მარკო ჰიეტალა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარკო ჰიეტალა
Marco Tapani Hietala.jpg
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მარკო ტაპანი ჰიეტალა
დაიბადა 14 იანვარი, 1966 (1966-01-14) (52 წლის)
ტერვო, ფინეთი
წარმოშობა ფინელი
ჟანრ(ებ)ი სიმფონიური მეტალი, პაუერ მეტალი, მძიმე მეტალი
საქმიანობა მომღერალი, სიმღერების ავტორი, პროდიუსერი
ინსტრუმენტ(ებ)ი გიტარა, ვოკალი, ბას გიტარა,
აქტიური 1982- დღემდე
ასოციაციები Nightwish, Tarot, Northern Kings, Sapattivuosi, Sinergy, Delain, Amorphis

მარკო ტაპანი ჰიეტალა(დ. 14 იანვარი, 1966) — ფინელი ბას გიტარისტი, მომღერალი და კომპოზიტორი. ცნობილია როგორც ფინური სიმფონიურ მეტალ ჯგუფ Nightwish-ის კაცი ვოკალი და ბას-გიტარისტი.Nightwish-მა 1997 წელს ჩაწერა პირველი სტუდიური ალბომი Angels Fall First. 1998 წელს ჯგუფიდან წავიდა ბას-გიტარისტი სამი ვანსკა და მის მაგიერ მიიღეს გიტარისტ-ვოკალისტი მარკო ჰიეტალა.Nightwish ყველაზე ცნობილი და წარმატებული ჯგუფია ფინეთში და მსოფლიო მასშტაბით 7 მილიონზე მეტი დისკი აქვს რეალიზებული; მიღებული აქვს 11 ოქროსა და 11 პლატინის ჯილდო (დისკები). Nightwish-ის ალბომები მსოფლიოს მასშტაბით გაიყიდა 5,5 მილიონი ასლის ოდენობით. იგი ასევე არის ჯგუფ tarot-ის ვოკალი და ბას-გიტარისტი

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკო თავის ოთხ და-ძმას შორის უფროსია. 15 წლამდე იგი ცხოვრობდა ტერვოში ფინეთის 2,500 კაციან ქალაქში. სიმღერა დაიწყო 11 წლის ასაკში, ხოლო გიტარაზე დაკვრა 12 წლისამ. 13 წლის უკვე იყო სკოლის ბენდ "Sabotage"-ში სადაც ბასთან ერთად ასევე ვოკალიც იყო.15 წლის ასაკში საცხოვრებლად გადავიდა ქალაქ კუოპიოში.კუოპიოში მივიდა მუსიკალურ სკოლაში სადაც სწავლობდა კლასიკურ გიტარას, ვოკალს და მუსიკალურ თეორიას, სამი წლის განმავლობაში. წელიწადნახევრის განმავლობაში მარკო ასევე სწავლობდა ოულუნკილას პოპის და ჯაზის კონსერვატორიაში. შემდგომ შეურთდა ჯგუფ tarot-ს და 1986 გამოსცა პირველი ალბომი .tarot დღესდღეობითაც არსებობს და ტარდება კონცერტები როდესაც Nightwish არ აქვს დატვირთული გრაფიკი.მარკოს ტუომას ჰოლოპაინენმა 2001 წლის ნოემბრის საღამოს დაურეკა და შესთავაზა რომ ჩაენაცვლებინა სამი ვანსკა და ასევე ემღერა ჯგუფში. მარკო დათანხმდა ამ შემოთავაზებას და დღემდე რჩება Nightwish-ის წევრად.

დისკოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Searchtool-80%.png მთავარი სტატია : Nightwish.

Tarot[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Northern Kings[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sapattivuosi[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Sinergy[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

Commons-logo.svg
ვიკისაწყობში? არის გვერდი თემაზე: