მარსელა დეტროიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარსელა დეტროიტი
ინგლ. Marcella Detroit

ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მარსელა ლევი
დაბ. თარიღი 21 ივნისი, 1952 (1952-06-21) (71 წლის)
დაბ. ადგილი დეტროიტი
წარმოშობა დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ
ჟანრ(ებ)ი პოპი, როკი, რიტმ-ენდ-ბლუზი, სოული
აქტიური 1972 - დღემდე
საიტი marcella-detroit.com

მარსელა ლევი, ცნობილი როგორც მარსელა დეტროიდი (ინგლ. Marcella Levy; დ. 21 ივნისი, 1952, დეტროიტი, მიჩიგანი, აშშ) — ამერიკელი მომღერალი, სიმღერების ავტორი და გიტარისტი.[1]

მან გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი, Marcella, 1982 წელს. იგი გახდა პოპ-როკ ჯგუფის, Shakespears Sister, წევრი 1988 წელს. ჯგუფის პირველი ორი სტუდიური ალბომი, Sacred Heart (1989) და Hormonally Yours (1992), ორივე მოხვდა გაერთიანებული სამეფოს ალბომების ჩარტის ტოპ 10-ში. ჯგუფის ჰიტმა, „Stay", ზედიზედ რვა კვირა გაატარა ბრიტანეთის სინგლების ჩარტის პირველ ადგილზე.[2][3] დეტროიტმა ჯგუფი დატოვა 1993 წელს.

მან 1994 წელს გამოუშვა ახალი სინგლი „I Believe", რომელიც ბრიტანეთის სინგლების ჩარტის ტოპ-20 ში მოხვდა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარსელამ მარსი ლევის სახელით 1970-იანი წლების დასაწყისში დაიწყო დაკვრა სხვადასხვა ჯგუფში მშობლიურ ქალაქში, დეტროიტში. კარიერის დასაწყისში ის იყო ბობ სეგერის ჯგუფში. მან იმღერა ბექ ვოკალები ჯგუფის სტუდიურ ალბომში Back in '72 (1973). ამ დროს, მან დაიწყო მუშაობა თავის სადებიუტო სოლო სტუდიურ ალბომზე პროდიუსერ დევიდ ფოსტერთან ერთად. მალევე მან ხელი მოაწერა კონტრაქტს ლეიბლთან RSO Records. გაურკვეველი მიზეზების გამო, მუსიკოსმა ალბომზე მუშაობა შეწყვიტა და ის დაუმთავრებელი დარჩა. ახალ სადებიუტო სტუდიურ ალბომზე მუშაობის დროს იგი მღეროდა და წერდა სიმღერებს სხვადასხვა მუსიკოსისთვის, მათ შორის იყვნენ: არეტა ფრანკლინი, ბერტ ბაჩარაჩი, კეროლ ბაიერ საგერი, სტენლი კლარკი, ჩაკა ხანი, ბელინდა კარლაილი და ალ ჯარო.[4] მარსიმ გამოუშვა დუეტი, „Millie and Billie“, ელის კუპერთან ერთად. კომპოზიცია შევიდა კუპერის 1978 წლის სტუდიურ ალბომში, From the Inside.

1980 წელს მან იმღერა დუეტი რობინ გიბთან ერთად - „Help Me!". სიმღერა გამოვიდა როგორც სინგლი და გავიდა 50-ე ადგილზე ბილბორდის ცხელ ასეულში.[5] მან ასევე გამოუშვა დუეტი ჯიმი რუფინსთან ერთად, რომელიც შევიდა ჯიმის სტუდიურ ალბომში Sunrise. ამ დროს დეტროიტმა გააფორმა კონტრაქტი Epic Records-თან და გამოუშვა თავისი სადებიუტო სტუდიური ალბომი Marcella 1982 წელს. ალბომი ვერ მოხვდა მთავარ ჩარტებში. მისი კომერციული წარუმატებლობის გამო, Epic Records-მა გააუქმა დეტროიტის ტურნე.

1985 წელს დეტროიტმა გამოუშვა ალბომი დაიან რივზთან ერთად, სახელწოდებით Ballerina.[6] ასევე, მან გამოუშვა დუეტი მაქს კარლთან ერთად, „Come and Follow Me", ფილმისთვის Short Circuit 1.

1988 წელს მუსიკოსი გახდა ბრიტანული პოპ-როკ ჯგუფის, Shakespears Sister, წევრი. მუსიკოსი ოფიციალურად გახდა ჯგუფის წევრი მათი პირველი სინგლის „Break My Heart (You Really) / Heroine" გამოსვლის შემდეგ. ჯგუფის მეორე სინგლი, „You're History", დიდ ბრიტანეთის ჩარტის ტოპ 10-ში მოხვდა. ასევე ტოპ-10 ში მოხვდა ჯგუფის სადებიუტო სტუდიური ალბომი Sacred Heart, რომელსაც BPI-ის ოქროს სერტიფიკატი აქვს გაყიდვებისთვის.[7] კიდევ ორი ​​სინგლი გამოვიდა Sacred Heart-დან, „Run Silent" და „Dirty Mind", რომლებიც ვერ მოხვდნენ დიდი ბრიტანეთის ჩარტის ტოპ 50-ში.[8]

