მარი აბრამიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
Disambig-dark.svg სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ აბრამიშვილი.
მარი აბრამიშვილი
დაბ. თარიღი 21 სექტემბერი 1922(1922-09-21)
დაბ. ადგილი საჩხერე, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 1 ივნისი 2008(2008-06-01) (85 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, იმერეთის მხარე, საქართველო
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და მწერალი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
Magnum opus აი, სად შემხვდი
ჯილდოები საქართველოს მწერალთა კავშირის პრემია, საქართველოს სახელმწიფო პრემია და ღირსების ორდენი

მარიამ (მარი) აბრამიშვილი (დ. 21 სექტემბერი, 1922, საჩხერე — გ. 1 ივნისი, 2008, თბილისი) — ქართველი პოეტი, სახელმწიფო პრემიის ლაურეატი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1940 წელს დაამთავრა თბილისის მე-18 (ახლანდელი 51-ე) საშუალო სკოლა, ხოლო 1944 წელს — თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგიის ფაკულტეტი. 1945 წლის 27 მარტს რამდენიმე ახალგაზრდა პოეტთან ერთად ხელნაწერი ჟურნალის („ანათემა“) გამოცემის გამო დააპატიმრეს და გადაასახლეს. სასჯელს იხდიდა ვიატკის ბანაკებში. ის ერთადერთი ქალია ქართველ რეპრესირებულ მწერალთა შორის. გადასახლებიდან დაბრუნებულმა კვლავ განაგრძო ლიტერატურული საქმიანობა. 1951 წელს მისი ლექსი პირველად დაიბეჭდა ჟურნალ „მნათობში“, ხოლო ლექსების პირველი კრებული 1957 წელს გამოვიდა. 1970 წელს მიიღეს მწერალთა კავშირის წევრად. რეაბილიტირებულია 1998 წლიდან. გარდაიცვალა 2008 წელს.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი აბრამიშვილს გამოცემული აქვს 20-მდე წიგნი:

  • "ციცინათელა", 1957 წ.
  • "აი, სად შემხვდი" 1963 წ.
  • "ლირიკა", 1977 წ.
  • "ძველი სიყვარული" 1982 წ.
  • "მემახსოვრება თვით სიკვდილშიაც" 1992 წ.
  • "ერთტომეული", 1999 წ.
  • "მცირე რჩეული" 2003 წ.
  • "სატრფიალო ლირიკა", 2004 წ.
  • "განთიადის მოლოდინში" 2007 წ.

ასევე გამოცემული აქვს საბავშვო ლექსების კრებულები: "ნაცნობი მერცხალი" (1960 წ.), "ტრაბახა თაგვი" (1975 წ.), "ფერადი ფანქრები, (2006 წ.) მის შემოქმედებაში ძირითადად პატრიოტული და ლირიკული მოტივებია. მარი აბრამიშვილის ლექსები თარგმნილია რუსულ, ოსურ და თურქულ ენებზე. მან თარგმნა ალექსანდრე პუშკინის, მიხეილ ლერმონტოვის, ალექსანდრე ბლოკის, სერგეი ესენინის, ბელა ახმადულინას, ევგენი ევტუშენკოს, რ. ოლდინგტონის ლექსები.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1993 წელს აბრამიშვილს მიღებული აქვს მწერალთა კავშირის ყოველწლიური ლიტერატურული პრემია, 2000 წელს კი მიენიჭა სახელმწიფო პრემია. 2002 წელს დაჯილდოვდა ღირსების ორდენით. დაკრძალულია დიდუბის მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში.

