შინაარსზე გადასვლა

მარი კონდო

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარი კონდო
იაპონ. 近藤 麻理恵[1]
დაბადების თარიღი 9 ოქტომბერი, 1984(1984-10-09)[2] [3] (41 წლის)
დაბადების ადგილი ტოკიო, იაპონია[4]
საქმიანობა მწერალი, consultant[5] , არამხატვრული მწერალი, ტელეწამყვანი, აღმასრულებელი პროდიუსერი, influencer და ავტორი[5]
ენა იაპონური ენა
მოქალაქეობა  იაპონია
ალმა-მატერი Friends School და ტოკიოს ქალთა ქრისტიანული უნივერსიტეტი
Magnum opus The Life-Changing Magic of Tidying Up
ჯილდოები Time 100
საიტი konmari.com

მარი კონდო (იაპონ. 近藤 麻理恵, Kondō Marie; დ. 9 ოქტომბერი, 1984[6]) — იაპონელი ორგანიზების კონსულტანტი, ავტორი და ტელეწამყვანი[7].

კონდომ დალაგებაზე ოთხი წიგნი დაწერა, რომლებიც ჯამში მილიონობით ეგზემპლარად გაიყიდა მთელ მსოფლიოში. მისი წიგნები თარგმნილია იაპონურიდან რამდენიმე ენაზე, და მისი წიგნი „დალაგებულ ცხოვრებაზე გარდამტეხი ჯადოსნობა“ (The Life-Changing Magic of Tidying Up) (2011) გამოქვეყნებულია 30-ზე მეტ ქვეყანაში[8] . ის ბესტსელერი იყო იაპონიასა და ევროპაში, ხოლო ამერიკის შეერთებულ შტატებში გამოიცა 2014 წელს[7].

2015 წელს კონდო TIME-ის მიერ შედგენილ მსოფლიოს 100 ყველაზე გავლენიან ადამიანს შორის დაასახელეს[9].

ამერიკის შეერთებულ შტატებსა და დიდ ბრიტანეთში კონდოსა და მისი მეთოდების პოპულარობა მნიშვნელოვნად გაიზარდა 2019 წელს გამოსული Netflix-ის სერიალის Tidying Up with Marie Kondo წარმატების წყალობით. აღნიშნულმა შოუმ მას მოუტანა Primetime Emmy Award-ის ნომინაცია რეალითი ან საკონკურსო პროგრამის საუკეთესო წამყვანის კატეგორიაში[10][11]. იმავე წელს კონდომ გახსნა ონლაინ მაღაზია სახელწოდებით KonMari.[12] 2021 წლის აგვისტოში Netflix-მა გამოსცა სერიალის გაგრძელება Sparking Joy with Marie Kondo.

ადრეული ცხოვრება

კონდო დაიბადა 1984 წლის 9 ოქტომბერს, ოსაკაში, იაპონიაში.[13] მას ჰყავს უფროსი ძმა და უმცროსი და.

კონდოს თქმით, სისუფთავისადმი მისი ინტერესის ფორმირება ხუთი წლის ასაკში დაიწყო, როდესაც ტოკიოში ფენ-შუი ტრენდული გახდა[14], იაპონიაში მის ანალოგს ფუსუი ეწოდება[15]. მისი დედა იყენებდა ამ მეთოდს[14] , თუმცა კონდოს თვალით მისი სახლი მაინც არ იყო საკმარისად სუფთა, რათა ფენ-შუის ეფექტი ჰქონოდა.

ამ მიზეზით, კონდომ უკვე ამ ასაკში დაიწყო დალაგების პროცესის განხორციელება, რათა დედას დახმარებოდა[14][8].

კონდო 2015 წელს, ირლანდიის ქალაქ დუბლინში გამართულ Sportsfile Web Summit-ზე

განათლება და კარიერა

კონდო სწავლობდა ჩუოს რაიონის ჰისამაცუს დაწყებით სკოლაში[16]. შემდეგ კი გააგრძელა სწავლა ტოკიოს მინატოს რაიონში, მითას უბანში მდებარე კერძო კვაკერულ სკოლაში Friends Girls Junior & Senior High School[16].

