მარლენ გორდეზიანი
იერსახე
მარლენ შალვას ძე გორდეზიანი (დ. 29 ივლისი, 1938, თბილისი) — ქართველი ბიოქიმიკოსი. საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის წევრ-კორესპონდენტი (1997). ბიოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი (1992), პროფესორი (1996).
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]1962 წელს დაამთავრა საქართველოს ზოოტექნიკური სავეტერინარო ინსტიტუტი. 1965 წლიდან მუშაობს ს. დურმიშიძის ბიოქიმიისა და ბიოტექნოლოგიურ ინსტიტუტში უმცროსი (1965), უფროსი (1971) და წამყვანი მეცნიერ მუშაკის თანამდებობებზე (1975). 1978 წლიდან იყო „ბიოლოგიური ჟანგვის“ ლაბორატორიის გამგე, მთავარი მეცნიერი თანამშრომელი (2003). მისი სამეცნიერო შრომები ეხება დაბინძურებული გარემოს ბიოლოგიური მეთოდებით აღდგენას. არის აკადემიკოს ს. დურმიშიძის სახელობის პრემიის ლაურეატი ბიოქიმიაში.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ბიოფიზიკური ქიმია და სოფლის მეურნეობა, თბ., 1971 (თანაავტ.: კ. გორდეზიანი, დ. უგრეხელიძე); ეკოლოგიის ქიმიური საფუძვლები, თბ., 2000 (თანაავტ. გ. კვესიტაძე);
- ბიოენერგეტიკა და ჟანგვითი პროცესების რეგულაცია თბ., 2004 (თანაავტ.: გ. ხატისაშვილი, ე. კირთაძე); მემბრანული ქსენობიოქიმია, თბ., 2005 (თანაავტ. გ. ხატისაშვილი).
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 2, თბ., 2012. — გვ. 106.