მარლონ უეიანსი

მარლონ ლამონტ უეიანსი[1] (დ. 23 ივლისი, 1972) — ამერიკელი მსახიობი, კომიკოსი, სცენარისტი და პროდიუსერი. ყველაზე მეტად ცნობილია თავის ძმასთან, შონ უეიანსთან ერთად შესრულებული სამუშაოთი The WB-ის სიტკომში „The Wayans Bros.“ (1995–1999) და კომედიურ ფილმებში: „Don't Be a Menace“ (1996), „Scary Movie“ (2000), „Scary Movie 2“ (2001), „White Chicks“ (2004), „Little Man“ (2006) და „Dance Flick“ (2009).
უეიანსის სხვა კინოროლები მოიცავს ფილმებს: „Above the Rim“ (1994), „The 6th Man“ (1997), „Norbit“ (2007), „G.I. Joe: The Rise of Cobra“ (2009), „The Heat“ (2013), „A Haunted House“ (2013) და მისი გაგრძელება „A Haunted House 2“ (2014), „Naked“ (2017), „Fifty Shades of Black“ (2016), „Sextuplets“ (2019) და „On the Rocks“ (2020). ასევე ჰქონდა რამდენიმე დრამატული როლი, მათ შორის ფსიქოლოგიურ დრამაში „Requiem for a Dream“ (2000), ბიოგრაფიულ მუსიკალურ დრამაში „Respect“ (2021) და ზებუნებრივ საშინელებათა ფილმში „Him“ (2025).
უეიანსი თანამშრომლობდა რენდი ადამსთან, რათა შეექმნა „What the Funny“, ონლაინ პლატფორმა ურბანული კომედიისთვის.[2][3] შექმნა სატელევიზიო კომედიური კონკურსი „Funniest Wins“, რომელიც TBS-ზე 2014 წელს გავიდა.[4] 2014 წელს უეიანსმა და მისმა ძმებმა იმოგზაურეს შეერთებულ შტატებში ტურნეთი „The Wayans Brothers Tour“.[5] 2017 წელს უეიანსი იყო NBC-ის სიტკომის, „Marlon“-ის თანასცენარისტი და მთავარი როლის შემსრულებელი, რომელიც ორი სეზონის განმავლობაში გრძელდებოდა.[6]
ადრეული ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარლონ უეიანსი დაიბადა ნიუ-იორკში, ელვირა ალეთიას (გრინი), დიასახლისისა და სოციალური მუშაკის, და ჰაუელ სტაუტენ უეიანსის, სუპერმარკეტის მენეჯერის ოჯახში.[7] გაიზარდა ნიუ-იორკის საცხოვრებელ კომპლექს Fulton Houses-ში და ათ დედმამიშვილს შორის ყველაზე უმცროსი იყო. იგი დუეინის, კინენ აივორის, დეიმონ უფროსის, კიმის, ელვირას, ნადიასა და შონის ძმაა. მისი ოჯახი „იეჰოვას მოწმეები“ იყვნენ.[8][9] უეიანსი სწავლობდა ნიუ-იორკის ფიორელო ლაგვარდიას სახელობის მუსიკის, ხელოვნებისა და საშემსრულებლო ხელოვნების უმაღლეს სკოლაში, რომელიც ცნობილი გახდა ფილმით „დიდება“ (Fame). საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ ვაშინგტონში მდებარე ჰაუარდის უნივერსიტეტში სწავლობდა, თუმცა ორი წლის შემდეგ სწავლა მიატოვა.[10]
კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992-1993 წლებში უეიანსი თავის და-ძმებთან ერთად მონაწილეობდა სკეტჩ-კომედიურ შოუში „In Living Color“. 1995 წლიდან 1999 წლამდე თავის ძმასთან, შონ უეიანსთან ერთად თამაშობდა The WB-ის სიტკომში „The Wayans Bros.“. თავდაპირველად იგი განიხილებოდა რობინის როლზე 1992 წლის ფილმისთვის „ბეტმენი ბრუნდება“,[11] თუმცა ჩათვალეს, რომ ფილმში ზედმეტად ბევრი პერსონაჟი იყო და მისი გმირი ამოიღეს. ამის შემდეგ, უეიანსმა ოფიციალურად მოაწერა ხელი 1995 წლის გაგრძელებაში, „ბეტმენი სამუდამოდ“, მონაწილეობაზე, სადაც რობინის როლი უნდა შეესრულებინა ბილი დი უილიამსის „ორსახას“ პირისპირ, მაგრამ წარმოების პროცესში რეჟისორის ტიმ ბარტონიდან ჯოელ შუმახერით ჩანაცვლებამ ორივე როლისთვის სხვა მსახიობების შერჩევა გამოიწვია. შედეგად, უეიანსს კონტრაქტის საფასური გადაუხადეს (უილიამსს ხელი ჯერ არ ჰქონდა მოწერილი, მაგრამ მიიღო ჯარიმა, რადგან „ბეტმენთან“ გაფორმებული კონტრაქტი როლის განმეორების უფლებას აძლევდა) და ის დღემდე იღებს ჰონორარს (royalty payments) ამ როლიდან. იგი კრის ო'დონელმა ჩაანაცვლა. 