მარტა ლუსია რამირესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარტა ლუსია რამირესი
მარტა ლუსია რამირესი
კოლუმბიის ვიცე-პრეზიდენტი
ამჟამინდელი თანამდებობა
დაიკავა7 აგვისტო, 2018
პრეზიდენტი  ივან მარკეს დუკე
წინამორბედიოსკარ ნარახო

კოლუმბიის სენატის წევრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
20 ივლისი, 2006 – 18 თებერვალი, 2009

კოლუმბიის ეროვნული თავდაცვის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
7 აგვისტო, 2002 – 10 ნოემბერი, 2003
პრეზიდენტიალვარო ურიბე ველესი
წინამორბედიგუსტავ ბელი
მემკვიდრეხორხე ალბერტო ურიბე

კოლუმბიის ელჩი საფრანგეთში
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 თებერვალი, 2002 – 25 ივლისი, 2002
პრეზიდენტიანდრეს პასტრანა არანგო

კოლუმბიის ვაჭრობის, მრეწველობისა და ტურიზმის მინისტრი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
1 აგვისტო, 1998 – 15 ივნისი, 2002

დაბადებული4 ივლისი, 1954
ბოგოტა, კოლუმბია
მეუღლეალვარო რინკონი
შვილები1
რელიგიაკათოლიციზმი

მარტა ლუსია რამირესი (ესპ. Marta Lucia Ramirez[1]; დ. 4 ივლისი 1954, ბოგოტა) — კოლუმბიელი ადვოკატი, მწერალი და პოლიტიკოსი. ქვეყნის ვიცე-პრეზიდენტი 2018 წლიდან დღემდე. კოლუმბიის ვაჭრობის, მრეწველობისა და ტურიზმის მინისტრი (1998-2002 წწ.) კონსერვატორ ანდრეს პასტრანას მმართველობის დროს. კოლუმბიის ელჩი საფრანგეთში 2002 წლის 1 თებერვლიდან ამავე წლის 25 ივლისამდე. კოლუმბიის ეროვნული თავდაცვის მინისტრი 2002-2003 წლებში, ერთადერთი ქალი ამ თანამდებობაზე. 2006 წელს აირჩიეს კოლუმბიის სენატის წევრად ეროვნული ერთიანობის პარტიის რიგებიდან, მოგვიანებით წავიდა სენატიდან და პარტიიდან, რადგან გახდა ალვარო ურიბეს მესამე ვადით არჩევის მოწინააღმდეგე. 2009 წელს გაწევრიანდა კოლუმბიის კონსერვატიულ პარტიაში.

2014 წელს კონსერვატიული პარტიის რიგებიდან იყო პრეზიდენტობის კანდიდატი. პირველ ტურში მიიღო ხმების 15,52 % და დაიკავა მესამე ადგილი და ჩამორჩა მხოლოდ მეორე ტურში გასულ კოლუმბიის დემოკრატიული ცენტრის კანდიდატს ოსკარ სულუაგასა (რომელიც გახდა პირველი ტურის გამარჯვებული 29 %-ით) და ეროვნული ერთიანობის სოციალური პარტიის კანდიდატს ხუან მანუელ სანტოსს. მეორე ტურში მხარი დაუჭირა პირველი ტურის ლიდერ სულუაგას, მაგრამ იგი დამარცხდა და მეორე ტურში მიიღო ხმების მხოლოდ 44,98 %.

2017 წლის სექტემბერში ასევე განაცხადა, რომ აპირებდა კენჭისყრას 2018 წლის არჩევნებში. თუმცა ამჯერად კორუფციული სკანდალის გამო მიატოვა კონსერვატორთა პარტიის რიგები, რომელშიც მონაწილეობდა პარტიის რამდენიმე ლიდერი და არჩევნებში მონაწილეობა არ მიუღია. მხარი დაუჭირა ივან დუკე მარკესისა და მარტა ლუჩიას წყვილს. არჩევნების წინ მარტა ლუჩიამ და ყოფილმა პრეზიდენტმა ანდრეს პასტრანა არანგომ დაიმსახურეს პრეზიდენტ ხუან მანუელ სანტოსის კრიტიკა, რამაც გამოიწვია ვიცე-პრეზიდენტობის კანდიდატის შეცვლა. მარტა ლუსია რამირესი არჩევნებში ივან დუკე მარკესის მეწყვილე გახდა და გამარჯვების შემდეგ იკავებს ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობას[2].

