მარონი
იერსახე
მარონი ფრანგ. Maroni, ნიდერლ. Marowijne | |
---|---|
ქვეყანა |
სურინამი საფრანგეთის გვიანა |
სათავე |
ტუმუკ-უმაკის მთები 4°21′49″ ჩ. გ. 54°26′07″ დ. გ. / 4.36361° ჩ. გ. 54.43528° დ. გ. |
შესართავი | 5°44′54″ ჩ. გ. 53°57′51″ დ. გ. / 5.74833° ჩ. გ. 53.96417° დ. გ. |
შესართავის მდებარეობა | ატლანტის ოკეანე |
სიგრძე | 520 კმ |
აუზის ფართობი | 65 830 კმ² |
— სათავე, — შესართავი | |
მარონი ვიკისაწყობში |
მარონი (ფრანგ. Maroni, ნიდერლ. Marowijne) — მდინარე სამხრეთ ამერიკაში. სათავეს იღებს ტუმუკ-უმაკის მთებში. მასზე გაივლის საზღვარი საფრანგეთის გვიანასა და სურინამს შორის. ზემო დინებაში, მდინარეს ლავას უწოდებენ.
მარონის ესტუარის მიმდებარედ, სურინამის მხარეს, სოფელ გალიბის სიახლოვეს, ბუნების ორი ნაკრძალია, სადაც დაცულია ფრინველები და ტყავიანი კუები, რომლებიც აქ იჩეკებიან.
მარონის სიგრძე 520 კმ-ია, აუზის ფართობი 65 830 კმ². ნაპირები დაფარულია ტროპიკული ჯუნგლებით. შუაწელში მოქმედებს ოქროს მაღაროები.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- C.F.A. Bruijning und J. Voorhoeve (Ed.): Encyclopedie van Suriname. Amsterdam & Brussels 1977, B.V. Uitgeversmaatschappij Argus Elsevier, p. 256, 396–397; ISBN 90-10-01842-3.