მარლონ ტეიშეირა
მარლონ ლუის ტეიშეირა (დ. 16 სექტემბერი, 1991) — ბრაზილიელი მოდელი.

კარიერა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]კარიერა დაიწყო მაშინ, როდესაც ბებიამ გააცნო ანდერსონ ბაუმგარტნერი, Way Model Management-ის მფლობელი და ოჯახის მეგობარი.
მარლონმა იარა მრავალი შოუს პოდიუმზე, მათ შორის Chanel, Balmain, Emporio Armani, Dolce & Gabbana, DSquared², Roberto Cavalli, Jean Paul Gaultier და სხვა მრავალი, ასევე გახსნა Emporio Armani და Dior Homme-ის შოუები. მარლონი გამოჩნდა რამდენიმე ჟურნალის გარეკანზე — L'Officiel Hommes, Essential Homme, Fiasco, Made in Brazil, Client და Hercules. ამასთანავე, მონაწილეობა მიიღო მაღალი მოდის სარედაქციო გადაღებებში GQ, Vogue España, V, Elle, W Magazine-ისთვის გინიფერ გუდვინთან ერთად და Vanity Fair-ისთვის შაკირასთან ერთად.
2011 წელს ტეიშეირა გახდა Diesel-ის ახალი სუნამოს „Diesel Fuel for Life Denim Collection"-ის სახე ჰოლანდიელ მოდელ მარლოს ჰორსტთან ერთად. სარეკლამო კამპანია გადაიღო ტერი რიჩარდსონმა, ხოლო ვიდეოკამპანიის რეჟისორია მელინა მაცუკასი.
ადრე შედიოდა models.com-ის საუკეთესო 50-ეულში. ამჟამად models.com-ის საერთაშორისო მამრობითი სქესის მოდელების სიაში იკავებს პოზიციებს კატეგორიებში: Trending Men, Top Icons Men, Sexiest Men და Next Generation. 2015 წელს Yahoo-მ მას უწოდა „ყველაზე ცხელი მამრობითი მოდელი".
მარლონმა მონაწილეობა მიიღო ფილიპ კირკოროვის სამუსიკო ვიდეოში „თოვლი".
ჯილდოები:
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Muzt TV Awards 2012 (ფილიპ კირკოროვი — „თოვლი")
- Portugal Fashion Awards 2012 (საუკეთესო ახალი სახე მოდელირებაში: მარლონ ტეიშეირა)
- LIA Awards — ვერცხლი 2011 (Diesel Fuel for Life Denim Collection)
- Clio Awards — ბრინჯაო 2012 (Diesel Fuel for Life Denim Collection)
პირადი ცხოვრება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ტეიშეირას წინაპრები პორტუგალიური, იაპონური და ძირძველი ბრაზილიული წარმოშობისაა. ცხოვრობს პრაია-ბრავაში — იტაჟაი SC, თუმცა ბევრს მოგზაურობს. ადრე ცხოვრობდა ნიუ-იორკში.