მარკუს პონტესი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარკუს პონტესი

მარკუს სეზარ პონტესი (პორტ. Marcos Cesar Pontes; დ. 11 მარტი, 1963) — ბრაზილიელი პილოტი, რომელიც მსახურობდა ბრაზილიის საჰაერო ძალებში, ასევე იყო ბრაზილიის კოსმოსური სააგენტოს ასტრონვტი. 2006 წლის 30 მარტს მარკუსმა მონაწილეობა მიიღო Soyuz TMA-8 მისიაში, რითაც იგი ბრაზილიაში და მთელს ლუზოფონიაში პირველი ადამიანი გახდა, რომელიც კოსმოსში გაფრინდა. მარკუსი ერთადერთი ბრაზილიელია, რომელმაც ნასას ასტრონავტთა მომზადების პროგრამა გაიარა, მას შემდეგ რაც ნასას კოსმოსური შატლის პროგრამას პრობლემები შეექმნა, მარკუსის სასწავლებლად (მოსამზადებლად) რუსეთში გადავიდა. იგი დაქორწინებულია და ჰყავს ორი შვილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]