მარი ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარი ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელი
წოდებები
ბერის ჰერცოგინია
დაიბადა 20 აგვისტო, 1695
გარდაიცვალა 21 ივლისი, 1719, (23 წლის)
საგვარეულო ორლეანელები
მეუღლე(ები) შარლი, ბერის ჰერცოგი
შვილ(ებ)ი შარლი, ალენსონის ჰერცოგი
მარი ლუიზ ელიზაბეტი
მამა ფილიპ II, ორლეანის ჰერცოგი
დედა ფრანსუაზ მარი დე ბურბონი
ხელმოწერა
რელიგია კათოლიციზმი

მარი ლუიზ ელიზაბეტ ორლეანელი (ფრანგ. Marie Louise Élisabeth d'Orléans; დ. 20 აგვისტო, 1695 — გ. 21 ივლისი, 1719) — ორლეანელთა დინასტიის წარმომადგენელი. ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და ფრანსუაზ მარი დე ბურბონის უფროსი ქალიშვილი. ბერის ჰერცოგინია როგორც შარლ დე ბურბონის მეუღლე.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი ლუიზ ელიზაბეტი დაიბადა 1695 წლის 20 აგვისტოს ვერსალის სასახლეში. იგი იყო ორლეანის ჰერცოგ ფილიპ II-ისა და მისი ცოლის, ფრანსუაზ მარი დე ბურბონის პირველი ქალიშვილი. აღსანიშნავია, რომ ფილიპ II ჰერცოგ ფილიპ I-ის ვაჟი იყო, ხოლო ფრანსუაზ მარი საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის უკანონო ასული იყო, რის გამოც მისი მშობლები ერთმანეთს ღვიძლ ბიძაშვილებად ერგებოდნენ, როგორც მეფე ლუი XIII-ის შვილიშვილები. ასეთი წარმომავლობის გამო იგი ბავშვობიდანვე იზრდებოდა სამეფო კარზე.

1710 წლის 6 ივლისს, 14 წლის მარი ლუიზ ელიზაბეტი დააქორწინეს საფრანგეთის მეფე ლუი XIV-ის ვაჟის, დოფინ ლუი დე ბურბონისა და მარია ანა ვიქტორია ბავარიელის უმცროს ვაჟზე, ბერის ჰერცოგ შარლ დე ბურბონზე.

მიუხედავად იმისა, რომ მან ორი ბავშვი გააჩინა, ისინი ჩვილობაშივე დაიღუპნენ, რის გამოც ხალხი მათ მაინც უნაყოფოებად მიიჩნევდა. 1714 წელს შარლი გარდაიცვალა, დაქვრივებული და ახალგაზრდა მარი ლუიზ ელიზაბეტი კი ერთობ აღვირახსნილ ცხოვრებას იწყებს ვერსალში. მალევე იგი უცნობი საყვარლისგან დაორსულდა, რასაც დიდი სკანდალი მოჰყვა. რამდენადაც ცნობილია იგი ჩუმად ამშობიარეს სარდაფში, ბავშვის ბედი კი ყველასათვის უცნობია. 1719 წლის აპრილში მან კიდევ ერთი ბავშვი გააბა თავისი საყვარლის, რიომის გრაფ არმან დე აიდიკისგან. რამდენადაც ცნობილია, ამ ორსულობამ გაანადგურა მისი ჯანმრთელობა, რასაც 1719 წლის 21 ივლისს, 23 წლის მარი ლუიზ ელიზაბეტის გარდაცვალება მოჰყვა.

წინაპრები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Soulié, Dussieux et Feuillet de Conches (éds.) Journal du Marquis de Dangeau avec les additions du duc de Saint-Simon, Paris, Firmin Didot 1860, vol 18, 1719-1720, p.87
  • Charles-Pinot Duclos: Œuvres complètes, vol. 5, Paris, Colnet, 1806, p. 401
  • E. de Barthélémy (ed.), Gazette de la Régence. Janvier 1715-1719, Paris, 1887, p.196.
  • Françoise Weil (ed.), Lettres de Paris à un diplomate hollandais, Champion-Slatkine, Paris & Geneva, 2004, p. 384.
  • Jay Caplan, In the King's Wake : Post-Absolutist Culture in France. University of Chicago Press, 1994, p.50-51.
  • Émile Raunié (ed.), Chansonnier historique du XVIIIème siècle: recueil Clairambault-Maurepas, Paris, 1880, pp.36-38.