მარკუს ავრელიუსის სვეტი
| მარკუს ავრელიუსის სვეტი | |
|---|---|
|
| |
| ქვეყანა |
|
| მდებარეობა და ფუნქცია | |
| მდებარეობა |
|
| აშენების წელი | 193 წ. |
| თარიღდება | II ს. |
![]() | |
მარკუს ავრელიუსის სვეტი (ლათ. Columna Centenaria Divorum Marci et Faustinae; იტალ. Colonna di Marco Aurelio) — რომაული გამარჯვების სვეტი, მდებარეობს პიაცა კოლონაზე, რომში, იტალიაში. დორიული სვეტი, გაფორმებული სპირალური რელიეფით, აგებულია რომის იმპერატორ მარკუს ავრელიუსის პატივსაცემად და შექმნილია ტრაიანეს სვეტის მოდელზე. მიძღვნილი იმპერატორსა და მისი სამხედრო კამპანიებისადმი ბარბაროსთა ომების დროს, ძეგლი წარმოადგენს მისი მეფობის (161-180 წწ.) მოწმობას.
კონსტრუქცია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მას შემდეგ რაც თავდაპირველი ეპიგრაფი განადგურდა, უცნობია, აშენდა იგი იმპერატორის მეფობის დროს (მარკომანების, კვადებისა და სარმათების წინააღმდეგ გამარჯვების შემდეგ 176 წელს) თუ მისი გარდაცვალების შემდეგ 180 წელს; თუმცა, როგორც ახლომდებარე ეპიგრაფი მოწმობს, რომ სვეტი დასრულდა 193 წლისთვის.
ძველი რომის ტოპოგრაფიული თვალსაზრისით, სვეტი იდგა კამპუს მარციუსის ჩრდილოეთ ნაწილში, მოედნის ცენტრში. ეს მოედანი მდებარეობდა ადრიანესა (სავარაუდოდ, ადრიანეუმი) და მარკუს ავრელიუსის ტაძარს შორის (რომელიც მისმა ვაჟმა კომოდუსმა მიუძღვნა, და რომლისგანაც ახლა არაფერი დარჩა - სავარაუდოდ, მდებარეობდა პალაცო ვედეკინდის ადგილზე), ან მისი წმინდა ტერიტორიის ფარგლებში, რომლისგანაც ახლა არაფერია დარჩენილი.
სვეტი 29,6 მეტრი (97 ფუტი) სიმაღლისაა, 10,1 მეტრიან (33 ფუტი) ბაზაზე, რომელიც თავის მხრივ თავდაპირველად 3 მეტრიან (9,8 ფუტი) პლატფორმაზე იდგა - სვეტი სულ 39,7 მეტრს (130 ფუტი) აღწევს. [1] ბაზის დაახლოებით 3 მეტრი მიწის ქვეშ იყო, 1589წლის აღდგენის შემდეგ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Beckmann, Martin (2011). The Column of Marcus Aurelius. The Genesis and Meaning of a Roman Imperial Monument. Chapel Hill: University of North Carolina Press. ISBN 978-0-8078-3461-9.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ Height of shaft, base and above ground: Jones 2000 p. 220
