინვალიდან ეუთოს ადგილობრივ ოფისის ხელმძღვანელის განჩო განჩევის გაწვევასა და კონფლიქტის ზონის ავტორიტეტული საერთაშორისო დამკვირვებლის გარეშე დატოვებას.
  • 3 მარტი
    • ცნობილი რუსი ბიზნესმენი, ბორის ბერეზოვსკი, რომელიც ლონდონში ცხოვრობს და ბრიტანეთში პოლიტიკური თავშესაფრით სარგებლობს, ერთი დღით თბილისს სტუმრობდა.
    • პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი თავის რუს კოლეგას, ვლადიმირ პუტინს საქართველოს საქმეებში ჩარევაში ადანაშაულებს. "პუტინს სურს შეწყვიტოს ეუთოს მონიტორინგი რუსეთ-საქართველოს საზღვრის ჩეჩნეთის მონაკვეთზე. არ ასრულებს ხელშეკრულებას, რომელიც რუსეთს საქართველოდან რუსული სამხედრო ბაზების გაყვანას ავალდებულებს.
    • შსს-ს ინიციატივით, ავტობუსებისა და მიკროვატობუსებისთვის დაწესებული მოძრაობის მაქსიმალური სიჩქარე 10 კილომეტრ საათით მცირდება და 90 ნაცვლად, 80 კმ-სთ იქნება. ამგვარი გადაწყვეტილება სიჩქარის გადაჭარბებით გამოწვეულმა ავტოსაგზაო შემთხვევების მატებამ გამოიწვია.
  • 4 მარტი - ბაქოში სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი, რომელიც აზერბაიჯანის პრეზიდენტს ილჰამ ალიევს შეხვდა. აზერბაიჯანის პრეზიდენტის თქმით, საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა დღითიდღე ღრმავდება და ორივე ქვეყანამ ეს შესაბამისად უნდა გამოიყენოს.
  • 5 მარტი
    • სტალინის გარდაცვალებიდან 52 წლისთავი გორელმა კომუნისტებმა იოსებ ჯუღაშვილის სახლ-მუზეუმთან სამგლოვიარო მიტინგით აღნიშნეს. 30-მდე გორელი კომუნისტი მუზეუმთან დილიდან შეიკრიბა.
    • საქართველოს პრეზიდენტი ოფიციალური ვიზიტით იტალიის რესპუბლიკაში იმყოფებოდა.
  • 7 მარტი
    • საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ცნობილი აზერბაიჯანელი კინორეჟისორი, კულტურის მინისტრის მოადგილე, ევროპის კინოაკადემიის წევრი ვაგიფ მუსტაფაევი ღირსების ორდენით დააჯილდოვა.
    • საქართველოს ეროვნული გმირის ჟიული შარტავას დაბადების დღესთან დაკავშირებით, მრავალი ღონისძიება გაიმართა.
  • 9 მარტი
    • საქართველოს პრეზიდენტმა პრეს-სპიკერად გამოცდილი პროფესიონალი გელა ჩარკვიანი დანიშნა.
    • უკრაინის უმაღლესმა აკადემიურმა საბჭომ საქართველოს პრეზიდენტი წლის ადამიანად დაასახელა და მას 12 მარტს ჯილდოდ სკულპტურული კომპოზიცია “პრომეთე- პრესტიჟსა” და საპატიო ორდენს გადასცემენ.
  • 12 მარტი - საქართველოს პრემიერ-მინისტრი ზურაბ ნოღაიდელი ოფიციალური ვიზიტით სომხეთს ეწვია.
  • 13 მარტი
    • გუდაურში ცნობილი საზოგადო მოღვაწის, გუდაურის სამთო–სათხილამურო ცენტრის დამაარსებლის სოლიკო ხაბეიშვილის ხსოვნისადმი მიძღვნილი ვეტერან სპორტსმენთა ტრადიციული შეჯიბრი ჩატარდა.
    • თბილისის აზია-აფრიკის ინსტიტუტსა და ბაღდადის უნივერსიტეტს შორის ახალი ხელშეკრულება გაფორმდა. კონტრაქტის საფუძველზე ბაღდადის უნივერსიტეტში ქართული კულტურის შემსწავლელი ცენტრი გაიხსნება.