2021 წლის აგვისტოში DC Entertainment-მა დაიწყო ორიგინალური კონცეფციის კომიქსის, „Batman '89“-ის გამოცემა, რომელშიც რობინის ვიზუალი უეიანსის ნებართვით მის გარეგნობას ეფუძნება, პერსონაჟის სამოქალაქო სახელი კი დრეიკ უინსტონია.[12]
უეიანსის კინოროლები მოიცავს კომედიებს: „Don't Be a Menace“ (1996), „Scary Movie“ (2000), „Scary Movie 2“ (2001), „White Chicks“ (2004), „Little Man“ (2006) და „Dance Flick“ (2009), ასევე სხვა ფილმებს, მათ შორის: „Above the Rim“ (1994), „The 6th Man“ (1997), „Norbit“ (2007), „G.I. Joe: The Rise of Cobra“ (2009), „The Heat“ (2013), „A Haunted House“ (2013) და მისი გაგრძელება „A Haunted House 2“ (2014), „Naked“ (2017), „Fifty Shades of Black“ (2016), „Sextuplets“ (2019) და „On the Rocks“ (2020). უეიანსი იყო „Scary Movie“-ს სერიის პირველი ორი ფილმის პროდიუსერი, რომლებშიც ის და შონი სცენარისტებად და თანავარსკვლავებად იყვნენ მითითებულნი. 2000 წელს უეიანსი ტაირონ სი ლავის როლში გამოჩნდა ფილმში „Requiem for a Dream“ და სნეილსის როლში ფილმში „Dungeons & Dragons“. იმავე წელს მან და შონმა 2000 წლის MTV-ის მუსიკალური ვიდეოების დაჯილდოებას (VMA) უმასპინძლეს.
2006 წელს უეიანსმა Nickelodeon-ის ანიმაციური სერიალი „Thugaboo“ გადაიღო. 2017 წელს ტელეკომპანია NBC-იმ მას საკუთარი სიტკომი „Marlon“ დაუმტკიცა, თუმცა პროექტი ორი სეზონის შემდეგ დაიხურა.[13][14][15]
2017 წლის სექტემბერში გამოცემა Variety-მ გამოაქვეყნა ინფორმაცია, რომ უეიანსი ლოს-ანჯელესში ბაზირებულ გასართობ კომპანია Shots Studios-თან პარტნიორობით YouTube არხს შექმნიდა.[16] უეიანსი გამოჩნდა ვიდეოებში ისეთ კონტენტ-კრეატორებთან ერთად, როგორებიც არიან ანვარ ჯიბავი და ჰანა სტოკინგი. 2020 წელს უეიანსმა ხელშეკრულება გააფორმა HBO Max-თან.[17]
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1992-დან 2013 წლამდე უეიანსს ხანგრძლივი ურთიერთობა ჰქონდა ანჯელა ზაკერისთან და მიუხედავად იმისა, რომ მას ერთხელ "ყოფილი ცოლი" უწოდა, 2021 წელს განაცხადა, რომ მასზე არასდროს უქორწინია.[18][19] მათ ორი შვილი ჰყავთ, რომელთაგან ერთი ტრანსგენდერია. 2023 წელს უეიანსმა საჯაროდ დაუჭირა მხარი თავის ტრანსგენდერ ვაჟსა და ლგბტქ+ (LGBTQ) თემს.[20][21] უეიანსს ასევე ჰყავს შვილი ყოფილ შეყვარებულთან, ბრიტანი მორლენდთან.[22] უეიანსი რეპერ თუპაკ შაკურის ახლო მეგობარი იყო.[23] იგი ასევე მსახიობ ომარ ეპსის მრავალწლიანი მეგობარია.[24]
სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Marlon Wayans: 25 Things You Don't Know About Me. usmagazine.com (April 19, 2014). ციტირების თარიღი: April 19, 2014
- ↑ Marlon Wayans Launching Urban Funny or Die (Exclusive). Hollywoodreporter.com (June 26, 2013). ციტირების თარიღი: 2014-04-05
- ↑ What The Funny. What The Funny. დაარქივებულია ორიგინალიდან — April 2, 2014. ციტირების თარიღი: 2014-04-05
