მარკ არიანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკ არიანი
ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 14 ნოემბერი, 1926(1926-11-14)[1] [2]
დაბ. ადგილი ვალანსი[2]
გარდ. თარიღი 30 ნოემბერი, 1985(1985-11-30)[3] [2] (59 წლის)
გარდ. ადგილი Ohain

მარკ მარკარიანი, ცნობილი როგორც მარკ არიანი (სომხ. Մարկ Արյան; დ. 14 ნოემბერი, 1926, ვალენსია, საფრანგეთი — გ. 30 ნოემბერი, 1985, ოჰაინი, ბელგია) — ფრანგი-ბელგიელი, წარმოშობით სომეხი მომღერალი, მუსიკებისა და მელოდიების მწერალი, აგრეთვე ჩანაწერების პროდიუსერი. საფრანგეთის მოქალაქე დაბადებიდან იყო, ხოლო ბელგიის მოქალაქეობა ხანგრძლივი ცხოვრების შედეგად შეიძინა.

დასაწყისი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკ არიანი დაიბადა 1926 წლის 14 ნოემბერს ლიბანელი სომეხი მშობლების ოჯახში, რომლებიც თურქეთიდან, მალატიიდან იყვნენ ჩამოსული. იგი მუსიკასა და ფორტეპიანოს ვალენსიაში სწავლობდა; ამ პერიოდშივე დაიწყო საკუთარი სიმღერების წერა. 1957 წელს დატოვა ვალენსია, რადგან პარიზში უკეთესი მუსიკალური შესძლებლობები არსებობდა. 1963 წელს გაემგზავრა ბელგიაში. შემდეგ მარკ არიანმა ბელგიაში დასახლება გადაწყვიტა; იგი ჯერ ვატერლოში, ხოლო შემდგომ ოჰაინში ცხოვრობდა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადგილობრივი წარმატების წლების შემდეგ (1964-1965), 1966-1969 წლები საერთაშორისო მასშტაბით მისთვის ყველაზე აყვავებული პირიოდი აღმოჩნდა. მარკ არიანი დიდი პოპულარობით სარგებლობდა შუა აღმოსავლეთში, განსაკუთრებით ლიბანსა და სირიაში, სადაც რამდენიმე სიმღერას სომხურ ენაზე მღეროდა; იგი პოპულარული იყო აღმოსავლეთ ევროპასა და ლათინურ ამერიკაშიც.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

დაიბადა 1926 წელს, ეთნიკურად სომეხ ოჯახში; იგი შვიდი შვილიდან მესამე იყო. მას უცხო ენებისადმი კარგი დამოკიდებულება გააჩნდა: შეეძლო რამდენიმე ენაზე საუბარი (9-მდე ენა). მისი სიყვარული მუსიკისადმი ძალიან ადრეულ ასაკში გამოჩნდა. თავდაპირველად იგი მამას ბიზნესში ეხმარებოდა: შუა აღმოსავლურ საკვებს ყიდდა. სუ რაღაც 18 წლის ასაკში, იგი ძალიან ავად გახდა, მამის ბიზნესი მიატოვა და სრულიად მუსიკაზე კონცენტრირდა; განსაკუთრებული წარმატება ბელგიაში გადასვლის შემდეგ ჰპოვა.

მარკ არიანი გარდაიცვალა 1985 წლის 30 ნოემბერს, ბელგიაში. გარდაცვლისას იგი სულ რაღაც 59 წლის იყო. დაწერილი აქვს 200-ზე მეტი მუსიკა. გაუგებრობა იყო მისი დაბადების თარიღზე:ფიქრობდნენ რომ იგი 1935 წელს დაიბადა, თუმცა საფლავის ქვაზე დაბადების თარიღად 1926 წელი აწერია.

მისი საუკეთესო სიმღერები 1974 წელს ორმაგ CD კოლექციაში გამოვიდა და კვლავ გაყიდვების ტოპ ათეულში მოხვდა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 2.2 Fichier des personnes décédées
  3. Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.