შინაარსზე გადასვლა

მარტინ ოდერსკი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარტინ ოდერსკი
დაბადების თარიღი 5 სექტემბერი, 1958
ლოზანა
მოქალაქეობა გერმანია
განათლება მიუნხენის ლუდვიგ მაქსიმილიანის უნივერსიტეტი, ციურიხის ფედერალური ტექნიკური უნივერსიტეტი (ETH Zurich)
ალმა-მატერი ციურიხის შვეიცარიის უმაღლესი ტექნოლოგიური სკოლა
საქმიანობა პროგრამული ენების შემქმნელი
ცნობილია როგორც Generic Java, Scala, MOOC

მარტინ ოდერსკი (დ. 1958 წლის 5 სექტემბერი) - გერმანელი[1] კომპიუტერული მეცნიერების სპეციალისტი და პროგრამირების მეთოდების პროფესორი შვეიცარიაში, ლოზანის ფედერალურ პოლიტექნიკურ სკოლაში. ის სპეციალიზირდება კოდის ანალიზსა და პროგრამირების ენებში. მან ხელმძღვანელობა გაუწია Scala-ს[2][3] და Generic Java-ს (და მანამდე Pizza-ს[4]) შექმნას.

1989 წელს მან დაიცვა დოქტორატი ციურიხის ტექნიკურ უნივერსიტეტში (ETH Zurich), ნიკლაუს ვირთის ხელმძღვანელობით, რომელიც ცნობილი არის როგორც რამდენიმე პროგრამირების ენის, მათ შორის Pascal-ის შემქმნელი. დოქტორანტურის შემდეგ მან მუშაობა გააგრძელა IBM-ში და იელის უნივერსიტეტში.

1997 წელს მან შექმნა GJ კომპილატორი,[5][6][7] რომლის საფუძველზეც შემდეგ შეიქმნა javac — Java-ს ოფიციალური კომპილატორი.[8]

2001 წელს მან და მისმა კოლეგებმა დაიწყეს მუშაობა Scala-ზე, რომლის პირველი საჯარო ვერსია გამოვიდა 2004 წელს.[5]

2007 წელს ის აირჩიეს კომპიუტერული ტექნიკის ასოციაციის (Association for Computing Machinery) წევრად.

2011 წლის 12 მაისს ოდერსკიმ და მისმა კოლეგებმა დააარსეს Typesafe Inc. (2016 წლის თებერვლიდან სახელად Lightbend Inc.), კომპანია, რომელიც უზრუნველყოფს Scala-ს კომერციულ მხარდაჭერას, ტრენინგს და მომსახურებას.[3]

ის კითხულობს სამ ონლაინ კურსს Coursera-ს პლატფორმაზე: Functional Programming Principles in Scala, Functional Program Design in Scala და Programming Reactive Systems.[9][10][11]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Biographical notice on EPFL website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 21 აგვისტო 2018. ციტირების თარიღი: 28 May 2016.
  2. Artima Weblogs. EPFL (2006). ციტირების თარიღი: 22 May 2013.
  3. 1 2 Peter Delevett. (16 May 2011) Cloud computing pioneer Martin Odersky takes wraps off his new company Typesafe. San Jose-Mercury News. ციტირების თარიღი: 22 May 2013.
  4. Venners, Bill; Eckel, Bruce. Generics in C#, Java, and C++: A Conversation with Anders Hejlsberg, Part VII (26 January 2004). ციტირების თარიღი: 17 July 2016
  5. 1 2 Venners, Bill; Sommers, Frank. The Origins of Scala - A conversation with Martin Odersky, Part I (4 May 2009). ციტირების თარიღი: 12 February 2022
  6. Preface to the Third Edition Java Language Specification Book. ციტირების თარიღი: 22 February 2017.
  7. Naftalin, Maurice; Wadler, Philip (2007) Preface to the Java Generics and Collections Book. "O'Reilly Media, Inc.". ISBN 9780596527754. ციტირების თარიღი: 22 February 2017. 
  8. Biographical notice on Coursera website. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2 ოქტომბერი 2016. ციტირების თარიღი: 29 September 2016.
  9. Functional Programming Principles in Scala. ციტირების თარიღი: 10 July 2013.
  10. Functional Program Design in Scala. ციტირების თარიღი: 28 September 2016.
  11. Programming Reactive Systems. ციტირების თარიღი: 9 February 2021.