მარლის სასახლე (პეტერგოფი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარლის სასახლე
Марли
Марли.JPG
კოორდინატები 59°53′19″N 29°53′47″E / 59.888611° ჩ. გ. 29.896389° ა. გ. / 59.888611; 29.896389
მდებარეობა პეტერგოფი, სანქტ-პეტერბურგი, რუსეთი
არქიტექტორი იოჰან ბრაუნშტეინი
სტილი ბაროკო
თარიღდება 1720-1723
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 7810406069

მარლის სასახლე (რუს. Марли) — მინიატურული პავილიონი-სასახლე პეტერგოფის სასახლის პარკის დასავლეთ ნაწილში.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სასახლემ თავისი სახელწოდება მიიღო 1717 წელს პეტრე I-ის მარლი-ლე-რუაში, საფრანგეთის მეფის რეზიდენციაში, სტუმრობის აღსანიშნავად. პეტერგოფის მარლი და გარშემო მდებარე ჭაობები და ბაღები არ ჰგავნან ფრანგულ პროტოტიპს.

თავდაპირველად მარლის სასახლე გამოიყენებოდა ცნობილი ადამიანების საცხოვრებლად, რომლებიც სტუმრობდნენ პეტერგოფს, მაგრამ XVIII საუკუნის შუა წლებში მას უკვე მემორიალური ხასიათი ჰქონდა. აქ დიდი ხნის განმავლობაში ინახებოდა პეტრე I-ის გარდერობი და სხვა პირადი ნივთები. სასახლის მთელი მომდევნო ისტორიის განმავლობაში მისი დანიშნულება არ შეცვლილა.

1899 წელს სასახლე მთლიანად დაშალეს, რათა აღედგინათ ახალ ფუნდამენტზე. აუცილებელი რადიკალური სამოშაოები გამოიწვია სასახლის კედლებზე გაჩენილმა ბზარებმა. სარესტავრაციო სამუშაოებს ხელმძღვანელობდა ინჟინერი ა. სემიონოვი[1].

სასახლე ძლიერ დაზიანდა დიდი სამამულო ომის დროს. ფასადების აღდგენა მოხდა მხოლოდ 1955 წელს და 1982 წელს მარლი, როგორც მუზეუმი, კვლავ გაიხსნა დამთვალიერებლებისათვის.

ამჟამად მარლის სამუზეუმო კოლექციაში წარმოდგენილია უნიკალური ექსპონატები: პეტრე I-ის საზღვაო შინელი, წიგნები მისი ბიბლიოთეკიდან, მაგიდა „აფსიდური“ დაფით და მისი პირადი ჭურჭელი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Раскин А. Г., Кючарианц Д. А. «Петергоф. Дворцы, музеи, парки, фонтаны». СПб, 2005.