შინაარსზე გადასვლა

მარი-გაბრიელ კაპე

სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარი-გაბრიელ კაპე

ავტოპორტრეტი, 1783 წ. დასავლური ხელოვნების ეროვნული მუზეუმი, ტოკიო
დაიბადა 6 სექტემბერი, 1761 წ.
ლიონი, საფრანგეთი
დაბადების ადგილი ლიონი
გარდაიცვალა 1 ნოემბერი, 1818 წ. (57 წლის)
პარიზი, საფრანგეთი
გარდაცვალების ადგილი პარიზი
მიმდინარეობა ნეოკლასიციზმი
ჟანრი პორტრეტი

მარი-გაბრიელ კაპე (დ. 6 სექტემბერი, 1761 — გ. 1 ნოემბერი, 1818) — ფრანგი ნეოკლასიკოსი მხატვარი.

მოკრძალებულ საცხოვრებელ პირობებში დაბადებული მხატვრის ადრეული ნამუშევრები და პროფესიული მიმართულებით მიღებული განათლების პირველი ეტაპების შესახებ ინფორმაცია არ მოიპოვება, თუმცა ცნობილია, რომ 1781 წელს ის პარიზში ჩადის, და ცნობილი ფრანგი მხატვრის, ადელაიდ ლაბილ-გიარის მოსწავლე ხდება. კაპეს განსაკუთრებით იტაცებდა პორტრეტების ხატვა, მუშაობდა როგორც ზეთის საღებავებით, ასევე აკვარელით - როგორც დიდი ფორმატის ტილოებზე, ასევე მინიატურულზე.[1]

ადელაიდ ლაბილ-გიარის ატელიე. მხატვარი: ადელაიდ ლაბილ-გიარი; ავტოპორტრეტი ორ მოსწავლესთან (მარი-გაბრიელ კაპე, მარი-მარგარეტ კარეუ) ერთად
მარი-გაბრიელ კაპეს პორტრეტი, მხატვარი: ლაბილ-გიარი

მარი-გაბრიელ კაპე ლიონში, 1761 წლის 6 სექტემბერს დაიბადა,[2] და ბავშვობაში მის ქალაქში არსებულ ხატვის საჯარო სკოლაში დადიოდა.[3] XVIII საუკუნის საფრანგეთში, სამეფო ხელოვნების აკადემია პასუხისმგებელი იყო მხატვრების მომზადებასა და სალონებში მათი ნამუშევრების გამოფენაზე - ნამუშევრებისა, რომელთა უმრავლესობა ბურბონთა მონარქიის მიერ განდიდებულ გმირულ ფასეულობებს ქადაგებდა. საფრანგეთის რევოლუციამდე სამეფო ხელოვნების აკადემია ოფიციალური მხატვრული პრაქტიკის ცენტრალური დაწესებულება გახლდათ, და მასში მხოლოდ საუკეთესოთა შორის საუკეთესო ქალი მხატვრები ხვდებოდნენ − გოგონათა რაოდენობა მთელ აკადემიაში ოთხამდე იყო შეზღუდული.[4] 1781 წელს, ოცი წლის კაპე პარიზში გადასახლდა და ადელაიდ ლაბილ-გიარის (1749 – 1803),[3] ნეოკლასიკოსი მხატვრის მოსწავლე გახდა (რომელმაც, თავად, სამეფო ხელოვნების აკადემიაში 1783 წელს ჩააბარა).[5]

კაპემ თავისი ადრეული ნამუშევრები „Exposition de la jeunesse“-ზე („ახალგაზრდათა გამოფენაზე“) 1781 და 1783 წლებში გაიტანა,[3] მოგვიანებით კი, საფრანგეთის რევოლუციის შემდეგ, ისინი თავიდან გახსნილ სალონში გამოფინა. მისი ნამუშევრები მოიცავდა მინიატურულ ნახატებს, ზეთის საღებავებით შესრულებულ ტილოებსა და პასტელებით შესრულებულ ნამუშევრებს. დამთვალიერებლის ყურადღება განსაკუთრებით მიიქცია ხელოვანის მიერ ნამუშევრების კოლორიტის ვირტუოზულმა ფლობამ.[6] პასტელით შესრულებული ნამუშევრების თითქმის აბსოლუტური უმრავლესობა პორტრეტის ჟანრს განეკუთვნებოდა, თუმცა ცნობილია, რომ 1808 წელს კაპეს ისტორიული ჟანრის მხატვრადაც მოიაზრებდნენ.[7][8][9] მის დამკვეთებს შორის იყვნენ სამეფო ოჯახის რამდენიმე წევრი, პარიზის მაღალი ფენის წარმომადგენლები და სხვა მაღალ სოციალურ საფეხურზე მყოფი პირები. მათ შორის დრამატურგი ჟოზეფ შენიერი და ადვოკატი პიერ-ნიკოლას ბერიერი.[9]