1991 წლის ბოლოს, Shakespears Sister-მა გამოუშვა პირველი სინგლი მეორე სტუდიური ალბომიდან Hormonally Yours, „Goodbye Cruel World", რომელიც ასევე კომერციული წარუმატებლობა აღმოჩნდა და ვერ მოხვდა დიდი ბრიტანეთის ჩარტის ტოპ 50-ში. თუმცა მეორე სინგლს, „Stay", კომერციული წარმატება ხვდა წილად და ზედიზედ რვა კვირის განმავლობაში იყო გაერთიანებული სამეფოს ჩარტების სათავეში.[8]

1993 წელს, Shakespears Sister-ის დატოვების შემდეგ, დეტროიტმა დაიწყო საკუთარი სოლო კარიერა. მისი მეორე სტუდიური ალბომი, Jewel, გამოვიდა 1994 წლის მარტში. მას წინ უძღოდა სინგლი „I Believe", რომელმაც ბრიტანეთში მე-11 ადგილი დაიკავა. თავად ალბომი გავიდა მე-15 ადგილზე და მიიღო BPI-ის ვერცხლის სერტიფიკატი.

დეტროიტმა დატოვა ლეიბლი London Records 1995 წელს. მან გამოუშვა თავისი მესამე სტუდიური ალბომი, Feeler, 1996 წლის სექტემბერში სხვადასხვა ლეიბლის ლიცენზიის ქვეშ. ალბომი ვერ მოხვდა დიდი ბრიტანეთის ჩარტში. ის მხოლოდ იაპონიის ჩარტში მოხვდა, სადაც 82-ე ადგილი დაიკავა.

2000-იანი წლების დასაწყისში დეტროიტმა ჩამოაყალიბა თავისი ბლუზ ჯგუფი, Marcy Levy Band, მაიკლ ფელთან, ჯობ სტრაილზთან, რიკ რიდსა და მაქს ბენგველისთან ერთად.[9] მათ გამოუშვეს სადებიუტო EP Button Fly Blues.[10] ჯგუფმა გამოუშვა სადებიუტო სტუდიური ალბომი The Upside of Being Down 2006 წლის ივლისში დეტროიტის დამოუკიდებელი ლეიბლის, Lofi Records-ის, ქვეშ. 2009 წელს Marcy Levy Band დაიშალა.

2012 წლის მაისში დეტროიტმა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ გამოუშვა თავისი პირველი სინგლი „Madison's Light“. კომპოზიცია მან თავის დისშვილს მიუძღვნა, რომელიც რამდენიმე თვით ადრე გარდაიცვალა.[11] სინგლის გამოსვლიდან ხუთი თვის შემდეგ, დეტროიტმა დააარსა არაკომერციული საქველმოქმედო ორგანიზაცია „The Madison Morr Foundation" გაჭირვებული ბავშვების დასახმარებლად.[12]

2019 წელს ცნობილი გახდა, რომ ჯგუფი Shakespears Sister კვლავ შეიკვრებოდა და დაიწყებდა ტურნეს.[13][14] ტურნე, Shakespears Sister Ride Again, დაიწყო ნოტინგემში 2019 წლის 31 ოქტომბერს.[15] ჯგუფის ახალი სინგლი, „All the Queen's Horses", გამოვიდა 15 მაისს, თანმხლები მუსიკალური ვიდეოთი.[16] ამას მოჰყვა ჯგუფის კომპილაციური ალბომი, Singles Party, 2019 წლის ივლისში.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Priya Elan. „Why I'd love to see a Shakespears Sister reunion | Music“. The Guardian. ციტირების თარიღი: 2016-05-06.
  2. Roberts, David (2006). British Hit Singles & Albums, 19th, London: Guinness World Records Limited, გვ. 493. ISBN 1-904994-10-5. 
  3. All The Official Singles Chart Number 1s (2015-01-30). ციტირების თარიღი: 2016-05-06
  4. Marcella Detroit – Biography. Marcella-Detroit.com. ციტირების თარიღი: 2012-12-02
  5. Allmusic > Robin Gibb (for 'Help Me!'). allmusic.com. ციტირების თარიღი: 2012-11-27
  6. Diane Reeves, Marcy Levy – Ballerina. discogs.
  7. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან — იანვარი 15, 2013. ციტირების თარიღი: April 22, 2010
  8. 8.0 8.1 Chart Log UK, 1994–2010, DJ S – The System Of Life. ციტირების თარიღი: 2016-05-06
  9. Marcy Levy Band – Free listening, videos, concerts, stats and photos at. ციტირების თარიღი: 2016-05-06
  10. Marcella Detroit Discography. ციტირების თარიღი: 2016-05-06
  11. Marcella Detroit on iTunes (1959-06-21). ციტირების თარიღი: 2016-05-06
  12. Marcella Detroit. Facebookm. ციტირების თარიღი: 2016-05-06
  13. Shakespears Sister Interview: 'All I wanted to do. Classic Pop Mag (October 2019).
  14. Shakespears Sister to reunite (May 3, 2019). ციტირების თარიღი: 3 May 2019
  15. Shakespears Sister reunite for huge UK tour (May 7, 2019). ციტირების თარიღი: 7 May 2019
  16. Shakespears Sister (19 May 2019). „All the Queen's Horses“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2021-12-22. ციტირების თარიღი: 20 March 2019.