მარკო პოგაჩნიკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარკო პოგაჩნიკი (1969)

მარკო პოგაჩნიკი (დ. 11 აგვისტო, 1944. კრანი, სლოვენია, იუგოსლავია.) — სლოვენი სკულპტორი და მწერალი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარკო პოგაჩნიკმა ლუბლიანას ხელოვნების აკადემია 1967 წელს დაასრულა. ის იყო ნეო-ავანგარდული მიმდინარეობის OHO-ს თანადამფუძნებელი,[1] რომლის წევრებიც არიან ასევე ტომაჟ შალამუნი და სლავოი ჟიჟეკი. 1980-იან წლებში ის იყო შემოქმედების ჰოლისტური ხედვით გატაცებული. ის ამტკიცებდა ,რომ შეიმუშავა დედამიწის მკურნალობის აკუნკტურის მსგავსი მეთოდი, რისთვისაც ის ლანდშაფტზე სვეტებს გარკვეულ პოზიციებზე არჭობდა.[1]

1991 წელს მან შეიმუშავა სლოვენიის გერბის ოფიციალური დიზაინი. 2006 წელს ის შეუერთდა მოძრაობას სამართლიანობისა და განვითარებისათვის. რომლის ლიდერიც იყო, სლოვენიის პრეზიდენტი იანეს დრნოვშეკი.

ის ცხოვრობს და მუშაობს სოფელ შემპასში, ვიპავას ხეობაში. ნოვა-გორიცას მუნიციპალიტეტში, სადაც ის ცხოვრობს, ბევრი მისი ნამუშევარია წარმოდგენილი. მათში ყველაზე ცნობილია გორიცასა და სოლკანის პირველი ხსენებიდან 1000 წლისთავისთვის მიძღვნილი მონუმენტი, რომელიც დგას ქალაქ ნოვა-გორიცას ცენტრში.

2008 წლიდან მისი ერთი მონუმენტების ჯგუფი სახელად ევროპის ჰოლოგრამა (სლოვენ. Hologram Evrope) დგას ლუბლიანაში.[1]

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1991 წელს მარკო პოგაჩნიკმა მისი ნამუშევრებისთვის მიიღო პრეშერენის ჯილდო (შემოქმედების უმაღლესი ჯილდო სლოვენიაში).[1] 2008 წელს მიიღო იაკოპიჩის ჯილდო (სლოვენიაში მხატვრების მთავარი ჯილდო).[1] ის ორჯერ იყო წარდგენლი სწორი ცხოვრების წესის პრემიაზე.[1]

პუბლიკაციები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Nature Spirits and Elemental Beings - Working with the Intelligence in Nature (Findhorn Press, Scotland, 1996).

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. 1.0 1.1 1.2 1.3 1.4 1.5 Megla, Maja. “Lov na čarovnike: poziv k linču umetnika Marka Pogačnika“, 20 September 2011. (Slovene)