შინაარსზე გადასვლა

მარი ლოურენცინი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარი ლოურენცინი
დაიბადა 31 ოქტომბერი, 1883(1883-10-31)[1] [2] [3] [4] [5] [6] [7] [8] [9] [10] [11] [12] [13] [14]
დაბადების ადგილი 10th arrondissement of Paris
გარდაიცვალა 8 ივნისი, 1956(1956-06-08)[1] [2] [15] [4] [5] [6] [8] [9] [10] [11] [13] [14] (72 წლის)
გარდაცვალების ადგილი 7th arrondissement of Paris[16]
ჟანრი პორტრეტი და floral painting
საიტი http://www.marielaurencin.com

მარი ლოურენცინი (ფრანგ. Marie Laurencin, დ.31 ოქტომბერი, 1883 — გ. 8 ივნისი, 1956) — ფრანგი მხატვარი, ფერმწერი, თეატრის დიზაინერი და გრავიორი.[17]

მარის დედა, პოლინ მელანი ლოურენცინი, მკერავი იყო. მარი ესწრებოდა გაკვეთილებს Lamartine Lycée-ში, შემდეგ სწავლობდა ფაიფურის ფერწერას სევრში მადლენ ლემერთან.[18] მან სწავლა დაიწყო ამბერის აკადემიაში, სადაც გაიცნო ჟორჟ ბრაკი. 1907 წელს პიკასომ იგი გიომ აპოლინერს გააცნო. მათი ვნებიანი რომანი 1912 წლამდე გაგრძელდა. მან მარი ლოურენცინს ლექსები მიუძღვნა და შთააგონა ის დაეხატა „აპოლინერი და მისი მეგობრები“ (1912), რომელთა შორის იყვენე პიკასო და გერტრუდა სტეინი. იგი ფერწერის პარალელურად სწავლობდა გრავიურას ჟან-ემილ ლაბურერთან.

1914 წლის ივნისში იგი დაქორწინდა ბარონ ოტო ფონ ვატიენზე, რომელიც გაიცნო წინა წელს მონპარნასში. წყვილი ომის დაწყებიდან მალევე ესპანეთში გაემგზავრა, ჯერ მადრიდში, შემდეგ მალაგასა და ბარსელონაში. მან დიდი მხარდაჭერა მიიღო მეგობრისგან, ნიკოლ გროლტისგან (მოდის დიზაინერი, ცნობილი პოლ პუარეს და), რომელთანაც მიმოწერა ჰქონდა გადასახლების დროს. პარალელურად მარიმ დაწერა თავისი პირველი ლექსები, რომლებიც შევიდა კრებულში „ღამის ბლოკნოტი“. ფრენსის პიკაბიას წყალობით მარი მადრიდში შეხვდა სონია და რობერტ დელონებს.

„ორი და“ 1931 წელი სერბეთის ნაციონალური მუზეუმი
„პოეტის შთაგონების მუზა“ 1909 წელი კარიკატურა

1920 წელს იგი დაბრუნდა პარიზში, განქორწინდა და დამოუკიდებლად დაიწყო მხატვრის კარიერის მოწყობა. ამ პერიოდში ნაყოფიერად თანამშრომლობს მრავალ პოეტთან და მწერალთან, რომელთა ნაწარმოებებისთვის ქმნის ილუსტრაციებს. მათ შორის არიან ანდრე ჟიდი, პოლ მორანი, ჟაკ დე ლაკრეტელი, მაქს ჟაკობი, სენ-ჟონ პერსი, მარსელ ჟუანდო, ჟან კოქტო, ჟან პოლანი, სომერსეტ მოემი და მრავალი სხვა. მარი ლოურენცინმა ასევე შექმნა ბალეტისა და თეატრის დეკორაციები, მათ შორის დიაგილევის რუსული ბალეტებისთვის. მის ნამუშევრებს, 1925 წლის დეკორატიული ხელოვნების გამოფენაზე, საზოგადოების აღფრთოვანება მოჰყვა. მხატვარმა შემდგომში შთაგონება იპოვა დაზგურ ფერწერაში. 1929 წლის ეკონომიკური კრიზისის შემდეგ, მან დაიწყო მასწავლებლად მუშაობა აკადემია XVI-ში. ასაკის მატებასთან ერთად მისი მხედველობა გაუარესდა.

