მარსელ ემე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარსელ ემე
Marcel Aymé 1929.jpg
დაბ. თარიღი 29 მარტი 1902(1902-03-29)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8]
დაბ. ადგილი ჟუანი[9] [2]
გარდ. თარიღი 14 ოქტომბერი 1967(1967-10-14)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] (65 წელი)
გარდ. ადგილი პარიზი[9] [2]
დასაფლავებულია პერ-ლაშეზის სასაფლაო
საქმიანობა მწერალი[2] , რომანისტი[2] , სცენარისტი, დრამატურგი[2] , სამეცნიერო ფანტასტი მწერალი და საბავშვო მწერალი[2]
ენა ფრანგული ენა[1] [2]
მოქალაქეობა საფრანგეთი[2]
ჟანრი რომანი, ესე, საბავშვო და ახალგაზრდული ლიტერატურა, დრამატურგია და სცენარი
ჯილდოები რენოდოს პრემია

მარსელ ემე (ფრანგ. Marcel Aymé; დ. 29 მარტი, 1902 — გ. 14 ოქტომბერი, 1967) — ფრანგი ნოველისტი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარსელ ემე დაიბადა 1902 წლის 29 მარტს, ქალაქ ჟუანში, საფრანგეთი, მჭედლის ოჯახში. რამდენიმე წელი სამედიცინო ფაკულტეტის სტუდენტი იყო, ხოლო შემდეგ თავის სარჩენად ბევრი ხელობის გამოცვლა მოუხდა; იყო ბანკის მოხელე, სტატისტი კინოში, გაზეთების გამყიდველი და სხვა. მცირე ხნით ჟურნალისტობდა, ხოლო 1926 წელს პირველი ლიტერატურული ნაბიჯები გადადგა. მისმა ერთ-ერთმა პირველმა რომანმა რენოდოს ლიტერატურული პრემია დაიმსახურა. ემეს გამოქვეყნებული აქვს 20-მდე რომანი, რომელთაგან ყველაზე ცნობილია "მწვანე ფაშატი", "ტრაველინგი", "ურანუსი". იუმორით სავსე რომანებში ავტორი დასცი ნის ბურჟუაზიის სიყალბესა და ცრურწმენებს.

მარსელ ემე გარდაიცვალა 1967 წლის 14 ოქტომბერს პარიზში და დაკრძალულია სენ-ვინსენტის სასაფლაოზე.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ემეს პიესებიდან ცნობილია "ლუსიენი და ყასაბი", "სხვათა თავი" და სხვა. მაგრამ ემემ ყველაზე დიდი წარმატება მოიპოვა, როგორც ნოველისტმა. სხვა ნოველისტებისგან გამოირჩეოდა თხრობის თავისებური მანერით. მის ნოველებში ჩვეულებრივი ყოველდღიური ამბები შერწყმულია ფანტასტიურ, არერეალურ ამბებთან. მშვიდი და აუღელვებელი ტონით ის წარმოუდგენელ და დაუჯერებელ სიტუაციებში ათავსებს თავის პერსონაჟებს, ისე, რომ მკითხველს შთაბეჭდილება რჩება, თითქოს სრული ჰარმონიაა რეალურსა და წარმოდგენით სამაყაროს შორის. სწორედ ეს გადასვლები რეალურიდან ფანტასტიკურზე იწვევს კომიკურსა და მოულოდნელ ეფექტებს. ნოველათა კრებულებიდან ყველაზე ცნობილია "კაცი, რომელიც კედლებში გადის", "მოხატული ჭა" და "პარიზის ღვინო".

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ფრანგული ნოველა ორ ტომად – ტომი II; "საბჭოთა საქართველო", 1976; გვ: 549.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 data.bnf.fr: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 2.3 2.4 2.5 2.6 2.7 2.8 2.9 Roux P. d. Nouveau Dictionnaire des œuvres de tous les temps et tous les pays — 2 — Éditions Robert Laffont, 1994. — Vol. 1. — P. 192. — ISBN 978-2-221-06888-5
  3. 3.0 3.1 SNAC
  4. 4.0 4.1 ბროდვეის ინტერნეტ მონაცემთა ბაზა — 2000.
  5. 5.0 5.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.
  6. 6.0 6.1 Discogs — 2000.
  7. 7.0 7.1 NooSFere author ID
  8. 8.0 8.1 Encyclopædia Britannica
  9. 9.0 9.1 გერმანიის ეროვნული ბიბლიოთეკა, ბერლინის სახელმწიფო ბიბლიოთეკა, ბავარიის სახელმწიფო ბიბლიოთეკა და სხვ. Record #118651293 // ინტეგრირებული ნორმატიული ფაილი — 2012—2016.