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარტა ლუსია რამირესი დაიბადა 1954 წლის 4 ივლისს სიპაკირაში, კოლუმბია[3], ალვარო რამირეს სუარესისა და ალბა ბლანკო ვენტუროლის ოჯახში, ოთხ შვილს შორის ერთადერთი და უფროსი ქალიშვილი[3][4]. 1974 წელს ცოლად გაყვა ალვაროი რინკონს, კოლუმბიელ არქიტექტორს, რომელთანაც შეეძინა ერთი გოგო მარია ალეხანდრა[5]. დედის მხრიდან არის იტალიური წარმოშობის[6].

2002 წელს გახდა კოლუმბიის თავდაცვის სამინისტროს პირველი და ერთადერთი ქალი ხელმძღვანელი. იგი ლათინურ ამერიკაში მეორე ქალბატონია ამ პოზიციაზე, მანამდე მიშელ ბაჩელეტი (შემდეგში პრეზიდენტი) იყო ჩილეს თავდაცვის მინისტრი. საკუთარი ნებით გადადგა ერთი წლის შემდეგ. ამ თანამდებობაზე დანიშვნის დროს, კოლუმბიელები მას მიიჩნევდნენ ერთ-ერთ ყველაზე კარგად მომზადებულ სამთავრობო მოხელედ: ადრე მარტა ლუსია იყო საგარეო ვაჭრობის მინისტრი.

2002 წელს რამდენიმე თვის განმავლობაში ასრულებდა საფრანგეთში კოლუმბიის ელჩის მოვალეობას.

2006 წელს აირჩიეს კოლუმბიის სენატში, სადაც იგი გახდა საერთაშორისო საქმეებისა და თავდაცვის საკითხების კომიტეტის წევრი. სენატორობის დროს მიიღო კანონები კოლუმბიის კონკურენტუნარიანობის შესახებ, ასევე მეცნიერების ინოვაციებისა და ტექნოლოგიების კანონი. მოგვიანებით რამირესი გახდა ალვარო ურიბეს მესამე ვადით არჩევის მოწინააღმდეგე, ამის გამო, პროტესტის ნიშნად იგი წავიდა პარტიიდან და სენატიდან.

2018 წლის 17 ივნისს რამირესი ივან დუკე მარკესთან ერთად აირჩიეს ვიცე-პრეზიდენტად და გახდა პირველი ქალი აღნიშნულ თანამდებობაზე[2]. მოვალეობის შესრულებას შეუდგა 2018 წლის 7 აგვისტოდან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Cinco candidatos se disputaran la Presidencia de la Republica de Colombia. Colombia, National Civil Registry (2014). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-12-11. ციტირების თარიღი: 21 May 2014.
  2. 2.0 2.1 Colombia presidential election results: Meet Ivan Duque, the man who rose to power“, Newsweek, 2018-06-17. (en) 
  3. 3.0 3.1 Ortiz, María Paulina (17 May 2014) (Spanish). Marta Lucía Ramírez. Bogotá. ISSN 0121-9987. OCLC 28894254. http://www.eltiempo.com/politica/partidos-politicos/perfil-de-la-candidata-presidencial-marta-lucia-ramirez/14003241. წაკითხვის თარიღი: 21 May 2014.
  4. "Marta Lucía Ramírez, una mujer de 'armas tomar' que busca la Presidencia" (Spanish). El País (Cali, Valle del Cauca). 9 May 2014. ISSN 0124-891X. http://www.elpais.com.co/elpais/elecciones/noticias/marta-lucia-ramirez-mujer-armas-tomar-busca-presidencia. წაკითხვის თარიღი: 21 May 2014.
  5. "María Alejandra" (Spanish). Jet-Set (Bogotá). 2006. ISSN 0123-7918. http://www.jetset.com.co/quien-es-quien-en-el-jetset-y-la-farandula/galeria/marta-lucia-ramirez/64452. წაკითხვის თარიღი: 21 May 2014.
  6. Todo Sobre: Marta Lucía Ramírez Spanish. La Silla Vacía (2014). ციტირების თარიღი: 21 May 2014.