შინაარსზე გადასვლა

მარკების მუზეუმი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარკების მუზეუმი
39°56′25″ ჩ. გ. 32°51′07″ ა. გ. / 39.94028° ჩ. გ. 32.85194° ა. გ. / 39.94028; 32.85194
დაარსდა 2013 წელი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
მდებარეობა ალთინდაღის რაიონი და ანკარის პროვინცია
ოფიციალური საიტი http://www.pttpulmuzesi.gov.tr
Map

მარკების მუზეუმი (თურქ. Pul Müzesi) — მუზეუმი ანკარაში, თურქეთში.

მუზეუმი მდებარეობს ანკარის ულუს უბანში. მუზეუმის შენობა იყო ყოფილი ბანკის - ემლაკ ვე ეითამ ბანკის შტაბ-ბინა. იგი დაგეგმა კლემენს ჰოლცმაისტერმა, ცნობილმა ავსტრიელმა არქიტექტორმა და აშენდა 1933-34 წლებში.[1] ეს არის ხუთსართულიანი შენობა საერთო ფართობით 6,500 კვადრატული მეტრი (70,000 კვადრატული ფუტი). მას შემდეგ, რაც ბანკი 1946[2] წელს სხვა ბანკს შეუერთდა, შენობა გადაეცა თურქეთის PTT-ს. 2013 წელს რეკონსტრუქციის შემდეგ შენობა საზოგადოებისთვის გაიხსნა როგორც მარკების მუზეუმი.

მუზეუმში წარმოდგენილია თურქული და ოსმალური, ასევე ზოგიერთი უცხოური საფოსტო მარკა.[1]T ასევე არის თემატური კოლექციები, რომლებიც ქვემოთაა ჩამოთვლილი:[3]

კულტურული მემკვიდრეობა
ათათურქი (თურქეთის დამფუძნებელი)
ტრანსპორტი
სპორტი
ბუნება
ტურიზმი