საბაზო სკოლაში კონდო იპარებოდა საკლასო ოთახში, რათა წიგნის თაროები დაელაგებინა, მაშინ როცა მისი თანაკლასელები ფიზკულტურის გაკვეთილზე თამაშობდნენ[17]. ყოველ ჯერზე, როცა საკლასო პოზიციებზე ნომინაციები ტარდებოდა, კონდო არასდროს ირჩევდა კლასის წარმომადგენლობას ან ცხოველების მომვლელის როლს. მის სურვილს მხოლოდ ერთი რამ წარმოადგენდა წიგნის თაროების მმართველი ყოფილიყო, რათა დალაგება გაეგრძელებინა.

ის ამბობს, რომ ერთ დღეს დალაგების პროცესში გონება დაკარგა: „შეპყრობილი ვიყავი იმით, რა შეიძლებოდა გადამეყარა. ერთ დღეს, რაღაცნაირი ნერვული შემოტევა მქონდა და გონება დავკარგე. ორი საათის განმავლობაში უგონოდ ვიწექი. როცა გამოვფხიზლდი, თითქოს სასუფევლის ღმერთის მსგავსი იდუმალი ხმა გავიგონე, რომელიც მირჩევდა, უფრო ყურადღებით შემეხედა ჩემი ნივთებისთვის, და მაშინ გავიაზრე ჩემი შეცდომა: მე მხოლოდ იმ ნივთებზე ვიყავი ორიენტირებული, რისი გადაყრაც შეიძლებოდა. სინამდვილეში კი უნდა მეპოვა ის, რაც მინდოდა დამეტოვებინა. უნდა ამომერჩია ის რაც მახარებდა აი, სწორედ ეს არის დალაგების ჭეშმარიტი არსი.“

კონდომ საკუთარი ორგანიზების საკონსულტაციო ბიზნესი დააარსა 19 წლის ასაკში, როდესაც ტოკიოს ქრისტიან ქალთა უნივერსიტეტში სოციოლოგიას სწავლობდა[18]. საბაკალავრო კურსის ბოლო წელს მან დაწერა თავისი ნაშრომი, სახელწოდებით: „დალაგება გენდერის პერსპექტივიდან“.[19]

კონდომ ხუთი წელი იმსახურა შინტოისტურ ტაძარში მსახურ ქალად.

კონდოს ორგანიზების მეთოდი ცნობილია როგორც KonMari მეთოდი. ის გულისხმობს ადამიანის ყველა ნივთის შეკრებას — ერთი კატეგორიის ფარგლებში ერთდროულად, შემდეგ კი დატოვებას მხოლოდ იმ საგნების, რომლებიც იწვევენ „მხიარულ განცდას“ (იაპონურად: ときめく tokimeku — რაც ითარგმნება როგორც "გული აგიფეთქდეს", "გაგიფრიალდეს", ან "გაგიფანცქალდეს")[20] . ამის შემდეგ, თითოეულ ნივთს განესაზღვრება მუდმივი ადგილი — სადაც ის უნდა ინახებოდეს[21]. კონდო გვირჩევს, დალაგების პროცესი დავიწყოთ იმით, რომ სწრაფად და მთლიანად მოვიშოროთ ყველა ის ნივთი, რომელიც სიხარულს არ გვგვრის.

მისი ფილოსოფიის მიხედვით, ამგვარი მიდგომა გვეხმარება დააფასოთ თითოეული ნივთის სარგებლიანობა და ამავე დროს უკეთ გავიცნოთ საკუთარი თავი — რაც შემდგომში გადაწყვეტილების მიღებას ამარტივებს: რა დავიტოვოთ და რისგან გავთავისუფლდეთ[22] .

