მარი ანტუანეტა მეკლენბურგელი
მარი ანტუანეტა მეკლენბურგელი გერმ. Marie Antoinette zu Mecklenburg | |
![]() | |
ამჟამინდელი თანამდებობა | |
---|---|
დაიკავა | |
დაბადებული | 28 მაისი, 1884 ვენეცია, იტალიის სამეფო |
გარდაცვლილი | 26 ოქტომბერი, 1944 ბლედი, იუგოსლავიის სამეფო |
მამა | პოლ ფრიდრიხი მეკლენბურგ-შვერინელი |
დედა | მარია ვინდიშ-გრაცი |
მეუღლე | პაველ ბერმონდ-ავალოვი |
შვილები | არა |
რელიგია | ლუთერანობა |
მარი ანტუანეტა მეკლენბურგელი (გერმ. Marie Antoinette zu Mecklenburg), სრული სახელი მარი ანტუანეტა მარგარეტე მატილდა მეკლენბურგ-შვერინი (გერმ. Marie Antoinette Margarethe Auguste Mathilde von Mecklenburg-Schwerin; 28 მაისი, 1884, ვენეცია, იტალიის სამეფო — 26 ოქტომბერი,1944, ბლედი, იუგოსლავიის სამეფო) — გერმანელი პრინცესა, მეკლენბურგ-შვერინის პრინცესა.
1884 წლის 28 მაისიდან 1944 წლის 26 ოქტომბრამდე მარი ანტუანეტამ ატარებდა მეკლენბურგის ჰერცოგინიას ტიტულს.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]ჰერცოგინია მარი ანტუანეტა 1884 წლის 28 მაისს ვენეციაში დაიბადა. იგი იყო მეკლენბურგ-შვერინის ჰერცოგ პაულ ფრიდრიხისა და ავსტრიელი პრინცესა მარი ზუ ვინდიშ-გრაცის მეორე ქალიშვილი.
მარი ანტუანეტას ურთიერთობა ჰქონდა ბიძაშვილთან, ფრედერიკ IV ფრანცთან, მეკლენბურგის დიდ ჰერცოგთან, რომელსაც მუდმივად უწევდა ვალების გადახდა. მარი ანტუანეტას მის დასახმარებლად არქეოლოგიური არტეფაქტები უნდა გაეყიდა, რომლებიც დედამისს ეკუთვნოდა. ამ არტეფაქტების ნაწილი, რომელიც ავსტრიასა და კრაინაში აღმოაჩინეს, მათ შორის ჰალშტატის არქეოლოგიური გათხრების დროს ვაცში, ახლა ექსპონირებულია ბერლინში, ოქსფორდსა და ჰარვარდში.
პირველი მსოფლიო ომის პერიოდში (1914-1918), ჰერცოგინია მარი ანტუანეტა და მისი ბიძაშვილი, ანტონია დე პილარი, რამდენიმე სამხედრო საავადმყოფოში წითელი ჯვრის მედდებად მუშაობდნენ.
გერმანელმა კაიზერმა ვილჰელმ II მარი ანტუანეტა ესპანეთის მეფის ალფონსო XIII-ის ცოლის კანდიდატურაზე განიხილა, მაგრამ მან მაინც ბრიტანეთის მეფის ედუარდ VII-ის დისშვილი, პრინცესა ვიქტორია ევგენი ბატენბერგელი შეირთო.