შინაარსზე გადასვლა

მარტინ მაზმანიანი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარტინ მაზმანიანი
დაბადების თარიღი 6 იანვარი, 1900
თბილისი
გარდაცვალების თარიღი 8 მაისი, 1987
დაკრძალულია ერევანი
მოქალაქეობა სსრკ
საქმიანობა კომპოზიტორი

მარტინ მაზმანიანი (დ. 6 იანვარი, 1900, თბილისი — გ. 8 მაისი, 1987) — სომეხი კომპოზიტორი.

1921-1925 წლებში სწავლობდა მოსკოვის კონსერვატორიაში, 1926-1930 წლებში თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში. არის სომხეთში კომპოზიტორთა კავშირის ერთ-ერთი დამაარსებელი; 1937-1943 წლებში იყო ერევნის ა. სპენდიაროვის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი, 1942-1949 წლებში ერევნის პ. ჩაიკოვსკის სახელობის მუსიკალური სასწავლებლის დირექტორი, 1950-1954 წლებში სომხეთის სახელმწიფო ფილარმონიის დერექტორი და სამხატვრო ხელმძღვანელი, 1962-1978 წლებში ერევნის კონსერვატორიის პედაგოგი; მისი თხზულებები: ოპერა "ჩუტიკ"("წიწილა"), 2 სიმფონიური პოემა, 2 საცეკვაო სიუიტა, კამერულ-ინსტრუმენტული, კამერულ-ვოკალური, საგუნდო ნაწარმოებები, რომანსები, სიმღერები, საბავშვო მუსიკა.

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 292

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]