კონდოს რეკომენდაციით, დალაგება უნდა მოხდეს ნივთების კატეგორიების მიხედვით, და არა მათი მდებარეობის მიხედვით. მაგალითად, პირველ რიგში უნდა შევაგროვოთ სახლში არსებული ყველა ტანსაცმელი, მოვაგროვოთ ერთ ადგილას, შევაფასოთ — იწვევს თუ არა tokimeku-ს (სიხარულის გრძნობა), და გადავდოთ ან გადავყაროთ ის, რაც არ გვჭირდება. შემდეგი კატეგორიებია:წიგნები, ქაღალდები, სხვადასხვა წვრილმანები და მოგონებების საგნები[23].

KonMari მეთოდის კიდევ ერთი ძირითადი პრინციპია: თითოეულ ნივთს უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ადგილი სახლში — და ის ყოველთვის იმ ადგილას უნდა ინახებოდეს.[23]

კონდო აღნიშნავს, რომ მისი მეთოდი ნაწილობრივ შინტოს რელიგიიდან არის შთაგონებული[24]. შინტოში წრფელი და სწორად დალაგება შეიძლება განიხილებოდეს როგორც სულიერი პრაქტიკა, რომელიც ფოკუსირებულია ნივთების ენერგიაზე ან ღვთიური სულის (კამი) მნიშვნელობაზე და სწორი ცხოვრების გზაზე (კანაგანარა). იმის დაფასება, რაც გაქვს; ნივთების ისე მოპყრობა, რომ ისინი არ იყოს უბრალოდ უსარგებლო საგნები, არამედ ფასეულობები, მიუხედავად მათი მატერიალური ღირებულებისა; და ნივთების ისე დალაგება, რომ თითოეული მათგანი განსაკუთრებული მნიშვნელობით აღიჭურვოს — ეს არის შინტოს ცხოვრების ძირითადი პრინციპები[25].

2013 წელს გადაიღეს ორ ნაწილად გადაცემული სატელევიზიო დრამატიზაცია, რომელიც კონდოს და მისი საქმიანობის შესახებ არის, სახელწოდებით 人生がときめく片づけの魔法 (Jinsei ga Tokimeku Katazuke no Mahō).[26] კონდო ასევე გამოდიოდა ლექციებზე და ჩნდებოდა ტელევიზიაში[7][27]. მან გამოუშვა ვიდეოსერია, სადაც ასწავლის „იდეალური გარეგნობისთვის საუკეთესო სარეცხი ტექნიკას“[28].

2019 წლის 1 იანვარს Netflix-მა გამოსცა სერიალი Tidying Up with Marie Kondo[29] . სერიალში კონდო სტუმრობს ამერიკელ ოჯახებს, რომლებიც ქაოსში არიან, და ეხმარება მათ სახლის დალაგებაში თავისი KonMari მეთოდის გამოყენებით. Netflix-ის სერიალის გამოსვლის შემდეგ, კონდო ინტერნეტში გახდა სხვადასხვა მიმის თემა. მისი ფრაზის „I love mess“ მოკლე ვიდეოკლიპი მოხვდა Time-ის 2019 წლის საუკეთესო 10 მიმის სიაში[30][31] A clip of her saying "I love mess" included on ''s list of the ten best memes of 2019.[32].

2021 წლის აგვისტოში კონდომ გამოუშვა Netflix-ისთვის სერიალის გაგრძელება სახელწოდებით Sparking Joy with Marie Kondo, რომელიც მსგავსია Tidying Up with Marie Kondo-ს[33].

