შინაარსზე გადასვლა

მარიჯანი

Checked
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მარიჯანი
დაბადების თარიღი 12 ივნისი, 1890(1890-06-12)
დაბადების ადგილი თბილისი, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია
გარდაცვალების თარიღი 9 მაისი, 1978(1978-05-09) (87 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა პოეტი და მწერალი
მოქალაქეობა  რუსეთის იმპერია
ამიერკავკასიის დემოკრატიული ფედერაციული რესპუბლიკა
 საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ალმა-მატერი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ჯილდოები იაკობ გოგებაშვილის სახელობის პრემია და შრომის წითელი დროშის ორდენი
შვილ(ებ)ი ნელი ალექსიძე

მარიჯანი (ნამდვილი სახელი — მარიამ მარკოზის ასული ტყემალაძე-ალექსიძე; დ. 12 ივნისი, 1890, თბილისი — გ. 9 მაისი, 1978, იქვე) — ქართველი პოეტი, ქართული საბავშვო ლიტერატურის ერთ-ერთი ფუძემდებელი.

1908 წელს დაამთავრა წმინდა ნინოს ქალთა სასწავლებელი, ხოლო 1922 წელს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფილოლოგია-ფილოსოფიის ფაკულტეტი. მისი პირველი ლექსი „ტბა“ 1916 წელს გამოქვეყნდა გაზეთ „სახალხო ფურცელში“[1], ხოლო კრებული ლექსები 1921 წელს. აქედან მოყოლებული პოეტი ქალის ნაწარმოებები სისტემატურად იბეჭდებოდა ქართულ პერიოდიკაში, გამოდიოდა ცალკე წიგნებად. მარიჯანის შემოქმედებისათვის დამახასიათებელია ნატიფი ლირიზმი, ორიგინალური თვალთახედვა. განსაკუთრებით ნაყოფიერად მოღვაწეობდა საბავშვო მწერლობაში.

აღსანიშნავია მარიჯანის მთარგმნელობითი მოღვაწეობა. სწორედ მან გააცნო ქართველ ბავშვებს ს. მიხალკოვის, კ. ჩუკოვსკის, ე. შვარცის, მ. ალიგერის, ა. ტოლსტოის შემოქმედება. მისი თარგმნილი პიესები წლების განმავლობაში წარმატებით იდგმებოდა ჩვენი თეატრების სცენებზე.

მწერალი აქტიური საზოგადოებრივი ცხოვრებით ცხოვრობდა 20 წლის მანძილზე საქართველოს მწერალთა კავშირში მუშაობდა საბავშვო ლიტერატურის სექციის მდივან-კონსულტანტად და ამითაც ხელს უწყობდა საბავშვო ლიტერატურის წინსვლის საქმეს. დაჯილდოვებული იყო იაკობ გოგებაშვილის პრემიით და შრომის წითელი დროშის ორდენით.

დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ქ. ბურჯანაძე, ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 444.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 249, თბ., 1994


  1. მარიჯან., ტბა [ლექსი] // სახალხო ფურცელი. - 14 აგვისტო, 1916. - N 649 . - გვ. 3.