- ↑ Marlon Wayans' TBS series 'Funniest Wins' unveils comedian competitors. laughspin.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — June 2, 2014. ციტირების თარიღი: 2014-05-30
- ↑ The Wayans Brothers Kick Off Brand-New Comedy Tour in U.S.. goodblacknews.org (July 21, 2014). ციტირების თარიღი: 2014-07-21
- ↑ Ausiello, Michael. (December 21, 2018) Marlon Cancelled at NBC. TVLine. დაარქივებულია ორიგინალიდან — December 22, 2018. ციტირების თარიღი: December 22, 2018
- ↑ Keenen Ivory Wayans' Interactive Family Tree - Finding Your Roots - PBS. დაარქივებულია ორიგინალიდან — January 24, 2016. ციტირების თარიღი: November 8, 2016
- ↑ Stein, Joel. (September 11, 2000) Marlon Wayans. Time. Retrieved on 2012-04-08.
- ↑ Stated on Finding Your Roots, January 19, 2016, PBS
- ↑ Marlon Wayans. Biography.com. ციტირების თარიღი: 2016-11-08
- ↑ Rabin, Nathan. (February 25, 1998) Marlon Wayans. The A.V. Club. Retrieved on 2012-04-08.
- ↑ Mueller, Matthew. (March 9, 2016) Batman '89 Series Would Have Picked Up Where Tim Burton Left Off. ციტირების თარიღი: August 10, 2021
- ↑ Pedersen, Erik. (March 17, 2017) NBC Sets Summer Premieres: 'Marlon,' 'Midnight, Texas,' 'Carmichael Show,' Reality & More. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: March 18, 2017.
- ↑ Andreeva, Nellie. (September 28, 2017) 'Marlon' Renewed For Season 2 By NBC. Deadline Hollywood. ციტირების თარიღი: May 7, 2018
- ↑ „'Marlon' canceled by NBC after two seasons“. The Grio (ინგლისური). December 23, 2018. ციტირების თარიღი: June 29, 2019.
- ↑ Spangler, Todd (2018-09-07). „Marlon Wayans Launches YouTube Sketch-Comedy Channel With Shots Studios (Watch)“. Variety (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2018-09-14.
- ↑ Porter, Rick. (June 25, 2020) Marlon Wayans Inks Overall Deal With HBO Max. ციტირების თარიღი: 2020-09-08
- ↑ Victoria Uwumarogie. (March 1, 2018) "I Got You": Marlon Wayans's B-Day Message For Former Wife Shows What A Healthy Relationship With Your Ex Can Be. MadameNoire. ციტირების თარიღი: November 17, 2021
- ↑ Brande Victorian. (August 19, 2021) Marlon Wayans On 'RESPECT' And Why He Never Married: 'I Knew My Mom Needed Me'. Essence. ციტირების თარიღი: November 17, 2021
- ↑ Falen Hardge. (November 13, 2023) Marlon Wayans Shares How He Learned To Embrace His Trans Son, Kai. BET. ციტირების თარიღი: November 17, 2023
- ↑ Stephanie Kaloi. (November 15, 2023) All About Marlon Wayans' Two Kids and His 'Unconditional Love' for Them. Parade. ციტირების თარიღი: November 17, 2023
- ↑ Danielle Young. (March 21, 2024) Marlon Wayans Slams 'Entitled' Baby Mother After New Paternity Suit. BET. ციტირების თარიღი: March 23, 2024
- ↑ Thompson, Stephen. (2020-06-17) Marlon Wayans and Snoop Dogg Honor Tupac on What Would Have Been His 49th Birthday en. ციტირების თარიღი: 2021-12-22
- ↑ 15 Things You Didn't Know About Marlon Wayans. BET. ციტირების თარიღი: February 12, 2025