კონდო დაქორწინდა კავახარა ტაკუმიზე 2012 წელს. როდესაც ისინი შეხვდნენ ერთმანეთს, კავახარა ოსაკაში ერთ-ერთ კომპანიაში გაყიდვების მხარდაჭერისა და მარკეტინგის სფეროში მუშაობდა. კონდოს კარიერის დამკვიდრების შემდეგ, მან დატოვა თავისი სამუშაო და გახდა კონდოს მენეჯერი, შემდეგ კი KonMari-Media, LLC-ის გენერალური დირექტორი[34]. წყვილს ჰყავს ორი ქალიშვილი და ერთი ვაჟი[35][36] . ქორწინების შემდეგ ისინი ცხოვრობდნენ ტოკიოში.მოგვიანებით კი გადაინაცვლეს სან ფრანცისკოში და შემდეგ ლოს ანჯელესში.[37][38]

მესამე ბავშვის დაბადების შემდეგ, კონდოს დალაგებისადმი მკაცრი მიდგომა ცოტა მოხალისდა, რათა შეექმნა მეტი სივრცე პირად პრიორიტეტებისთვის ამ ეტაპზე.[39]


  1. https://www.sankei.com/life/news/171006/lif1710060015-n3.html
  2. https://metro.co.uk/2019/01/08/marie-kondo-star-netflix-show-tidying-8318511/
  3. Swartz A. Open Library — 2007.
  4. https://profile.ameba.jp/ameba/konmari/
  5. 1 2 Deutsche Nationalbibliothek Record #1089695640 // Gemeinsame Normdatei — 2012—2016.
  6. Stern, Claire (23 January 2016). „Who Is Marie Kondo? 7 Things You Might Not Know About the Japanese Decluttering Guru“. InStyle. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 აგვისტო 2016. ციტირების თარიღი: 12 August 2016.
  7. 1 2 3 Green, Penelope (22 October 2014). „Kissing Your Socks Goodbye: Home Organization Advice from Marie Kondo“. The New York Times. ციტირების თარიღი: 26 October 2014.
  8. 1 2 Maloney, Jennifer; Fujikawa, Megumi. Marie Kondo and the Cult of Tidying Up. Wall Street Journal (26 February 2015). ციტირების თარიღი: 1 March 2015
  9. Jamie Lee Curtis (2015). „Marie Kondo“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 აპრილი 2021. ციტირების თარიღი: 16 April 2023. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  10. Du, Lisa; Reynolds, Isabel; Reinicke, Carmen (29 January 2019). „Marie Kondo's Tidying Up Won Netflix. Next? Cleaning Consultants“. Bloomberg Businessweek. ციტირების თარიღი: 17 April 2019.
  11. Kelly, Tamara. (18 January 2019) John Lewis is selling 47% more of this thanks to the Marie Kondo effect. Ideal Home. ციტირების თარიღი: 17 April 2019
  12. Wolfe, Rachel (18 November 2019). „Marie Kondo Adds an E-Commerce Shop to Her Site“. The Wall Street Journal (ინგლისური). ციტირების თარიღი: 2019-11-22.
  13. Turner, Lauren. (2019-01-18) 12 Fascinating Facts About Netflix's Organizing Queen, Marie Kondo en. ციტირების თარიღი: 2023-11-26
  14. 1 2 3 Young, Molly. (2015-02-10) Domestic Purging With Japanese Tidying Guru Marie Kondo en. ციტირების თარიღი: 2023-11-26
  15. Lim, Sunamita (2007). Japanese Style: Designing with Nature's Beauty (en). Gibbs Smith. ISBN 978-1-4236-0092-3. 
  16. 1 2 トピックス|普連土学園中学校・高等学校. ციტირების თარიღი: 2023-11-26
  17. Maldonado, Camilo. (22 January 2019) How To Use The KonMari Method en. დაარქივებულია ორიგინალიდან — 7 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 30 April 2019
  18. Maguire, Katy. (7 July 2016) 6 surprising things about Marie Kondo and her life-changing method. Well+Good LLC. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 იანვარი 2019. ციტირების თარიღი: 13 August 2016
  19. Aihara, Hitoshi. (13 May 2015) こんまりキレイ術の心は感謝 31カ国200万部超 ja. ციტირების თარიღი: 11 February 2019
