მარკო ბელტრამი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარკო ბელტრამი
Marco Beltrami.JPG
ბელტრამი San Diego Comic-Con 2013-ზე
ბიოგრაფია
ნამდვილი სახელი მარკო ედვარდ ბელტრამი
დაიბადა 7 ოქტომბერი, 1966 (1966 -10-07) (52 წლის)
ლონგ-აილენდი, ნიუ-იორკი, აშშ
ჟანრ(ებ)ი კინომუსიკა
საქმიანობა კომპოზიტორი
აქტიური 1994–დღემდე

მარკო ედვარდ ბელტრამი (ინგლ. Marco Edward Beltrami; 7 ოქტომბერი, 1966) — ამერიკელი კინოკომპოზიტორი და დირიჟორი, რომელიც ყველაზე მეტად ცნობილია საშინელებათა ფილმების მუსიკის შექმნით, ისეთების როგორებიცაა „კივილი“ (1996), „ფაკულტეტი (1998), „ბოროტების სავანე“ (2002), „ნუ გეშინია სიბნელის“ (2010), „ქალი შავებში“ (2012). მას დიდხნიანი მეგობრობა და თანამშრომლობა აკავშირებდა რეჟისორ უეს კრეივენთან. ბელტრამმა შექმნა კრეივენის 7 ფილმისთვის მუსიკა, მათ შორის „კივილის“ მთლიანი ფრენჩაიზის მუსიკა (1996-2011). გარდა ამისა, იგი თანამშორმლობდა სხვადასხვა რეჟისორებთან, მათ შორისაა ოსკაროსანი გილერმო დელ ტორო.[1]

ბელტრამი დაიბადა ლონგ-აილენდში, ნიუ-იორკში, იტალიური და ბერძნული წარმოშობის ოჯახში.[2] დაამთავრა ბრაუნის უნივერსიტეტი და იელის მუსიკის სკოლა. პირველი მუსიკა შექმნა რეჟისორ ჯო კოპოლეტის ფილმისთვის „Death Match“, ხოლო აღიარება მოუტანა ფილმ „კივილისთვის“ დაწერილმა ნამუშევარმა.

ბელტრამს მიღებული აქვს ოსკარის ორი ნომინაცია და სატელიტის ერთი ჯილდო.[3] მას აგრეთვე შექმნილი აქვს მუსიკა ფილმებისთვის: „ჰელბოი (2004), „მსოფლიო ომი Z“ (2013), „სამურავი“ (2013), „ლოგანი“ (2017) და სხვა.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Clemmensen, Christian. Marco Beltrami (1966–). Filmtracks.com. წაკითხვის თარიღი: 11 მაისი, 2012.
  2. Archived copy. დაარქივებულია ორიგინალიდან - 2009-08-06. წაკითხვის თარიღი: 2011-03-21.
  3. Clemmensen, Christian. (7 ივლისი, 2011) Soul Surfer (Marco Beltrami). Filmtracks.com. წაკითხვის თარიღი: 11 მაისი, 2012.