მარიო მინიტი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
მინიტი 16 წლის ასაკში, მოდელი კარავაჯოს ნახატის — „ბიჭი ხილის კალათისთვის“.

მარიო მინიტი (დ. 8 დეკემბერი, 1577 — გ. 22 ნოემბერი, 1640) — იტალიელი მხატვარი, მოღვაწეობდა სიცილიაში 1606 წლის შემდეგ.

დაიბადა სირაკუზაში, სიცილიაში, რომში 1593 წელს ჩავიდა, სადაც ბაროკოს მხატვრის მიქელანჯელო მერისი და კარავაჯოს მეგობარი, კოლაბორაციონისტი და მოდელი გახდა (1571-1610).[1] მისი პოპულარობა დღეს ძირითადად გამოიხატება მის იდენტიფიკაციაში, ან შემოთავაზებულ იდენტიფიკაციაში, როგორც კარავაჯოს ადრეული ნამუშევრების მოდელი, როგორებიცაა „ბიჭი ხილის კალათით“, „მკითხავი“, „მუსიკოსები“, „ბიჭი ხვლიკის ნაკბენით“ (სავარაუდო), „ბახუსი“, „მებარბითე“, „წმინდა მათეს ძახილი“ და „წმინდა მათეს წამება“.

იგი, როგორც მოდელი, აღარ ჩანს 1600 წლიდან, როდესაც გადმოცემის მიხედვით იგი დაქორწინდა, მაგრამ შესაძლოა კარავაჯოსთან და რამდენიმე სხვა ადამიანთან ერთად 1606 წელს მოხვდა ქუჩის ჩხუბში, რამაც რანუჩიო ტომასონის სიკვდილი გამოიწვია კარავაჯოს ხელებში — მისი ბიოგრაფი აღნიშნავს, რომ იგი სილიციაში დაედევნა მკვლელს, სადაც ან პატიება ითხოვა (რომელიც საბოლოოდ მიენიჭა), ამის შემდეგ ცნობილია, რომ მან შეიფარა კარავაჯო სანამ სიცილაში რჩებოდა 1608-1609 წლებში, როდესაც მისთვის მნიშვნელოვან შეკვეთას — „წმინდა ლუსის დაკრძალვას“ ღებულობდა. სიცილიაში მან დააარსა წარმატებული სახელოსნო, სადაც აწარმოებდა რელიგურ შეკვეთებს. საბოლოოდ, იგი პატივსაცემი ადგილობრივი ბიზნესმენი გახდა მისი ნამუშევრების ბუნების გამო, სადაც ნახატები ერთობლივი ძალისხმევით იყო წარმოებული მოსწავლეებისა და თანაშემწეების დახმარებით. ხშირად რთულია იმის განსაზღვრა, თუ კონკრეტულად რომელი ნამუშევარი, ან ნამუშევრის ნაწილია, მინიტის საკუთარი ხელითაა შესრულებული. ნათელია, რომ სიცილაში იგი იმ გაკვეთილებს ატარებდა, რომლებსაც კარავაჯოსგან სწვლობდა, კერძოდ, დრამატული შუქ-ჩრდილების გამოყენება და ინტენსიური სცენების გამოხატვით, მაგრამ მისი ნამუშევრები (ან მისი სახელოსნოს ნამუშევრები) გაკრიტიკებული იყო  „უსასრულოდ რეციკლირებული მოტივებისა“ და „მლიქვნელური რელიგიური სიუეტების“ გამო.[2] მიუხედავად ამისა, მას დიდი სიმპათია აქვს დამსახურებული სიცილიაში და შესაძლებელია ვისაუბროთ „მინიტის სკოლაზე“ ამ კუნძულის ხელოვნების ისტორიაში.

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. ჰიბარდ, ჰოვარდი (1985). კარავაჯო. ოქსფორდი: Westview Press, გვ. 8. ISBN 9780064301282. 
  2. რობი, პიტერ (2001). M: კაცი, რომელიც გახდა კარავაჯო. Macmillan, გვ. 495. ISBN 0-312-27474-2. ციტირების თარიღი: 9 ოქტომბერი 2010.