მარი აბრამიშვილის ავტორობით გამოცემული წიგნები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ციცინათელა`_ გამომც. `საბჭოთა მწერალი`, თბ., 1957 წ. (პირველი წიგნი)
  • ნაცნობი მერცხალი` _ გამომც. `ნაკადული`, თბ., 1960 წ. (საბავშვო წიგნი)
  • აი, სად შემხვდი`_ გამომც. `ნაკადული`, თბ., 1963 წ.
  • საკუთარ თავთან`_ გამომც. `ლიტერატურა და ხელოვნება`, თბ., 1968 წ.
  • ლექსები` _ გამომც. `საბჭოთა საქართველო`, თბ., 1973 წ.
  • ტრაბახა თაგვი` _ გამომც. `ნაკადული`, თბ., 1975 წ. (საბავშვო წიგნი)
  • ლირიკა`_ გამომც. `მერანი`, თბ., 1977 წ.
  • წამიერი გაზაფხული` _ გამომც. `ნაკადული`, თბ., 1979 წ.
  • ძველი სიყვარული` _ გამომც. `საბჭოთა საქართველო`, თბ., 1982 წ.
  • გიყვარდეს`_ გამომც. `მერანი`, თბ., 1983 წ.
  • ლექსები` _ გამომც. `საბჭოთა საქართველო`, თბ., 1986 წ.
  • ოდეს ცისა ვარ`_ გამომც. `მერანი`, თბ., 1987 წ.
  • შემობრუნება` _ გამომც. `ნაკადული`, თბ., 1990 წ.
  • მემახსოვრება თვით სიკვდილშიაც` _ გამომც. `მერანი`, თბ., 1992 წ.
  • ერთტომეული` _ გამომც. `მერანი`, თბ., 1999 წ.
  • მცირე რჩეული`_ გამომც. `მერანი`, თბ., 2003 წ.
  • სატრფიალო ლირიკა` _ გამომც. `მერანი`, თბ., 2004 წ.
  • ფერადი ფანქრები` (`დილის` საყმაწვილო ბიბლიოთეკა), თბ., 2006 წ. (საბავშვო  წიგნი)
  • განთიადის მოლოდინში` _ გამომც. `სიესტა`, თბ., 2007 წ.
  • ბედისწერის განაჩენი` (სხვადასხვა დროის ჩანაწერები) _ გამომც. `ინტელექტი`,   თბ., 2016 წ.

მარი აბრამიშვილის ლექსებზე დაწერილი სიმღერები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სიმღერა თბილისზე` (ლექსზე `თბილისო`), კომპოზიტორი _ სანდრო მირიანაშვილი,ასრულებენ ციცინო ციცქიშვილი და ეთერ  გვაზავა;
  • იქნებ მართლა` (ამავე სახელწოდების ლექსზე), მუსიკა _ ნანა ხვიბლიანის, ასრულებენ ია ნინიძე და მერაბ ნინიძე;
  • ელეგია`(ლექსზე `აი, სად შემხვდი`), მუსიკა _ ადოლფ ოვანოვის, ასრულებს მანანა თოდაძე;
  • ისევ და ისევ` (ლექსებზე `ოღონდ მოვიდეს` და `იქნებ მართლა`), კომპოზიტორი _ გენო მანჯგალაძე, ასრულებს ეკა მამალაძე;
  • ისევ და ისევ გაზაფხულია` (ლექსებზე `ისევ და ისევ გაზაფხულია` და `როგორ დაიჯერე`), კომპოზიტორი _ გენო მანჯგალაძე, ასრულებს ნანა  თედიაშვილი;
  • ხომ არ დავაგვიანე` (ლექსზე `აი, სად შემხვდი`), კომპოზიტორი _ გენო მანჯგალაძე,   ასრულებს ტრიო `პალიტრა` (ხელმძღვ. ლეილა წვერიკმაზაშვილი),აგრეთვე მაია ჯაბუა, ლელა სიხარულიძე;
  • აი, სად შემხვდი` (ამავე სახელწოდების ლექსზე), მუსიკა _ ირმა სოხაძის, სრულებენ ირმა სოხაძე და რეზო ასათიანი;
  • გახსენება` (ლექსზე `იქნებ მართლა`), მუსიკა _ სოსო აბრამიშვილის, ასრულებენ ანსამბლ `რუსთავის` წევრები: სოსო აბრამიშვილი და მურვანიძე;
  • აი, სად შემხვდი` (ამავე სახელწოდების ლექსზე), კომპოზიტორი _ ნოდარ  ნიკოლაიშვილი, ასრულებს ნუკრი კაპანაძე;
  • ტირიფი` (ამავე სახელწოდების ლექსზე), მუსიკა _ ?, ასრულებს გორის  ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი;
  • ერთიან საქართველოს` (ლექსზე `ერთი ქუდი`), მუსიკა _ ეკატერინე თევზაძის,  ასრულებს ანსამბლი `ქართული ხმები`;
  • სიყვარული და მაისი` (ამავე სახელწოდების ლექსზე), მუსიკა _ ნინო ომიაძის, ასრულებს კვარტეტი `სიესტა` (ყოფილი `თაიგული`);
  • ნუთუ მართლა აღარ შევრიგდებით` (ლექსზე `იქნებ მართლა`), მუსიკა _?     ასრულებს კაკული გურიელაშვილი;
  • მითხარი ხომ არ დავაგვიანე` (ლექსზე `აი, სად შემხვდი`), მუსიკა _ არტემ  ერქომაიშვილის, ასრულებს სანდრა რულოვსი ანსამბლ `რუსთავთან` ერთად;
  • როგორ დაიჯერე ჩემი დაბერება` (ლექსზე `როგორ დაიჯერე`), მუსიკა _ ესმა გურამიშვილის, ასრულებს ნინო ჩხეიძე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]