მარი-ანტუანეტ ტონელა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
მარი-ანტუანეტ ტონელა
დაბ. თარიღი 5 მარტი 1912(1912-03-05)[1]
დაბ. ადგილი Charolles
გარდ. თარიღი 3 დეკემბერი 1980(1980-12-03) (68 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი
მოქალაქეობა Flag of France.svg საფრანგეთი
ალმა-მატერი ლუი დიდის ლიცეუმი

მარი-ანტუანეტ ტონელა (ფრანგ. Marie-Antoinette Tonnelat; დ. 5 მარტი, 1912, შაროლი — გ. 3 დეკემბერი, 1980, პარიზი) — ფრანგი ფიზიკოსი და ფიზიკოს-ისტორიკოსი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მარი-ანტუანეტ ტონელა დაიბადა 1912 წლის 5 მარტს, შაროლში. შაროლამ პარიზის უნივერსიტეტი დაამთავრა 1935 წელს, ხოლო შემდგომ სწავლა განაგრძო ანრი პუანკარეს სახელობის ინსტიტუტის თეორიული ფიზიკის ჯგუფში. ამ ჯგუფს ხელმძღვანელობდა ლუი დე ბროილი. 1941 წელს ტონელამ სადოქტორო დისერტაცია დაიცვა შემდეგ თემაზე: „ფოტონის თეორია რიმანის სივრჩეში“. დისერტაციის დაცვის შემდეგ იგი გათხოვდა ჟაკ ტონელაზე. 1945 წელს გახდა სამეცნიერო კვლევების ფრანგული ეროვნული ცენტრის მკვლევარი[2]. მან განავითარა ვოლფრანგ პაულის იდეები: დემონსტრირება გაუკეთა იმ ღრმა კავშირს, რომელიც აერთიანებს გრავიტაციის რელატივისტურ თეორიას 2-სპინის მქონე ნაწილაკების თეორიასთან. სწორედ ეს თემაა გამოხატული ტონელას მრავალ ნაშრომში. ამავე წლებში ტონელამ მუშაობა დაიწყო კოლეჟ დე ფრანსში, სადაც კითხულობდა ლექციებს ელექტრომაგნიტიზმსა და ფარდობითობის თეორიაში. მანვე შეადგინა ელექტრომაგნიტური და გრავიტაციული ველების ერთეულოვანი გეომეტრიული თეორიების მიმოხილვა. ნახსენები მიმოხილვა 15-მდე წლის შემდეგ საფუძვლად დაედო ტონელას ფუნდამენტურ მონოგრაფიას, რომელიც პირველად 1959 წელს გამოიცა. ლუი დე ბროლი ამბობდა, რომ „საფრანგეთსი ტონელა ჯერ კიდევ მაშინ იყო საუკეთესო ამ პრობლემების კურსში“.

მარი-ანტუანეტ ტონელას ძირითადი ნაშრომები ეხება გრავიტაციის თეორიასა და ფარდობითობის ზოგად თეორიას, ველის ერთიან გეომეტრიულ თეორიებს და აგრეთვე ამ თეორიების ისტორიისა და მეთოდოლოგიის პრობლემებს.

ტონელა ფიზიკის კურსებს კითხულობდა არა მარტო სორბონის უნივერსიტეტში არამედ სამხრეთ ამერიკაში (განსაკუთრებით ბრაზილიაში). ბრაზილიაში ტონელა ხშირად ხვდებოდა ბრაზილიელ მწერალს ჟორჟ ამადუს. ამადუ დიდ შეფასებას აძლევდა მის მხატვრულ-ლიტერატურულ ნაშრომებს. ტონელას ნაშრომებმა კვანტურ მექანიკაში, ფარდობითობის თეორიასა და ველის ერთეულოვან თეორიებში ალბერტ აინშტაინის დიდი ინტერესები გამოიწვია.ამ ნაშრომების საფუძველზე 1955 წელს ტონელა აინშტაინმა პრისტონში მიიწვია, თუმცა აინშტაინის მოულოდნელი გარდაცვალების გამო ეს შეხვედრა ვერ შედგა.

1972 წელს ტონელა სათავეში უდგება სორბონის უნივერსიტეტის თეორიული ფიზიკის ცენტრს, ხოლო 1970 წელს მას მიანიჭეს ანრი პუანკარეს სახელობის პრემია საკუთარი მნიშვნელოვანი გამოკვლევებისათვის.

ტონელა აგრეთვე თავის სამეცნიერო გამოკვლევებს ფიზიკაში წარმატებით უთავსებდა მეცადინეობებს მეცნიერების ისტორიასა და ფილოსოფიაში. 1971 წელს მან გამოაქვეყნა „ფარდობითობის პრინციპის ისტორია“ და მუშაობა დაიწყო „სინათლის თეორიის ისტორიაზე“. ტონელა ფიზიკის ისტორიის კურსს კითხულობდა სორბონის უნივერსიტეტში. აგრეთვე აქტიურ მონაწილეობას იღებდა ისტორიის საერთაშორისო კონგრესებში.

ტონელა იყო ერთ-ერთი პირველი ფიზიკოსი და მეცნიერების ისტორიკოსი იყო, რომლის შრომებსა და გამოსვლებში გამოიხატა მეცნიერების ესთეტიკის ესოდენ დამახასიათებელი გაგება. აგრეთვე გამოიხატა ის, რასაც რასც თვითონ მეცნიერების, მისი ისტორიისა და ფილოსოფიის ჰუმანიზაცია შეიძლება ეწოდოს.

მარი-ანტუანეტ ტონელა გარდაიცვალა 1980 წლის 3 დეკემბერს, პარიზში, უკანასკნელი ლექციის წაკითხვის შემდეგ [3].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • პარკაძე ვ., ფიზიკოსი ქალები, გვ. 129-131, თბ., 1988.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. BnF authorities: პლატფორმა ღია მონაცემები — 2011.
  2. Goenner, Hubert F.M. (2014). "On the History of Unified Field Theories Part II. (ca. 1930 - ca. 1965)". Living Reviews in Relativity. 17.Bibcode2014LRR....17....5G.doi10.12942/lrr-2014-5.
  3. Ogilvie, Marilyn; Harvey, Joy (2000). The biographical dictionary of women in science: pioneering lives from ancient times to the mid-20th century. New York: Routledge. ISBN 0415920396.