შინაარსზე გადასვლა

მაროკოს ებრაული მუზეუმი

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მაროკოს ებრაული მუზეუმი
33°33′20″ ჩ. გ. 7°38′32″ დ. გ. / 33.55567500° ჩ. გ. 7.64235611° დ. გ. / 33.55567500; -7.64235611
დაარსდა 1997
ქვეყანა მაროკოს დროშა მაროკო
მდებარეობა კასაბლანკა
Map

მაროკოს ებრაული მუზეუმი — ებრაული მუზეუმი კასაბლანკას ოაზისის უბანში, მაროკოში.[1] დაარსდა 1997 წელს, ის ერთადერთი მუზეუმია, რომელიც მიეძღვნა იუდაიზმს არაბულ სამყაროში.[2] მუზეუმის შენობა თავდაპირველად წარმოიშვა, როგორც ებრაული ბავშვთა სახლი 1948 წელს, რომელშიც 160-მდე ებრაელი ახალგაზრდა იყო განთავსებული, შენობა განახლდა 2013 წელს.[3]

მუზეუმი დააარსა სიმონ ლევიმ, რაბათის უნივერსიტეტის ყოფილმა პროფესორმა და მაროკოს ებრაული კულტურის დაცვის ფონდის დამფუძნებელმა. მაროკოს ებრაული კულტურის შენარჩუნებაში, სიმონ ლევის როლის დაწყებამდე, იგი ცნობილი იყო როგორც დამოუკიდებლობისა და ადამიანური უფლებების დამცველი, კოლონიალიზმის დროიდან მოყოლებლი, ჰასან II-ის მეფობის დრომდე.[4] მაროკოს ებრაელები ქმნიან უძველეს საზოგადოებას. ისრაელის დაარსებამდე 1948 წელს, ქვეყანაში იყო დაახლოებით 250,000-დან 350,000=მდე ებრაელი, რამაც მაროკოს უდიდესი მუსულმანური სამყაროს, ებრაული საზოგადოება მისცა, მაგრამ დღესდღეობით 2,500-ზე ნაკლები დარჩენილი.

მუზეუმის ფარგლებში დამთვალიერებლებს შეუძლიათ იპოვონ მაროკოს ებრაულობის არტეფაქტები, მათ შორის ბაია ბენი-ისახარის სინაგოგის კასაბლანკაში, მეზუზასი და ჰანუკია მენორა.[5] მუზეუმი ასევე შეიცავს ბერბერული ისტორიის მნიშვნელოვან კოლექციას, მათ შორის კოსტიუმებს, სამკაულებს და ფატიმას გულსაკიდებს. ვიზიტორებს ასევე შეუძლიათ დააკვირდნენ საიუველირო ნაწარმის რეკონსტრუქციულ მაღაზიას, რომელიც შეიქმნა მაროკოელი ებრაელის, საულ კოენის სამუშაო მაგიდისა და ინსტრუმენტების გამოყენებით.[6] ერთ-ერთი ყველაზე შესამჩნევი დამატება, არის მაროკოს 2011 წლის განახლებული კონსტიტუციის პრეამბულის ჩართვა, რომელიც ებრაულ გავლენას მოიხსენიებს, როგორც ეროვნული ერთიანობის საყრდენს. მუზეუმის ამჟამინდელი დირექტორი ჟორ რეჰიჰილი ციტირებული იყო იმის გამოაცხადებით, რომ ”ახალი კონსტიტუცია ხაზს უსვამს მაროკოში ეთნიკურ და რელიგიურ პლურალიზმს.”[6]

შენობა, რომელიც მოიცავს 700 კვადრატულ მეტრს, შედგება დიდი მრავალფუნქციური ოთახებისა და სამი სხვა საგამოფენო ოთახისგან. მრავალფუნქციური ოთახი ცნობილია ებრაელი მაროკოელების ხელოვნების ჩვენებებით, მათ შორის ნახატებით, ფოტოებით და ქანდაკებებით. გამოფენის ოთახები შეიცავს არტეფაქტებს, რომლებიც ორიენტირებულია რელიგიურ და ოჯახურ ცხოვრებაზე.[3] შენობა გადააკეთა მაროკოს მეფემ, მუჰამედ VI-მ, 2016 წლის 20 დეკემბერს.[1] მეფე მუჰამედ VI-ისა და მაროკოს მთავრობის წარმომადგენლების გარდა, ხელახლა მიძღვნას ესწრებოდნენ სამუელ ლ. კაპლანი, აშშ-ს ელჩი მაროკოში და მუზეუმის პრეზიდენტი ჟაკ ტოლედანო.[7]

2019 წლის იანვარში, მაროკოს ფრანგმა ოპერის მომღერალმა დავით სერერომ, შემოიღო თავისი მაროკოს იუდაიკის ხელოვნების კოლექციის დიდი ნაწილი, რაც გახდა ყველაზე დიდი შემოწირულობა იუდაიკის არტეფაქტებზე, რომელიც ოდესმე გადაეცა მაროკოს მუზეუმს.[8][9]

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 „Morocco's king attends rededication of Casablanca synagogue and Jewish museum“. Jewish Telegraphic Agency. December 20, 2016. ციტირების თარიღი: December 21, 2016.
  2. A Casablanca, le seul musée du judaïsme du monde arabe (3 February 2011).
  3. 3.0 3.1 Discover Morocco's Jewish Heritage and the Splendor of its Cities - Jewish Voice en-US (24 January 2018). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-13. ციტირების თარიღი: 2018-04-13
  4. Gershovich, Dr. Moshe. „In Search of Morocco's Lost Jewish Heritage“. Smithsonian Journeys (ინგლისური). დაარქივებულია ორიგინალიდან — 2018-04-13. ციტირების თარიღი: 2018-04-13.
  5. A pilgrimage to Morocco's (mostly) Jewish past. ციტირების თარიღი: 2018-04-13
  6. 6.0 6.1 „Jewish heritage preserved in Casablanca museum | Saad Guerraoui | AW“. AW (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-04-13.
  7. „Casablanca Jewish museum reopened after renovations“ (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-04-13.
  8. დაარქივებული ასლი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2019-08-18. ციტირების თარიღი: 2021-09-12.
  9. Le Musée du judaïsme de Casablanca reçoit sa plus grande donation d'art Judaica.