  • 22 მარტი
    • პარლამენტმა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტზე რომან გოცირიძე ერთხმად, 134 ხმით დაამტკიცა, ხოლო მის ადგილზე, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის პოსტზე — ირაკლი კოვზანაძე.
    • სასტუმრო “ქორთიარდ მარიოტში” ხელი მოეწერა ახალი ბანკის დაფუძნების შესახებ ხელშეკრულებას. დამფუძნებლები ქართული “სილკ როუდ ჯგუფი” და ყაზახური ბანკი “ტურან ალემი” არიან.
    • დასრულდა საქართველოს პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის ვიზიტი უკრაინაში. მიხეილ სააკაშვილი უკრაინის პრემიერ მინისტრს იულია ტიმოშენკოსა და უკრაინის პრეზიდენტს ვიქტორ იუშენკოს შეხვდა.
  • 28 მარტი - კულტურის საქალაქო სამსახურის ინიციატივით, რუსთაველის პროსპექტზე ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის სამინისტროს კედელზე 1956 წელის 9 მარტს დაღუპულთა მემორიალური დაფა გაიხსნა.
  • 4 მარტი - მილიონერმა სტივ ფოსეტმა 67 საათში თვითმფრინავით შემოუფრინა დედამიწას.
  • 8 მარტი - ჩეჩნეთში ჩატარებული სპეცოპერაციის შემდეგ გამოცხადდა თვითგამოცხადებული იჩქერიის რესპუბლიკის პრეზიდენტის ასლან მასხადოვის გარდაცვალება.
  • 9 მარტი
  • 12 მარტი - თურქეთის სამხრეთ–აღმოსავლეთ ნაწილში 6 ბალიანი მიწისძვრა დაფიქსირდა. მიწისქვეშა ბიძგების ეპიცენტრი ბინგელის პროვინციაში ქალაქ კარლიოვის მახლობლად მდებარეობდა.
  • 15 მარტი
    • 11 ათასი წლის განმავლობაში პირველად კილიმანჯაროს მწვერვალზე თოვლის დნობის პროცესი დაფიქსირდა. სააგენტო სქაი ნიუსის ცნობით უდიდესი მთის თხემზე ყინულისა და თოვლის საფარი პრაქტიკულად მთლიანად გაქრა.
    • თავდასხმა მოხდა კოსოვოს პრეზიდენტ იბრაჰიმ რუგოვაზე. პოლიციის განცხადებით სამთავრობო ადმინისტრაციის შენობის წინ პრეზიდენტის ესკორტთან ახლოს ნაღმი აფეთქდა.
  • 20 მარტი
    • მთვარის კალენდრით მუსლიმანები ახალ წელს აღნიშნავენ.
    • კათოლიკური სამყარო ბზობას აღნიშნავს. ამ დღესთან დაკავშირებით, ვატიკანში წმინდა პეტრეს ტაძართან პალმის რტოებით ხელში ათასობით მორწუნე შეიკრიბა.
  • 21 მარტი - გაეროს გენერალური მდივანი უშიშროების საბჭოს რეფორმირების ინიციატივით გამოდის.
  • 23 მარტი - ამერიკელმა ასტროლოგებმა ორი ახალი პლანეტა აღმოაჩინეს. დღემდე უცნობი ობიექტები მზის სისტემის მიღმა ტელესკოპმა “სპიცერმა” დააფიქსირა.
  • 24 მარტი
    • ყირგიზეთის რევოლუცია გადამწყვეტ ფაზაში შევიდა: ბიშკეკში დაიწყო შეირაღებული უწესრიგობები, დარბევები, მაროდიორობა. პრეზიდენტმა ასკარ აკაევმა დატოვა ქვეყნის ტერიტორია.
    • კათოლიკური სამყარო დღეს ქრისტეს აღდგომას ზეიმობს.

ვიკიპედიის სიახლენი

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • 1 მარტი – ქართული ვიკიპედიაში 100 სტატიაა.
  • 15 მარტი – ქართული ვიკიპედიაში 200 სტატიაა.
  • 18 მარტი - ინგლისურ ვიკიპედიაში 500 ათასი სტატიაა.
  • 26 მარტი – ქართული ვიკიპედიაში 300 სტატიაა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მარტი_2005“-დან