მარსამშეტის ნავსადგური

მარსამშეტის ყურე (mt), ისტორიულ წყაროებში ასევე ცნობილი როგორც მარსამუშეტო (Marsamuscetto), წარმოადგენს ბუნებრივ ნავსადგურს კუნძულ მალტაზე. ის მდებარეობს უფრო დიდი დიდი ნავსადგურის ჩრდილოეთით. მარსამშეტი, განსხვავებით დიდი ნავსადგურისაგან, ძირითადად გამოყოფილია რეკრეაციული მიზნებისა და გართობისთვის.[1]

აღწერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ყურის შესასვლელი მიმართულია ჩრდილო-აღმოსავლეთისკენ და მის ჩრდილოეთ საზღვარს განსაზღვრავს დრაგუტისა და ტინეს კონცხი (Tigné Point). ყურის ჩრდილო-დასავლეთ ნაპირზე განლაგებულია ქალაქები: სლიემა, გზირა და ტა’ შბიში. ყურე შიგნით ვრცელდება პიეტასა და მსიდამდე. გზირასთან მდებარეობს მანოელის კუნძული, რომელიც ამჟამად ხიდით არის შეერთებული ხმელეთთან.

ყურის სამხრეთ-აღმოსავლეთ სანაპიროს ქმნის შიბერასის ნახევარკუნძული, რომელიც ძირითადად მოიცავს ფლორიანას და ვალეტას. ნახევარკუნძულის ბოლოს მდებარეობს XVI საუკუნის წმინდა ელმოს ციხესიმაგრე (Fort Saint Elmo). შიბერასის ნახევარკუნძული - მარსამშეტის ყურეს, მის პარალელურ მდებარე და უფრო დიდ და ბუნებრივი — დიდი ნავსადგურსგან გამოყოფს.

დიდ ნავსადგურთან ერთად, მარსამშეტი მდებარეობს აღმავალი რელიეფის ცენტრში. დროთა განმავლობაში, ორივე ყურე და მის გარშემომყოფი ფერდობები განვითარდა, რის შედეგადაც მთლიანი აუზი გადაიქცა ერთიან აგლომერაციად. მალტის მოსახლეობის დიდი ნაწილი ცხოვრობს ფლორიანადან სამი კილომეტრის რადიუსში. დღეისათვის ეს მალტის ერთ-ერთი ყველაზე მკვრივად დასახლებული ზონაა და ევროპაში ერთ-ერთ ყველაზე მჭიდროდ დასახლებულ ტერიტორიად ითვლება.

ყურე და მის ირგვლივ მდებარე ადგილები, შედის მალტის ჩრდილოეთის ნავსადგურისა და სამხრეთის ნავსადგურის ოლქებში. ამ ოლქებში განლაგებულია მალტის 68 მუნიციპალიტეტიდან 27. მათ მოსახლეობა შეადგენს 213,722 ადამიანს — რაც მალტის კუნძულების მთლიანი მოსახლეობის 47%-ზე მეტია.[2]

ენათმეცნიერული შენიშვნა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სახელწოდება "მარსამშეტი" მომდინარეობს არაბული სიტყვიდან „Marsa“ — „ნავსადგური“, რომელიც ხშირად გვხვდება ხმელთაშუა ზღვის კუნძულებისა და სანაპირო ქალაქბის ტოპონიმებში. მეორე ნაწილის — „mxett“ — ეტიმოლოგია ბოლომდე დაზუსტებული არ არის, თუმცა ითვლება, რომ შესაძლოა უკავშირდებოდეს გემების ბუნებრივ თავშესაფარს ან წყლის დინებას.[3]