კაპე და ლაბილ-გიარი არა მხოლოდ კოლეგები, არამედ ახლო მეგობრებიც იყვნენ. მარი-გაბრიელი მასწავლებლის სახლში, ლუვრში, ლაბილ-გიარის სიკვდილამდე ცხოვრობდა, მაშინაც კი, როდესაც ადელაიდი 1799 წელს, მხატვარ ფრანცის ვინსენტზე გათხოვდა.[10][11][12] მარი-გაბრიელი მისი გარდაცვალების შემდეგაც არ გადასულა სახლიდან, და დაქვრივებულ ფრანცის ვინსენტთან განაგრძო ცხოვრება. ეს უკანასკნელი 1816 წელს გარდაიცვალა, რის შემდგომაც კაპემ განსვენებული წყვილის უძრავი ქონება შეიძინა.[13]

მარია-გაბრიელი 1818 წელს, პარიზში გარდაიცვალა.[14]

ხელოვნის შემოქმედებითი მემკვიდრეობის დიდ ნაწილს მინიატურული პორტრეტები შეადგენს. მათი უმეტესობა, ერთი დიდი კოლექციის სახით, ლუვრშია დაცული. ამ კოლექციაში შედის მადამ მარტინ დე ლესეპსის, მადამ ელიზაბეტის - ლუი მეთექვსმეტის დის, და მადმუაზელ მარსის პორტრეტები.[15]

მადამ ელიზაბეთის სავარაუდო მინიატურა - მარი-გაბრიელ კაპე. XVIII საუკუნე; ინახება ლუვრში.

მიუხედავად იმისა, რომ კაპეს ნამუშევრების მხოლოდ მცირე ნაწილია ცნობილი, მას ელიზაბეთ-ფილიპინელ-მარი-ჰელენ დე ფრანსის რამდენიმე მინიატურული პორტრეტი მიეწერება. მადამ ელიზაბეთი ასევე ხშირად იყო ლაბილ-გიარის ნამუშევრების ცენტრალური ფიგურაც. ხელმოუწერელი მინიატურა, რომელიც სავარაუდოდ მადამ ელიზაბეთს გამოხატავს, ლუვრის მუზეუმში ინახება.[16] მინიატურაზე გამოსახულია ქალი თეთრ, მუსლინის კაბაში, მუქი მოლურჯო სარტყელითა და მარგალიტის საყურით. კაპეს მიერ შესრულებული (და ხელმოწერილი) სახვა მინიატურების ადგილმდებარეობა ამჟამად უცნობია.[16]

  • Heller, Nancy G., Women Artists: An Illustrated History, Abbeville Press, Publishers, New York 1987 ISBN 978-0-89659-748-8
  • Uglow, Jennifer S.; Hendry, Maggy (1999). marie-gabrielle capet biography. ISBN 9781555534219.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. Marie-Gabrielle Capet. collection.nmwa.go.jp. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2015-02-11. ციტირების თარიღი: 2025-03-01
  2. For a complete monograph on Capet's life, see Arnauld Doria, Gabrielle Capet, Paris: Les Beaux-Arts, 1934.
  3. 1 2 3 Perez, Alexandra Michele. Under the Shadow of Her Teacher: Marie-Gabrielle Capet in the Studio of Adélaïde Labille-Guiard. ციტირების თარიღი: November 15, 2020
  4. Laura Auricchio, "Self-Promotion in Adélaïde Labille-Guiard's 1785 "Self Portrait with Two Students", The Art Bulletin, Vol. 89, No. 1 (March 2007)
  5. Brooklyn Museum: Adélaïde Labille-Guiard. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-01-24. ციტირების თარიღი: 2021-09-07
  6. Delia Gaze, "Capet, Gabrielle", Dictionary of Women Artists (1997: Fitzroy Dearborn Publishers)
  7. Charles Landon "Salon de 1808", Journal des Arts, des Sciences, et de Littérature, no. 170. 10 Frimaire an 10, p. 65.
  8. (in French) Marie-Gabrielle Capet. /www.femmespeintres.net. დაარქივებულია ორიგინალიდან — 27 აპრილი 2016. ციტირების თარიღი: 1 მარტი 2025.
  9. 1 2 Heller, Nancy G., Women Artists: An Illustrated History, Abbeville Press, Publishers, New York 1987 ISBN 978-0-89659-748-8
  10. Uglow, Jennifer S.; Hendry, Maggy (1999) marie-gabrielle+capet+biography. ISBN 9781555534219. 
  11. marie-gabrielle+capet+biography. ციტირების თარიღი: 21 March 2017
  12. Women Artists in Nineteenth–Century France. /www.metmuseum.org.
  13. DE JESÚS, MARY SPRINSON (2008). „Adélaïde Labille-Guiard's Pastel Studies of the Mesdames de France“. Metropolitan Museum Journal. 43: 157–172. doi:10.1086/met.43.25699092. ISSN 0077-8958. JSTOR 25699092. S2CID 191391110.
  14. Articles/Capet. www.pastellists.com. ციტირების თარიღი: 11 February 2015
  15. Jaconde, Portal of the Collections of the Museums of France. ციტირების თარიღი: 13 April 2017
  16. 1 2 DE JESÚS, MARY SPRINSON (2008). „Adélaïde Labille-Guiard's Pastel Studies of the Mesdames de France“. Metropolitan Museum Journal. 43: 157–172. doi:10.1086/met.43.25699092. ISSN 0077-8958. JSTOR 25699092. S2CID 191391110.