მარი მუშაობდა გრავიურასა და ხეზე კვეთაზე, აფრიკული სკულპტურის გავლენით (1924), ქმნიდა ილუსტრაციებს და დეკორაციებს „კომედი-ფრანსეზისთვის“ (1928) და სერგეი დიაგილევის რუსული ბალეტისთვის (1924), წერდა ლექსებს ლუიზ ლალანის ფსევდონიმით, მაგრამ ის ყველაზე ცნობილია თავისი ნახატებით, რომლებიც აერთიანებს მე-18 საუკუნის როკოკოს მოტივებს და სპარსულ და მონღოლურ მინიატურების სტილს. ღია ვარდისფერი და ლურჯი ტონების მოყვარულმა მარი ლოურენცინმა შექმნა ქალებისა და ბავშვების მრავალი პორტრეტი და ასევე მას იზიდავდა ცირკის პერსონაჟების ხატვა.

იგი დაკრძალულია პერ-ლაშეზის სასაფლაოზე.[19]

1985 წელს, ტოკიოში მხატვრის მუზეუმი გახსნა იაპონელმა მეწარმემ მაზაჰირო ტაკანომ. 2011 წელს მუზეუმი დაიხურა ხელმძღვანელების ცვლილების შემდეგ და ხელახლა გაიხსნა 2017 წლის ივლისში. მუზეუმის კოლექცია ამჟამად შეიცავს ლორენცინის 600-ზე მეტ ნამუშევარს, მათ შორის ფერწერას, უამრავ ნახატსა და აკვარელს, გრავიურებსა და წიგნების ილუსტრაციებს.[20]

მარი ლორენცინის ნამუშევრები ასევე წარმოდგენილია ლონდონის Tate Gallery-ში, ბირმინგემის მუზეუმის სამხატვრო გალერეაში (ალაბამა), Roger-Quillau-ს მუზეუმში კლერმონ-ფერანში და პარიზის Musée de l'Orangerie-ში.

საინეტერესო ფაქტები

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მსახიობის სახელი მოხსენიებულია ფრანგი მომღერლის ჯო დასენის ცნობილ სიმღერაში „L'Été indien“ (ინდური ზაფხული). „...შენს გრძელ კაბაში მარი ლორენცინის აკვარელს ჰგავდი.“

ლოურენცინის შემოქმედებისადმი ინტერესის ახალი ტალღა გამოიწვია 2011 წელს, ფრანგი მწერლისა და ჟურნალისტის, ბერნარ მეიერ-სტაბლის მიერ დაწერილმა მხატვრის ბიოგრაფიის გამოქვეყნებამ.

2013 წლის გაზაფხულზე, პარიზში, Marmottan Monet-ის მუზეუმში გაიმართა მარი ლოურენცინის ნამუშევრების გამოფენა, რომელმაც ხელახლა აღმოაჩინა მხატვრის ნამუშევრები ფართო საზოგადოებისთვის.

რეჟისორ ფერნანდო კოლომო გომესის ფილმში „La Banda Picasso“ (2012) მარი ლორენცინის როლს ასრულებს ფრანგი მსახიობი ლუიზ მონო.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. 1.0 1.1 Bibliothèque nationale de France BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. 2.0 2.1 Marie Laurencin
  3. Marie Laurencinministère de la Culture.
  4. 4.0 4.1 Marie LaurencinOUP, 2006. — ISBN 978-0-19-977378-7
  5. 5.0 5.1 Encyclopædia Britannica
  6. 6.0 6.1 SNAC — 2010.
  7. Itaú Cultural Enciclopédia Itaú CulturalSão Paulo: Itaú Cultural, 2001. — ISBN 978-85-7979-060-7
  8. 8.0 8.1 FemBio database
  9. 9.0 9.1 Discogs — 2000.
  10. 10.0 10.1 Laurencin, Marie // Grove Art Online / J. Turner[Oxford, England], Houndmills, Basingstoke, England, New York: OUP, 2017. — doi:10.1093/GAO/9781884446054.ARTICLE.T049597
  11. 11.0 11.1 GeneaStar
  12. Delarge J. Le DelargeParis: Gründ, Jean-Pierre Delarge, 2001. — ISBN 978-2-7000-3055-6
  13. 13.0 13.1 Roglo — 1997. — 10000000 ეგზ.
  14. 14.0 14.1 The Fine Art Archive — 2003.
  15. Marie Laurencin — 2008.
  16. https://www.lemonde.fr/archives/article/1956/06/11/marie-laurencin-la-fauvette-du-cubisme_2259654_1819218.html
  17. Maurice Raynal, Modern French Painters, Ayer Publishing, ISBN 978-0-405-00735-4.
  18. Bertrand Meyer-Stabley, Marie Laurencin, c. 84, Pygmalion, Paris, 2011, ISBN 978-2-7564-0430-1
  19. Marie Laurencin (1883—1956) — Find A Grave Memorial. ციტირების თარიღი: 2012-06-07
  20. Музей Мари Лорансен. ციტირების თარიღი: 2019-05-15