მარტვილობა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ნავიგაციაზე გადასვლა ძიებაზე გადასვლა

მარტვილობა (იგივეა, რაც წამება) — ჰაგიოგრაფიის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი და უძველესი ჟანრი. ასახავს ქრისტიანობისათვის თავდადებული წმინდანების ცხოვრებასა და მათ მოწამეობრივ სიკვდილს. ამ ჟანრის თხზულება ემსახურებოდა ქრისტიანული სარწმუნოების განმტკიცებას.

ქართულ სინამდვილეში ქრისტიანობისათვის თავდადება ეროვნული თავისთავადობის გადარჩენისათვის ბრძოლას უდრიდა, ამიტომ ქართულ მარტვილობებში ეროვნული დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ისტორიაც აისახა (მაგ., „შუშანიკის წამება“, V საუკუნე; „ევსტათი მცხეთელის მარტვილობა“, VI საუკუნე; „აბო თბილელის წამება“, VII საუკუნე; „ქეთევან დედოფლის წამება“, XVIII საუკუნე და სხვა).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • გოგუაძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 458.
  • კეკელიძე კ., ეტიუდები ძველი ქართული ლიტერატურის ისტორიიდან, ტ. 5, თბ., 1957;
  • მისივე, ქართული ლიტერატურის ისტორია, ტ. 1, თბ., 1960;