მარჟ ჰელგენბერგერი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარჟ ჰელგენბერგერი (2013)

მარჟ ჰელგენბერგერი (ინგლ. Marg Helgenberger; დ. 16 ნოემბერი, 1958 წელი) ამერიკელი მსახიობი ქალია. იგი ცნობილია კეტრინ უილუსის როლით, CBS - ის პოლიციის პროცედურულ დრამაში — CSI: Crime Scene Investigation (2000–12, 2013, 2015). 2015 წელს მან ითამაშა CSI - ის დრამატულ ფილმში — Immortality. 1988-1991 წლებში მარჟი მონაწილეობდა ABC - ის დრამაში — China Beach. ამ სერიალმა მას მიანიჭა 1990 წლის ემის ჯილდო – დრამატული სერიალის საუკეთესო მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალისთვის.

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჟი დაიბადა 1958 წლის 16 ნოემბერს ფრემონტლში, ნებრასკა, აშშ. მისი სრული სახელია – მერი მარგ ჰელგენბერგერი.

მისი მამის სახელია ჰუ ჰელგენბერგერი, დედის – მერი ქეი. მშობლებმა მარჟი ნებრასკაში გაზარდეს.

მას ჰყავს ორი ძმა – ენ ჰელგენბერგერი და კურტ ჰელგენბერგერი. მარჟს აქვს ამერიკის მოქალაქეობა და შერეული (გერმანულ-ირლანდიური) ეროვნება. მისი დაბადების ნიშანი არის მორიელი.

განათლება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჟმა დაამთავრა North Bend Central - ის საშუალო სკოლა. მან ინტერვიუში აღნიშნა, რომ მისი ბავშვობის ოცნება ექთნობა იყო, რადგან დედა ექთანი ჰყავდა.

მოგვიანებით, მან სწავლა გააგრძელა ჩრდილო-დასავლეთის უნივერსიტეტში, ილინოისის შტატში და მიიღო B.S. მეტყველების და დრამატურგიის ხარისხი.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარგ ჰელგენბერგერი განქორწინებული ქალია. მან 1984 წელს გაიცნო ალან როზენბერგი, "Ryan’s Hope" - ის გადასაღებ მოედანზე. მათ ერთმანეთი შეუყვარდათ და წყვილი დაქორწინდა 1989 წლის 9 სექტემბერს. წყვილს 1990 წლის 21 ოქტომბერს ეყოლა ვაჟი, სახელად ჰიუ ჰოვარდ როზენბერგი.

ისინი განქორწინდნენ 2010 წლის 1 თებერვალს, გამოუსწორებელი განსხვავებების მოტივით.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარჟ ჰელგენბერგერმა თავის პროფესია დაიწყო "KHGI-TV" - ში, რომელიც არის ABC - ის შვილობილი კომპანია. მიიღო მონაწილეობა ABC სერიის "Spenser" - ის ეპიზოდებში.

გარდა ამისა, 1987 წელს მან ასევე შეასრულა რეგულარული როლი ნატალი თაიერის როლში, მარგოტ კიდერისა და ჯეიმს რედის წინააღმდეგ, ექვს ეპიზოდიან კომედიურ სერიალში — "Shell Game". შემდეგ წელს მან მიიღო როლი სტივენ სპილბერგის რომანტიკულ-კომედიურ ფილმში — „Always“ (მთავარ როლებში რიჩარდ დრეიფუსი, ჰოლი ჰანტერი და ჯონ გუდმანი). 1943 წელს მან იმონაწილევა ვიქტორ ფლემინგის ფილმიში — „A Guy Named Joe“ (თანამედროვე ვერსია).

1993 წელს მარჟი მონაწილეობდა სტივენ კინგის მინი სერიალში — "The Tommyknockers"

1994 წელს ჰელგენბერგერმა მიიღო ვუდი ჰარელსონის როლი ფილმში — "The Cowboy Way", გარდა ამისა, იმავე წელს მან ასევე შეასრულა მცირე როლი კაპიტნის როლში. 1995 წელს მარჟმა შეასრულა ალისონ სინკლერის როლი მაიკლ ბეის მოქმედ კომედიურ ფილმში — Bad Boys.

ასევე ჰელგენბერგერს ჰქონდა როლები სატელევიზიო ფილმებში — "Not on the Frontline" და "In Sickness and in Health". იმავე წელს მან ითამაშა ბრუნო კირბის ფილმში — "I’ll Be Waiting".

2004 წელს მარჟმა ითამაშა ენ-მარგრეტის გვერდით შოუტაიმში. შემდეგ, მან ითამაშა დენის ქვაიდის ცოლისა და სკარლეტ იოჰანსონის დედის როლი, მწერალ-რეჟისორ პოლ ვეიცის რომანტიკულ კომედიაში — "In Good Company".

2009 წლის დეკემბერში ჟურნალ Forbes - ში ჰელგენბერგერმა მესამე ადგილი დაიკავა (ტაირა ბენქსისა და კეტრინ ჰეიგლის შემდეგ), პრაიმტაიმის ყველაზე მაღალშემოსავლიან ქალთა რიცხვში. 2009 წელს მისი სავარაუდო შემოსავალი 9,5 მილიონ დოლარს შეადგენდა.

მარჟმა ასევე გაახმოვანა ბერძენი ქალღმერთი ანიმაციურ ფილმში — "Wonder Woman".

ჰელგენბერგერმა ითამაშა ლილიან სტრანის როლი სერიალში — "Intelligence" (ჯოშ ჰოლოვეისთან და მეგან ორისთან ერთად). გარდა ამისა, მან გააგრძელა მუშაობა CSI – ში.

ჯილდოები, ნომინაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2000 წელს მარჟ ჰელგენბერგერი ნომინირებული იყო ოქროს გლობუსის დაჯილდოებაზე, საუკეთესოდ შესრულებული როლისათვის დრამატულ სერიალში — "CSI: Crime Scene Investigation".

მან ასევე მოიგო People's Choice Award, როგორც სატელევიზიო ვარსკვლავმა.

მარჟმა მოიგო Q Award საუკეთესოდ შესრულებბული მეორეხარისხოვანი მსახიობი ქალის როლისთვის დრამატულ სერიალში — "China Beach" (1988).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

https://marriedbiography.com/marg-helgenberger-biography/

https://www.imdb.com/name/nm0001339/bio?ref_=nm_ov_bio_sm

https://www.wealthypersons.com/marg-helgenberger-net-worth-2020-2021/

https://www.fandango.com/people/marg-helgenberger-286527/biography