ისტორია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1551 წელს ოსმალთა დესანტი გადასხდა მარსამშეტის ყურეში და დაიძრა დიდი ნავსადგურისკენ, თუმცა იერიში არ განუხორციელებიათ, რადგან წმინდა იოანეს ორდენის მიერ აგებული მძლავრი ციხესიმაგრეების დანახვამ მათ განზრახვა შეაცვლევინა. ამ შეჯახებას მოჰყვა მდინას წარუმატებელი იერიში, შემდეგ კი გოცოს დარბევა და ტრიპოლის დაპყრობა. ამ მოვლენების შემდეგ აშენდა წმინდა ელმოს ციხესიმაგრე, რომელიც მარსამშეტის და დიდი ნავსადგურის დაცვას ემსახურებოდა.
მნიშვნელოვნად მასშტაბური ოსმალური შემოსევა 1565 წელს განხორციელდა, მალტის დიდი ალყის დროს. ალყისას ოსმალთა ფლოტმა ბინა მარსამშეტის ყურეში დაიდო, ხოლო ტინეს კონცხზე განთავსდა ქვემეხები, რომლებითაც ციხესიმაგრის დაბომბვას ცდილობდნენ. შეტევისას დაიღუპა ოსმალთა ადმირალი დრაგუტი, რომელიც ზალპმა იმსხვერპლა. ალყა მალევე მოიხსნა, ორდენმა და მალტელებმა გამარჯვება მოიპოვეს. შიბერასის ნახევარკუნძულზე აშენდა ახალი ქალაქი — ვალეტა, ორდენის დიდმოხელე ჟან პარიზო დე ვალეტის სახელობის. მოგვიანებით, ვალეტას გარეთ აშენდა ფლორიანა, რომელიც დღეს დამოუკიდებელ ქალაქად ითვლება.
1592 წელს მანოელის კუნძულზე, რომელიც იმ პერიოდში ცნობილი იყო როგორც l’Isola del Vescovo („ეპისკოპოსის კუნძული“), აშენდა ხისგან დამზადებული საკარანტინო საავადმყოფო. ის დაშალეს უკვე მომდევნო წელს, თუმცა მის ადგილას 1643 წელს აშენდა მუდმივი ლაზარეტი, რომელიც შემდგომ მრავალგზის გააუმჯობესეს და 1929 წელს საბოლოოდ დახურეს. 1723–1733 წლებში კუნძულზე აშენდა მანოელის ციხესიმაგრე, ხოლო 1793 წელს ტინეს კონცხზე — ტინეს ციხესიმაგრე. ბრიტანელებმა ტინეზე ასევე ააგეს სამხედრო ყაზარმები, თუმცა ისინი შემდგომში დაანგრიეს.
მეორე მსოფლიო ომის პერიოდში ბრიტანელებმა მარსამშეტის ყურე, განსაკუთრებით მანოელის კუნძული, გამოიყენეს წყალქვეშა ნავების ბაზად. კუნძულზე ფუნქციონირებდა როგორც ქვის ფლოტი (Stone Frigate) და ეწოდებოდა HMS Talbot ან HMS Phœnicia. მანოელის ციხე კვლავ ამოქმედდა, თუმცა ლუფტვაფეს ავიადამრტყმელებმა, შეტევებისას მას მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენეს.


1977 წელს მალტის შეიარაღებული ძალების საზღვაო ბატალიონი – 1-ლი საზღვაო ბატარეა – მარსამშეტში მდებარე ჰეის ნავსაყუდელში (Hay Wharf) გადავიდა.[4]
სლიემა, გზირა და ტა’ შბიში — ყურის ჩრდილოეთ ნაწილში — ბოლო წლებში სწრაფად განვითარდა. მარსამშეტის ყურე ამჟამად ძირითადად მცირე ხომალდებისთვის გამოიყენება, განსხვავებით დიდი ნავსადგურისაგან. ყურეში განლაგებულია იახტების სადგურები. მსიდასა და მანოელის კუნძულზე, ასევე არსებობს იახტების სახელოსნო და ტურისტული საკრუიზო ნავების საბაზო პუნქტები სლიემიდან.
2006 წლის 10 სექტემბერს, Aero GP სერიის მალტური წვრთნებისას, ყურეს ზემოთ ორი თვითმფრინავის საჰაერო შეჯახებამ ერთ-ერთი პილოტის — გაბორ ვარგას — სიცოცხლე იმსხვერპლა.[5]
გალერეა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მარსამშეტის ყურე ვალეტადან გადაღებული 1942 წელს
- ტინეს ციხესიმაგრე, სლიემა
- ტინეს კონცხი, სლიემა
- მანოელის კუნძული, გზირა — ხედი ტინეს ფეხით მოსიარულეთა ხიდიდან
- ტა’ შბიში — სანაპიროს ხედი
კოორდინატები: 35°54′06″ ჩ. გ. 14°30′29″ ა. გ. / 35.90167° ჩ. გ. 14.50806° ა. გ.
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Other Ports. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 ნოემბერი 2014. ციტირების თარიღი: 20 November 2014.
- ↑ Estimated Population by Locality 31st March, 2013. Malta Government Gazette 19,094. დაარქივებულია ორიგინალიდან — 14 July 2014. ციტირების თარიღი: 21 November 2014.
- ↑ Cassar, Carmel (2000). Maltese Toponyms: Their Structure and Meaning. Malta: PEG Ltd..
- ↑ Maritime Squadron Armed Forces of Malta (March 2010). დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 აპრილი 2014. ციტირების თარიღი: 4 June 2015.
- ↑ „Stunt pilot dies in crash over Marsamxett“. MaltaMedia News. 10 September 2006. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 თებერვალი 2012. ციტირების თარიღი: 21 November 2014.
