შინაარსზე გადასვლა

მარკ ელიზაროვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკ ელიზაროვი
დაბადების თარიღი 22 მარტი, 1863(1863-03-22)
სამარის გუბერნია
გარდაცვალების თარიღი 10 მარტი, 1919(1919-03-10)[1] (55 წლის)
სანქტ-პეტერბურგი[1]
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
საქმიანობა პოლიტიკოსი

მარკ ელიზაროვი (დ. 22 მარტი, 1863, ბესტუჟევკა — გ. 10 მარტი, 1919, პეტროგრადი) — რუსი რევოლუციონერი, ანა ელიზაროვა-ულიანოვას მეუღლე.

1886 წელს დაამთავრა სანქტ-პეტერბურგის უნივერსიტეტის ფიზიკა-მათემატიკის ფაკულტეტი. 1893 წელს გახდა რსდმპ-ის წევრი. პარტიულ მუშაობას ეწეოდა სანქტ-პეტერბურგში, მოსკოვსა და სამარაში. 1901 წლის აგვისტოში რსმპ-ის მოსკოვის კომიტეტში საქმიანობისთვის დააპატიმრეს და 2 წლით სიზრანში გადაასახლეს. 1905 წელს მონაწილეობდა სანქტ-პეტერბურგის მუშათა გაფიცვებში. 1909-1916 წლებში მუშაობდა სადაზღვევო საზოგადოებებში „სალამანდრა“ და „ვოლგა“. ოქტომბრის გადატრიალების შემდეგ იყო გზათა სახალხო კომისარი, და დაზღვევის საქმეების მთავარი კომისარი.

  1. 1 2 Елизаров Марк Тимофеевич // Большая советская энциклопедия: [в 30 т.] — 3-е изд. — Москва: Советская энциклопедия, 1969.