მარი დე ლუზინიანი
მარი დე ლუზინიანი | |
---|---|
![]() | |
არაგონის დედოფალი | |
მმართ. წლები: | 1315-1319 |
წინამორბედი: | ბლანკა ანჟუელი |
მემკვიდრე: | ელისენდა დე მონკადა |
პირადი ცხოვრება | |
დაბ. თარიღი: | 1273 |
დაბ. ადგილი: | კვიპროსი |
გარდ. თარიღი: | აპრილი, 1319 |
გარდ. ადგილი: | ტორტოსა, ესპანეთი |
მეუღლე: | ხაიმე II, არაგონის მეფე |
დინასტია: | ლუზინიანები |
მამა: | ჰუგო III, კვიპროსის მეფე |
დედა: | იზაბელა დე იბელინი |
რელიგია: | კათოლიციზმი |
მარი დე ლუზინიანი (ფრანგ. Marie de Lusignan; დ. 1273, კვიპროსი – გ. აპრილი, 1319, ტორტოსა, ესპანეთი) — ლუზინიანთა დინასტიის წარმომადგენელი. კვიპროსის მეფე ჰუგო III დიდის ასული. არაგონის მეფე ხაიმე II-ის მესამე ცოლი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]მარი დე ლუზინიანი 1273 წელს დაიბადა კვიპროსზე. იგი კვიპროსის მეფე ჰუგო III დიდისა და დედოფალ იზაბელა დე იბელინის ცამეტი შვილიდან მეხუთე იყო.
მიუხედავად მისი ოჯახის ძალაუფლებისა, პრინცესა მარი არაერთი წლის განმავლობაში არცერთ მონარქზე არ დანიშნულა. ჯერ კიდევ 1310 წლისთვის მემატიანეები მას მისი ძმის, ამალრიკის სამეფო კარზე იხსენიებენ ტვიროსში. 1315 წელს პრინცესა მარი არაგონის მეფე ხაიმე II-ზე დაინიშნა, რომელიც მანამდე უკვე ორჯერ იყო დაქორწინებული და მეორე ცოლისაგან ათი შვილიც ჰყავდა.
იქიდან გამომდინარე, რომ მარი დე ლუზინიანი კვიპროსის ტახტის ერთ-ერთი მემკვიდრე იყო, მეფე ხაიმე მასთან ქორწინებას კარგ სამომავლო პერსპექტივად განიხილავდა, რადგან შეეძლებოდა კვიპროსზე გაბატონებაც. 1315 წლის 15 ივნისს მათ შორის მარიონეტული ქორწინება შედგა ნიქოზიის წმინდა სოფიას ტაძარში, რასაც იმავე წლის 27 ნოემბერს, უკვე მარის ესპანეთში ჩასვლის შემდეგ, მოჰყვა ოფიციალური ქორწილიც ქალაქ ჟირონაში. ამ დროისათვის მარი უკვე 42 წლის იყო და როგორც მემატიანეები აღნიშნვენ, იქიდან გამომდინარე, რომ ხაიმესაც არაერთი ტახტის მემკვიდრე ჰყავდა, ეს უბრალოდ პოლიტიკური ქორწინება იყო, რაც მომავალში ხაიმეს კვიპროსზე გაბატონების საშუალებას მისცემდა, რადგან მარის ძმას შვილები არ ჰყავდა.
წყვილი ქორწინებაში მხოლოდ ოთხ წელს იმყოფებოდა, რადგანაც 1319 წლის აპრილში დედოფალი მარი ქალაქ ტორტოსაში გარდაიცვალა. იქიდან გამომდინარე, რომ მარი თავის ძმებზე ადრე გარდაიცვალა, ხაიმეს გეგმა, რომ კვიპროსი შემოეერთებინა, ვერ განხორციელდა, რასთან დაკავშირებითაც მან ღიადაც დაიწუწუნა, რომ დედოფალი „ზედმეტად მოხუცი“ იყო და ქორწინებიდან ვერავითარი სარგებელი ვერ ნახა. ამის შემდეგ მეფე ხაიმე მეოთხედ და საბოლოოდ დაქორწინდა ელისენდა დე მონკადაზე.
ბიბლიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- Arco y Garay, Ricardo del (1945). Sepulcros de la Casa Real de Aragón. Madrid: Instituto Jerónimo Zurita. Consejo Superior de Investigaciones Científicas. OCLC 11818414.
- Letter of King Jaime to the bishop of Tusculum written shortly after Queen Marie's death, cited in Edbury (1994), p. 138
|