მარტიო

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარტიო

მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  სოკოები
განყოფილება:  ბაზიდიუმიანი სოკოები
კლასი:  აგარიკომიცეტები
რიგი:  ფირფიტოვანნი
ოჯახი:  ჰიდნანგიუმისებრნი
გვარი:  Laccaria
სახეობა:  მარტიო
ლათინური სახელი
Laccaria laccata, (Scop.) Cooke

მარტიო (ლათ. Laccaria laccata) — საჭმელი სოკოს სახეობა ჰიდნანგიუმისებრთა ოჯახისა, რომელიც გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. იზრდება ნესტიან ნიადაგზე წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში, ზაფხულ შემოდგომით.

სოკო პირველად აღწერა ავსტრიელმა ბუნებისმეტყველმა ჯოვანი ანტონიო სკოპოლიმ 1772 წელს როგორც Agaricus laccatus.[1] მიმდინარე ბინომიალური სახელწოდება მიანიჭა ინგლისელმა ბოტანიკოსმა და მიკოლოგმა მორდეკაი კუბიტ კუკმა 1884 წელს.

სამეცნიერო სინონიმები

  • Agaricus janthinus Batsch (1783)
  • Agaricus amethysteus Bull. (1785)
  • Omphalia rosella (Batsch) Gray (1821)
  • Clitocybe laccata (Scop.) P.Kumm. (1871)
  • Collybia laccata Quél. (1888)
  • Laccaria affinis (Singer) Bon (1983)

აღწერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ქუდის დიამეტრი 6 სმ-მდე აღწევს. თავდაპირველად ამობურცულია, შემდეგ — გაშლილი, შუაში ჩაღრმავებული, ტიტველი ან წვრილბოჭკოვანი ზედაპირით, მოწითალო-ვარდისფერი ან მოყვითალო-წითური, გაშრობისას უფერულდება.

ჰიმენოფორი ფირფიტოვანი, ფირფიტები სქელი, განიერი, მეჩხერი, ფეხთან შეზრდილი ან სუსტად დაღმავალი მასზე, ხორცისფერი თეთრი ნაფიფქით.

ფეხის სიგრძე — 3-10 სმ, სისქე — 0,2-1 სმ, თანაბარია, მოგრეხილი, ბოჭკოვანი ზედაპირით, ძირში თეთრფიფქოვანია, ქუდისფერი.

რბილობი — ქუდისფერი.

სპორები — სფეროსებრი, ხორკლიანი ზედაპირით, 8-11 მკმ.

მსგავსი სახეობები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელება და ეკოლოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

გავრცელებულია ჩრდილოეთ ნახევარსფეროს ზომიერ სარტყლებში. იზრდება ნესტიან ნიადაგზე წიწვოვან და ფოთლოვან ტყეებში. მიკორიზას ქმნის ფიჭვთან, წიფელთან, არყთან და სხვ.

სეზონი — ზაფხულიდან შემოდგომამდე.

გალერეა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ნახუცრიშვილი ივ., საქართველოს სოკოები / რედ. და თანაავტ. არჩ. ღიბრაძე, თბ.: „ბუნება პრინტი“ და საქართველოს ბუნების შენარჩუნების ცენტრი, 2006. — გვ. 91, ISBN 99940-856-1-1.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Scopoli, Giovanni Antonio (1772). Flora Carniolica, 2, გვ. 444.