მარი-გიიემინ ბენუა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარი-გიიემინ ბენუა
Marie-Guillemine Benoist.jpg
დაიბადა 18 დეკემბერი 1768(1768-12-18)[1] [2]
დაბადების ადგილი პარიზი
გარდაიცვალა 8 ოქტომბერი 1826(1826-10-08)[2] (57 წლის)
გარდაცვალების ადგილი პარიზი
მიმდინარეობა ისტორიული ფერწერა, საჟანრო ფერწერა და საპორტრეტო ფერწერა

მარი-გიიემინ ბენუა (ფრანგ. Marie-Guillemine Benoist; დ. 18 დეკემბერი, 1768 — გ. 8 ოქტომბერი, 1826) — ფრანგი მხატვარი. ნეოკლასიკური და ისტორიული ჟანრის ფერმწერი .

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი-გიიემინ ბენუა დაიბადა პარიზში, სახელმწიფო მოხელისა და პოლიტიკოსის ოჯახში. ბენუას მამა, სიცოცხლის ბოლო წლებში დაინიშნა საფრანგეთის ელჩად როტერდამში, სადაც 1798 წელს გარდაიცვალა.

მარი-გიიემინის პროფესიონალური მომზადება, როგორც მხატვრის, დაიწყო 1781 წელს ელიზაბეტ ვიგი-ლებრანის ხელმძღვანელობით. 1786 წელს მატვრობის შესასწავლად ის ჩაირიცხა ჟაკ-ლუი დავიდის სახელოსნოში თავის დასთან, მარი-ელიზაბეტთან ერთად. სასწავლებელში დაშვება შესაძლებელი გახდა ელიზაბეტ ვიგი-ლებრანის რეკომენდაციითა და ასევე ოჯახის პოილიტიკური და ადმინისტრაციული კავშირებით მმართველობასთან.

მისი პირველი ექსპონატის წარმოდგენა 1791 წელს, პარიზის სალონში მოხდა, სადაც ის საკუთარი შთაგონების, მითების დემონტრაციას ახდენს ნამუშევრით „ფსიქეა ემშვიდობება თავის ოჯახს“ (Psyché faisant ses adieux à sa famille). ამ პერიოდის მის ერთ-ერთ ცნობილ ფერწერულ ტილოს წარმოადგენს „უდანაშაულობა სათნოებასა და ნაკლოვანებას შორის„ (L’Innocence entre la vertu et le vice). მითოლოგიური ნიმუშები ერთის მხრივ ავტორის ფემინისტურ იდეებსაც გადმოსცემენ. ნაკლოვანება წარმოდგენილია მამაკაცის სახით, თუმცა ტრადიციულად მას ქალის მიერ გადმოსცემდნენ.

1793 წელს მარი-გიიემინი დაქორწინდა ადვოკატ პიერ-ვინსენტ ბენუაზე. მისი ნამუშევრები, რომლებზეც დიდი გავლენა ჟაკ-ლუი დავიდმა იქონია, უმეტესად ისტორიული ჟანრისაა. იმ დროისათვის ეს ჟანრი მხოლოდ მამაკაცი მხატვრებისთვის იყო დამახასიათებელი. ქალ ფერმწერებს უნდა შეესრულებინათ მხოლოდ ოჯახური პორტრეტები, ნატურმორტები, პეიზაჟები, ცხოველების ნახატები ყველაფერი ის, რაც მაყურებელს გაართობდა და რისი ხილვაც სიამოვნების მომგვრელი იქნებოდა.

Marie-Guillemine Benoist - portrait d'une negresse.jpg

1800 წელს პარიზის სალონში მან გამოფინა "ნეგროიდი ქალის პორტრეტი" (Portrait d’une négresse). ამ მოვლენამდე ექვსი წლით ადრე მოხდა მონობის გაუქმება და ეს, ქალისა და მონის გამაერთიანებელი სტილის მქონე სურათი, ქალთა უფლებების, ემანსიპაციისა და რასობრივი თავისუფლების სომბოლოდ იქცა. ეს ნახატი 1818 წელს ლუი XVIII-მ საფრანგეთისთვის შეიძინა.

მარი-გიიემინ ბენუამ შექმნა მრავალი თავისი დროის ისტორიული მოღვაწის პორტრეტი. მათ შორისაა 1805 წელს შექმნილი ელიზა ბონაპარტის პორტრეტი, იმპერატორ ნაპოლეონ ბონაპარტის დებისა და ლუკას ძეების პორტრეტები. მნიშვნელოვანი შეკვეთა იყო ნაპოლეონ ბონაპარტის, იმ დროისთვის პრემიერ-კონსულის პორტრეტის შექმნა, რომელიც მარი ბენუას 1803 წელს დაევალა. ეს პრტრეტი ქალაქ გენტში უნდა გადაგზავნილიყო, რომელიც ავსტრიამ საფრანგეთს ლუნევილის ზავის თანახმად, 1801 წელს დაუთმო.

ელიზა ბონაპარტი

კიდევ ერთი ნიშნით განსხვავებული, მარი ბენუა, როგორც მხატვარი, მას შემდეგ გახდა, რაც 1804 წელს პარიზის სალონის ოქროს მედლით დაჯილდოვდა, რამაც მას სახელმწიფო დახმარების მიღების შესაძლებლობა მისცა. ამ დროისთვის მან გახსნა სამხატვრო სტუდია ქალებისთვის. მისი კარიერის დასრულება საფრანგეთში განვითარებულმა პოლიტიკურმა მოვლენებმა განაპირობა, რადგან მის ოჯახს ახლო კავშირი ჰქონდა მონარქისტებთან. მიუხედავად ამისა, საფრანგეთში მონარქიის დაბრუნების, 1814 წლის მოვლენების შემდეგ, რასაც ბურბონების რესტავრაცია ეწოდა, მისი ქმარი, მტკიცე როიალისტი, გრაფი ბენუა დანიშნულ იქნა სახელმწიფო საბჭოში.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროისთვის მარი-გიიემინ ბენუა პოპულარობის პიკში იყო, ოჯახის წინაშე არსებული პასუხისმგებლობისა და რეაქციული რეჟიმის მხრიდან არსებული მოთხოვნის გამო, რომ მისი ცხოვრების სტილი კონსერვატიული გამხდარიყო, ის იძულებული გახდა მიეტოვებინა თავისი კარიერა, თავი დაენებებინა მხატვრობისთვის და გამოფენების ორგანიზებისთვის.

მისი ნამუშევრების ნაწილი დაკარგულია.

შემოქმედება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Psyché faisant ses adieux a sa famille (1791) — „ფსიქეა ემშვიდობება თავის ოჯახს“
  • Portrait d’une négresse (1800, Musée du Louvre) — „ნეგროიდი ქალის პორტრეტი“ (1800, ლუვრი)

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. RKDartists
  2. 2.0 2.1 Internet Speculative Fiction Database — 1995.