შინაარსზე გადასვლა

მაროკოს კონსტიტუცია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მაროკოს კონსტიტუციამაროკოს სამეფოს უზენაესი კანონი. კონსტიტუცია მაროკოს კონსტიტუციურ მონარქიად აცხადებს, მაროკოს მოქალაქეთა ფუნდამენტურ უფლებებს ასახავს და მთავროობის, მინისტრთა საბჭოსა და პარლამენტის საფუძველსა და სტრუქტურებს განსაზღვრავს.[1]

კონსტიტუციონალიზმის ისტორია

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მაროკოს კონსტიტუციონალიზმის ისტორია 1956 წელს დამოუკიდებლობის მოპოვების შემდეგ იწყება. პირველი კონსტიტუცია მეფე ჰასან II-ის მმართველობის დროს, 1962 წელს იქნა მიღებული, რომლის მიხედვითაც, მაროკო კონსტიტუციურ მონარქიად გამოცხადდა. თუმცა, ქვეყანაში წარმოქმნილი პოლიტიკური კრიზისის შედეგად, 1965 წელს ჰასან II-მ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა, პარლამენტი დაითხოვა და კონსტიტუციის მოქმედება შეაჩერა. პოლიტიკური სტაბილურობის მისაღწევად აუცილებელი გახდა ახალი კონსტიტუციის შემუშავება, რომელშიც გათვალისწინებული იქნებოდა დაპირისპირებულ მხარეთა ინტერესები. ამ ამოცანების განსახორციელებლად 1970 წელს ახალი კონსტიტუცია მიიღეს.

1970 წლის კონსტიტუციას არაერთი მოწინააღმდეგე ჰყავდა, რის გამოც დასახული მიზნების მიღწევა ვერ უზრუნველყო. ვითარება კვვლავ დაძაბული იყო და სამხედრო ძალებმა ორჯერ სცადეს სახელმწიფო გადატრიალება. ცხადი გახდა, რომ კონსტიტუციური რეფორმა იყო საჭირო. ახალი კონსტიტუციის ტექსტზე მუშაობა სწრაფი ტემპით მიმდინარეობდა და 1972 წელს, რეფერენდუმის შედეგად ახალი კონსტიტუცია მიიღეს.

1972 წლის კონსტიტუცია მხოლოდ სამჯერ: 1980, 1992 და 1996 წლებში გადაისინჯა, მაგრამ ძალიან მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით. 1992 წლის შესწორებების შედეგად საკონსტიტუციო საბჭო შეიქმნა და პარლამენტის სტრუქტურაში საგამოძიებო კომიტეტებიც იქნა გათვალისწინებული, ხოლო 1996 წლის შესწორებების შედეგად ორპალატიანი პარლამენტი შეიქმნა.

მაროკოს საკონსტიტუციო რეფერენდუმი 2011 წლის 1-ელ ივლისს ჩატარდა. რეფერენდუმი წლის განმავლობაში დემოკრატიული რეფორმების მოთხოვნით საპროტესტო გამოსვლების საპასუხოდ ჩატარდა. კომისიას წინადადებების პროექტი 2011 წლის ივნისამდე უნდა მოემზადებინა.[2] 17 ივნისს გამოქვეყნებული პროექტი შემდეგ ცვლილებებს მოიცავდა:[3][4]

  • მეფეს მოეთხოვება, რომ პრემიერ-მინისტრი პარლამენტის უმსხვილესი პარტიიდან დაასახელოს;
  • მონარქის რიგი უფლებები პრემიერ-მინისტრს გადაეცემა, მათ შორის პარლამენტის დაშლის უფლება;
  • პარლამენტს ამნისტრიის უფლება ეძლევა, რომელიც მანამდე მონარქის პრივილეგია იყო;
  • ბერბერული ენა არაბულთან ერთად ქვეყნის ოფიციალურ ენად უნდა გამოცხადდეს.

კონსტიტუციაში ცვლილებების შეტანას რეფერენდუმზე გამოცხადებულთა 98.49%-მა დაუჭირა მხარი.[5]

  • გონაშვილი, ვ. (2008). საზღვარგარეთის ქვეყნების კონსტიტუციები: ნაწილი I. კავშირი „იურისტები სამართლებრივი სახელმწიფოსთვის“. თბილისი. გვ. 323-353.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  • Full text of the 2011 constitution in English (PDF version)
  • Full text of the 2011 constitution of Morocco in Berber and Arabic
  • Full text of the 1996 constitution in Arabic, English, and French
  • Full text of the 1996–2011 constitution (French)
  • „La Constitution - Promulgation“ (PDF). Bulletin Officiel (ფრანგული) (5964 bis): 1901–1928. 2011-07-30. ISSN 0851-1217. OCLC 693771745. დაარქივებულია ორიგინალიდან (PDF) — 2013-11-02.
  1. Constitutional history of Morocco en. ციტირების თარიღი: 2022-03-29
  2. Morocco to vote on new constitution AFP, 9 March 2011
  3. König will Teil seiner Macht abgeben Der Standard, 18 June 2011 (in German)
  4. Moroccan Islamists 'could reject constitution' AFP, 13 June 2011
  5. Morocco approves King Mohammed's constitutional reforms BBC, 2 July 2011