მარი ანა ფოქსი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარი ანა ფოქსი
Marye Anne Fox CHF Heritage Day 2012 Rush 003.JPG
დაბ. თარიღი 9 დეკემბერი, 1947 (1947-12-09) (72 წლის)
კანტონი, ოჰაიო
ალმა-მატერი ნოტრე დამის კოლეჯი
კლეველენდის შტატის უნივერსიტეტი
დართმუზის კოლეჯი
პროფესია ქიმიკოსი, ადმინისტრატორი
საქმიანობა სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის მეშვიდე კანცლერი[1]
ჩრდილოეთ კაროლინის უნივერსიტეტის მეთორმეტე კანცლერი
მეუღლე(ები) ჯეიმზ კ. ვითესელი

მარი ანა ფოქსი (დ. 9 დეკემბერი, 1947 წელი) — ფიზიკური ორგანული ქიმიკოსი და უნივერსიტეტის ადმინისტრატორი. ის იყო პირველი ქალი, რომელმაც როლის ჩრდილო კაროლინის უნივერსიტეტში აღმასრულებელი მეთაურის თანამდებობა დაიკავა. 2004 წლის აპრილში ფოქსი სან-დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის კანცლერი გახდა. 2010 წელს მან მეცნიერების ეროვნული მედალი მიიღო.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ადრეული წლები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოქსი დაიბადა ცენტონში, ოჰაიოს შტატში. დაამთავრა ნოტრე დამისა და დართმუზის კოლეჯები, ქიმიის მიმართულებით. 1977 წელს შეუერთდა ტექსასის უნივერსიტეტის ფაკულტეტს, 1994 წელს კი ამავე უნივერსიტეტის კვლევის განყოფილების ვიცე პრეზიდენტი გახდა.

კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოქსი არის ეროვნული მეცნიერებათა აკადემიის წევრი. იყო სამეცნიერო კვლევითი საზოგადოება „Sigma Xi-ის“ პრეზიდენტი. 1969 წელს ნოტრე დამის კოლეჯის დასრულების შემდეგ მეცნიერების ბაკალავრის ხარისხი მოიპოვა, დართმუზის კოლეჯის დასრულების შემდეგ კი 1974 წელს ფილოსოფიის დოქტორი გახდა. მოგვიანებით, 1998 წელს ფოქსი ჩრდილოეთ კალიფორნიის შტატის უნივერსიტეტის მეთორმეტე კანცლერი გახდა. ის უნივერსიტეტის პირველი ქალი აღმასრულებელი მეთაური იყო 2004 წლის ივლისამდე.[2] ჯორჯ ბუშის გუბერნატორობის პერიოდში ტექსასში ფოქსი ბუშის მეცნიერების დარგის მრჩევლის თანამდებობას იკავებდა.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ფოქსი დაქორწინებულია ქიმიის პროფესორ ჯეიმზ ვითესელზე. ისინი ხუთ შვილს ზრდიან, საკუთარი წინა ქორწინებებიდან.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • აგნეს ფეი მორგანის კვლევითი ჯილდო (1984 წელი)
  • გარვან-ოლინის მედალი (1988 წელი)
  • ჰავინგას მედალი (1991 წელი, პირველი ქალი ვინც ეს ჯილდო მიიღო.)[3]
  • მეცნიერების ეროვნული მედალი (2010 წელს)
  • ოთმერის ოქროს მედალი (2012 წელს)[4][5][6]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სამეცნიერო პოსტები
წინამორბედი:
ლარი მონტეი
ჩრდილოეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის კანცლერი შემდეგი:
რობერტ ბერნატი
წინამორბედი:
რობერტ დინსი
სან დიეგოს კალიფორნიის უნივერსიტეტის კანცლერი შემდეგი:
პრედიპ ხოსლა

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Marye Anne Fox. University of California San Diego. წაკითხვის თარიღი: 2 April 2014.
  2. Historical State: History in Red and White. Marye Anne Fox becomes the first female chancellor at NC State (1998). წაკითხვის თარიღი: 4 January 2012.
  3. Havinga Medal Laureates. წაკითხვის თარიღი: 7 April 2015.
  4. Othmer Gold Medal. Chemical Heritage Foundation. წაკითხვის თარიღი: 1 December 2016.
  5. Alumna to Receive Othmer Gold Medal“, Notre Dame College, 31 January 2012. წაკითხვის თარიღი: 12 June 2014. 
  6. Marye Anne Fox to Receive Othmer Gold Medal at Heritage Day 2012“, The Business Journals, 30 January 2013. წაკითხვის თარიღი: 12 June 2014.