  20. Japanese-English translation: tokimeku: Dictionary. kanjijapanese.com. დაარქივებულია ორიგინალიდან — 17 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 1 March 2015
  21. O'Donoghue, J.J.. (11 October 2014) How KonMari's phenomenal book can help put your house in order. ციტირების თარიღი: 26 October 2014
  22. Perez, Talia Klein. (2021) Does the KonMari Method truly transform lives?. The Perspective. დაარქივებულია ორიგინალიდან — October 23, 2020. ციტირების თარიღი: 30 January 2023
  23. 1 2 Kondo, Marie (2014). the life-changing magic of tidying up. New York, გვ. 63–150. ISBN 978-1-60774-730-7. 
  24. Demetriou, Danielle (16 January 2016). „Japan's decluttering guru says she is on a mission to 'organize the world'. Daily Telegraph (ინგლისური). ISSN 0307-1235. ციტირების თარიღი: 14 January 2019.
  25. Dilloway, Margaret. (2019-01-22) What White, Western Audiences Don't Understand About Marie Kondo's 'Tidying Up' en. ციტირების თარიღი: 2019-01-27
  26. 人生がときめく片づけの魔法 ja. ntv.co.jp (2013-09-27). ციტირების თარიღი: 7 March 2015
  27. Marie Kondo is the maiden of mess (19 April 2014). ციტირების თარიღი: 26 October 2014
  28. McLaren, Leah (24 April 2014). „Japan's 'queen of clean' promotes benefits of a tidy home“. The Globe and Mail. ციტირების თარიღი: 26 October 2014.
  29. Maldonado, Camilo. (February 5, 2019) 5 Ways Marie Kondo Can Declutter Your Home And Help You Reach Your Financial Goals. Forbes.com. ციტირების თარიღი: 5 February 2019
  30. Slattery, Peter. (7 January 2019) These 'Tidying Up with Marie Kondo' Memes Are Guaranteed to Spark Joy. ციტირების თარიღი: 28 April 2020
  31. Westenfeld, Adrienne. (11 April 2020) Marie Kondo Is Here to Help You Spark Joy, Even While in Quarantine. ციტირების თარიღი: 28 April 2020
  32. Bruner, Raisa (22 November 2019). „The 10 Best Memes of 2019“. დაარქივებულია ორიგინალიდან — 22 ნოემბერი 2019. ციტირების თარიღი: 28 April 2020. დამოწმება journal საჭიროებს |journal=-ს (დახმარება)
  33. Keller, Joel. (31 August 2021) Stream It Or Skip It: 'Sparking Joy' On Netflix, Where Marie Kondo Organizes People's Workplaces And Lives — And Gives Us A Glimpse Of Hers. Decider. ციტირების თარიღი: 31 August 2021
  34. Nilles, Billy. (24 January 2019) How Marie Kondo's Obsession With Organizing Built a Tidy Empire. ციტირების თარიღი: 27 January 2019
  35. Fujikawa, Megumi. (9 August 2017) Should You Kondo Your Kids?. Wall Street Journal. ციტატა: „...2-year-old Satsuki Younger sister Miko, 10 months, Ms. Kondo's husband, Takumi Kawahara, 33, ...“ ციტირების თარიღი: 9 August 2017
  36. Snyder, Tonya C. (14 January 2016). „The real reasons Marie Kondo's life-changing magic doesn't work for parents“. The Washington Post. ციტირების თარიღი: January 30, 2023.
  37. Pringle, Gill. (31 December 2018) As Marie Kondo gets her own Netflix show, can she help me tidy up?. iNews. ციტირების თარიღი: 12 January 2019
  38. Greenstreet, Rosanna (8 January 2022). „Interview: Marie Kondo: 'My greatest achievement? Organising the world'. The Guardian. ციტირების თარიღი: January 30, 2023.
  39. Koncius, Jura (26 January 2023). „Marie Kondo's life is messier now – and she's fine with it“. The Washington Post. ციტირების თარიღი: 31 January 2023.