შინაარსზე გადასვლა

მარტვილის სულგუნი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მარტვილის სულგუნისულგუნის ერთ-ერთი სახეობა, რომელსაც მარტვილის მუნიციპალიტეტის დასახლებებში საუკუნების განმავლობაში აწარმოებდნენ ძროხისა და კამეჩის რძის ნარევისგან. 1880-იანი წლებიდან ფოთის ნავსადგურიდან სულგუნი საზღვარგარეთაც გაჰქონდათ, სადაც ის მეტად ფასობდა მაღალი კვებითი ღირბულების გამო.

მარტვილის სულგუნი მდიდარია საგემოვნო თვისებებით, აქვს ნედლი რძისა და ნაღების სურნელი, ხასიათდება მაღალი ცხიმიანიბით და დიდხანს რჩება წვნიანი. ის ელასტიკური და ფენოვანია. ფენები ადვილად ცალკევდება. კამეჩის რძისგან დამზადებულ სულგუნს თეთრი ფერი აქვს, ხოლო ძროხის ან შერეული რძისგან დამზადებულ სულგუნს - მოყვითალო. მარტვილის სულგუნის საგემოვნო თვისებებზე ძირითადად საძოვრის ფლორა და ადგილობრივი ჯიშის ძროხის - მეგრული წითელის - რძის ხარისხი განსაზღვრავს. ეს ჯიში კარგად არის შეგუებული უბინაოდ შენახვისა და მთა-ბარობის მკაცრ პირობებს. პირუტყვი კარგად იტანს შორ მანძილზე გადარეკვას, მთის ალპურ საძოვრებამდე.